Georgian Football

მე მაპატიეთ,მაგრამ ისევ ფეხბურთზე უნდა დავწერო.რა ვქნა,ჩემთვის სულერთი არ არის და ცოცხალია ჩვენი ფეხბურთი თუ მკვდარი,მაინც ფეხბურთი ჰქვია და საერთოდ მივიწყებას,ჯობს რომ რამე მაინც ვთქვათ,ცუდი იქნება თუ კარგი ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდია.წინა პოსტს ნოსტალგია მოძალებული ვწერდი,როცა ქეცბაია,ქინქლაძე და ძმანი მათნი გავიხსენე და იმ პერიოდს შევნატროდი. მართალია ისინიც არ წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ რასაც ისინი აკეთებდნენ იმას ფეხბურთი მაინც ერქვა და რასაც ესენი დღეს აკეთებენ,იმას ფეხბურთთან იმდენი აქვს საერთო,რამდენიც მე აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ველურ ტომთან.

საქართველოში ფეხბურთი დიდი ხანია გარდაიცვალა,მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოო სახე მაშინ მიიღო,როცა კუს ტბაზე სავარჯიშოდ ასული დინამოს ფეხბურთელები სიგარეტსა და კიდევ ღმერთმა იცის რას,ისე ეწეოდნენ,ფეხბურთელები კი არა უბნის ბირჟაზე მდგომი „ბეზდელნიკები“ გეგონებოდა და ჩვენ ამათ თუნდაც ალბანეთის,აზერბაიჯანისა და ფარერების დამარცხებას ვთხოვთ ?! მანამდე არაფერი გეტკინოთ,სანამ ჩვენი გუნდი ამ სამ გუნდს მიჯრით მოუგებდეს ))) გვარების ჩამოწერას აზრი აქვს,ქართლ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის რომელ ვაი ფეხბურთელებზე მაქვს საუბარი.“იქნებ ოდესმე გვეშველოს“,“იმედი ბოლოს კვდება“ ჯერ კიდევ კარგად გვაქვს გამჯდარი და სწორედ ამიტომაც არის,რომ სტადიონზე ხალხი ასე თუ ისე მაინც დადის,ხალხი კი დადის მაგრამ სანაცვლოდ რას იღებს ? კალაძის „ფეხი არ იტკინოს “ თამაშს,კაცი მილანში თამაშობს და მაპატიეთ და ნაკრები სულ ერთ ადგილზე არ ჰკიდია ?(ეგ ისევეა ქვეყნის პატრიოტი,როგორც კახა თარგამაძე და ლევან მამალაძე),იაშვილის მილიონჯერ გადაღეჭილ ფინტს,რომელზედაც უკვე ალბანელი მცველი კი არა 15 წლის ბავშვი აღარ მოტყუვდება,ხიზანიშვილის მოუქნელობას,კვირკველიას სტადიონზე უაზროდ ბოდიალს,(არადა მახოვს რა პრახოდები ჰქონდა ),სირაძის უგუნდოდ ნაკრებში თამაშს(ეგ ისეთი ნიჭიერია,მაგას გუნდი რათ უნდა,ისედაც ფრინავს),ნუ მეკარეებზე,მჟავანაძეებზე,ლობჯანიძეებზე,დაუშველებზე,შაშიაშვილებსა და მარცვალაძეებზე აღარც მაქვს ლაპარაკი,მაგათი ადგილი ნაკრებში მაშინ იქნება,თუ ოდესმე 50–იანი წლების ფეხბურთი დაბრუნდა.აი დღევანდელი ქართული ფეხბურთი ეს არის : “მარცვალაძემ პასი გადააწოდა მჟავანაძეს,მჟავანაძემ ლობჟანიძე მოძებნა,უჩამ შაშიაშვილი შეამჩნია მოედნის ცენტრი,ამ უკანასკნლემა კი არც მეტი არც ნაკლები მეკარეს დაუბრუნა ბურთი,თამაშის ბოლოს მწვრთნელმა,რომ ჰკითხა ეგ რა ქენიო,შაშიაშვილმა ამაყად უპასუხა – აბა მთელი თამაში მარტო ეგ იყო თავისუფალი და რა მექნაო ?!“

„ამერი“ დაიშალა,“ვიტ–ჯორჯია“ ისევ ძაღლის საჭმლის ბიზნესზეა დამოკიდებული,“ზესტაფონი“ კოკაიას ხუშტურებზე,“დინამო“ ტყავაძისა და ღიბრაძის იმედად არის,“გაგრა“ წვალობს,“ოლიმპი“ სულდგმულობს,“სიონი“ კლინიკური სიკვდილის სტადიაშია,“დილა“ სად არის და რას აკეთებს კაციშვილმა არ იცის,ბათუმის „დინამო“ სადღაც ზღვაში ჩაიკარგა ვარშალომიძესთან ერთად,“მესხეთს“ უმაღლესში რა უნდა მარტო ახალკაცმა იცის,“ცხინვალი“ პოლიტიკურ თამაშებს ემსხვერპლა,“ლოკომოტივი“ ზაფხულში რკინიგზის სეზონის აყვავებას თუ ელის,“ტორპედო“ და „კოლხეთი“ ისე აორთქლდნენ,რომ წერილიც არ დაუტოვებიათ და ბოლოს “მგლები“ –მართლაც რომ მგლები არიან ?! აი,დღევანდელი ქართული ფეხბურთის ელიტად ესენი ითლებიან და ამათ ფონზე გვინდა რამის მიღწევა ? მერე კიდევ იძახიან, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე რატომ არავინ დადისო ?!

აი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.არამგონია ძალიან ობიექტური ვიყო,მაგრამ რეალობისგან შორს არ ვარ.ფაქტი ერთია,ჩვენ ფეხბურთს კუპერი კი არა მრავლის მნახველი ბორა მილუტინოვიჩიც ვეღარ უშველის და თავს მაინც რაღატომ ვიტყუებთ ?!

One response

  1. დღეს იწყება ქართული კლუბების ჯახირი ევროსარბიელზე, ვნახოთ რას იზავენ, პირველ ეტაპს მაინც თუ გადალახავენ გამიხარდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: