Daily Archives: ივლისი 3rd, 2009

რწმენა დაკარგული

ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ყველაზე ძნელად აღსაქმელია და ამის გაცნობიერებას გარკვეული ნიჭი და ცოტა გამოცდილებაც სჭირდება.ერთ დღეს გაიღვიძებ და დიდების მწვერვალზე ხარ,გავა დრო და აღმოაჩენ,რომ ყველაფერი მირაჟივით სადღაც გაქრა და ხელში არაფრისმთქმელი და გაუცხოებული საკუთარი თავიღა შეგრჩა.ასეთებს თვითკმაყოფილ იდიოტებსაც უწოდებენ,უზუსტესი ეპითეტია თავისი გაგებითა და შინაარსით.

უიღბლო ადამიანებზე ბევრი მსმენია და რეალური მაგალითებიც მქონია ამის.მე კი კმაყოფილი ვიყავი და საკუთარი თავი ძალიან იღბლიანი მეგონა გარკვეულ პერიოდამდე,მანამ სანამ ერთ დღესაც მეც მათ ნუსხაში არ აღვმოჩნდი და თავი უმწეო მდგომარეობაში არ ვიხილე.ძნელია გააცნობიერო რომ ყვალაფერში კრახი განიცადე და ყველაფერი რასაც იქამდე აკეთებდი მარტის თოვლივით სადღაც გაუჩინარდა და თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს.არ ვიცი,სხვამ რა იგრძნო როცა ამას მიხვდა,მაგრამ მე ერთი ერთი კითხვა მაშინევე დამებადა,რომლის პასუხიც ვერაფრით მოვიძიე – ეხლა რა უნდა ვქნა ? ადგე და ყველაფერი მიატოვო ? წახვიდე და გადაიკარგო სადმე შორეულ ქვეყანაში? მაგრამ აქ თუ არაფერში გაგიმართლა,იქ რა ღმერთი გაგიწყრება,რომ ყველაფერს მიაღწევ ? ამაზეა ნათქვამი,“მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს,თუ ბუნებამაც არ უშველაო.“

რაც არ უნდა და როგორც არ უნდა იყოს,როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაკარგო და გაანდგურო ? როგორ შეიძლება რომ საკუთარ სიზარმაცეს უიღბლობას აბრალებდე და მერე თავს იმართლებდე,ვითომ ნამეტანი ბედისგან გარიყული ადამიანი იყო და ფიასკო ყველაფერში შენი თანმდევი იყოს ? ჯერ იყო სპორტში ჩავიკარგე ძალიან ღრმად,მერე საყვარელი ადამიანი დავკარგე,ეხლა კი სიმწრით მოპოვებულ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ვკარგავ და ამის მერე მოდი და როგორ გინდა რომ არ დაიგრუზო ? ახია რა ჩემზე,არაფრის ღირსი არ ვარ და არ ვიმსახურებ წარმატებულ ცხოვრებას,როცა იყო ვერ შევიშნოვე და ეხლა უკვე ძალიან გვიანია შეცდომების გამოსწორება.გვირაბის ბოლოს სინათლეც რომ არ ჩანს ეს არის ყველაზე ცუდი,მაგრამ მე მაინც ჯიუტად გავაგრძელებ გზას და დაველოდები სანამ იმ „სხივს“ არ ვიხილავ,რომელიც ჩემი გამართლების ერთგვარი სიმბოლო იქნება და საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებს,რომელიც უკვე ვინ იცის მერამდენედ დავკარგე.

მინდა მჯეროდეს,რომ ოდესმე მეც მოვიმკი დღევანდელობას,როცა აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს საკუთარი შეცდმოები და მათ გამოწორებას ასე ჯიუტად ვლამობ.იქნებ მეც დამიფასდეს ჩემი „გარჯა“ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიპოვო,რომელიც ჯერ კიდევ ვაკანტური და შესაბამისი კანდიდატურის მოლოდინშია …