Monthly Archives: აგვისტო, 2009

ბავშვობის 5 მოგონება

ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეკეთებინა თბილისში და რომ ვერაფერი მოვიფქრე,ავდექი და ისევ ზღვაზე წავედი,რომ ვთქვა იქაც ბევრი რამ გავაკეთე,მოვიტყუები.რომ ჩამოვედი პოლკოვნიკის კომენტარი თავისი პოსტითურთ დამხვდა დოდკას ინიციატივს შესახებ,ხოდა მეც შევუერთდები მათ და იმ 5 მოგონებას დავწერ,რომლეთა უმრავლესობაც ბავშვურ ახირებაზე მეტი იყო.

1.მთელი ბავშვობა დაჟინებით ვამტკიცებდი იმას,რომ გლდანის თავზე უცხოპლანეტელთა ხომალდი დავინახე,რომელიც მთელ გლდანს გადაეფარა და დაუბნელებია იქაურობა, თურმე…სერიალი რომ გადიოდა “the x-files”,ალბათ ზედმეტად ბევრს ვუყურებდი და ამიტომაც იყო სულ უცხოპლანეტელები რომ მელანდებოდა…

2.ჩემს ერთ–ერთ პირველ პოსტშიც აღვნიშნე,რომ მე და ჩემი ძმაკაცი ხალიჩით მესამე სართულიდან ვხტებოდით და გვწამდა,რომ აუცილებლად გავფრინდებდით.მაშინ იეღოვას შესახებ მართლა არაფერი ვიცოდით,უბრალოდ ალადინი გვიყვარდა ძალიან …

3.დაახლოებით 10 წლის ვიყავი სტივ მაკმანამანის ავტოგრაფი,რომ “მოვიპოვე” და ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ეხლაც არ ვიცი იმ გრძნობას რაიმე თუ გააფერმკრთალებს.ვიძინებდი და ვიღვიძებდი იმ ბურთით და დარწმუნებული ვიყავი,რომ მასზე არანაკლები ფეხბურთელი გამოვიდოდი.

4.ძალიან ღრმა ბავშვობაში და საკმოად დიდი ხანი ბიძაჩემი – ვან დამი მეგონა,ვინც საწინააღმდეგოს მეუბნებოდა, სულელი მეგონა.არადა მართლა ძალიან ჰგავს,ეხლაც კი …

5.და ბოლოს….მთელი ბავშვობა სინდი ფროუფორდი მიყვარდა და ამას მხოლოდ ეხლა ვაღიარებ. ))

პ.ს. ვისი მოგონებებიც მაინტერესებდა იმათ უკვე უწერიათ,თან ამ ბბ–კოდების გაგებაში არ ვარ ))

დემოგრაფიული პრობლემები ანუ ქალიშვილობის ინსტიტუტი (ნაწილი I)

არც ისე რთულია ამ ყველაფერზე საკუთარი აზრის დაფიქსირება,მითმეტეს როცა 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თითეული ჩვენგანი დემოკრატიულობაზე დებს თავს.ანუ…ამით შეურაცხყოფას არავის მიაყენებ და არც არავინ იგრძნობს თავს დაკნინებულად. ერთი არის აზრის თავისუფლება,მაგრამ ამაზე საუბარი მიდის მიჩქმალვით,შეფარვით,თითქოს დანაშაულს სჩადიოდნენ და ზუსტად ამიტომაც არის ჩვენთან ეს „ინსტიტუტი“ ტაბუირებული და შეგნების დონე მინიმუმამდე დაყვანილი.თვითონ ცნება „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ძალიან ზოგადია და მისი ინტერპრეტაცია მილიონნაირად შეგვიძლია,ქართულ მამა–პაპაურად რომ მივუდგეთ საკითხს,ამ აზრის თითოეული გამტარებელი ერთი ადგილით უნდა დაიკიდოს,უპირობოდ და შეწყალების გარეშე,ცოტა ცივილიზებურად,რომ მივუდგეთ ეს დამკვიდრებული ნორმაა,ასე ცხოვრობს თითქმის მთელი მსოფლიო და დისკომფორტს არავინ განიცდის გამონაკლისების გარდა.როცა საქართველოში პრო–დასავლურობაზე ვაკეთებთ აქცენტს,ეს ნორმა ჩვენშიც ნელ–ნელა უნდა იდგამდეს ფესვებს,მაგრამ მენტალიტეტსა და გენს დასავლეთმა კი არა,ლამის ნახევარმა მსოფლიომ ვერაფერი დააკლო და როცა ამ „უზნეობაზე“ ვაპერირებთ,საერთდ სასაცილოა ჩვენი მენტალიტეტის შერყევაც კი.

ეს თემა აქტიულორაბას განსაკუთრებით მაშინ იძენს როცა საქმე ქორწილსა და მის „წვრილმან“ საკითხებს ეხება.განხილვის საგანია როცა პატიოსნებასა და უმწიკვლობაზე (ეს რაღა უბედურება სიტყვაა) ვამახვილებთ ყურადღებას.ასეთ საუბარს მოჰყვება ხოლმე ფრაზების კორიანტელი : „ სხვის ნახმარ ქალს ცოლად როგორ მოვიყვან ?! “, „თუ პატიოსანი არაა სახლში როგორ შემოვუშვებ ?! “,ზოგი უფრო შორსაც მიდის და გოგოს ოდესმე თუ შეყვარებული ჰყავდა,საერთოდ ხაზი უნდა გადაესვას ასეთს,თურმე…საერთოდ,ყველას თავისი აზრი გააჩნია და ყველა თავისებურად უდგება ამ თემას,მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც,რაზეც ეს აზრები შემოიკრიბება და ერთ ჭრილში გაივლის ?!

რა ჩემი გასარჩევია და ვისაც როგორ უნდა ისე უცხოვრია,თავის გემოზე,მაგრამ ყველაფერი ესე მარტივად,რომ იყოს ცხოვრებაც გაცილებით ადვილი იქნებოდა.ბევრს ავიწყდება რომ საქართველოში ვცხოვრობთ,ბევრს აღარ ახსოვს,რომ ქალის პატიოსნება ქართული გენის შემადგენელი ნაწილია.“პრადვინუტებთან“ ბოდიში,მაგრამ თავისუფალი ცხოვრება თუ გინდათ და არანაირი „კომპლექსი“ არ გაწუხებთ, რატომ მალავთ ასეთი ტიპის ურთიერთობას საზოგადოებისგან ? – ეს დედაბნელი,ამერიკასა და ევროპას სხვა რამეში მივბაძოთ ?!

პ.ს. წინა საუკუნის გადმონაშთი )))

to be continued …

ბოლო ადგილის მედროშე

უკანასკნელი პოსტის შემდეგ დიდი დრო გავიდა და პაუზა სპეციალურად გავაკეთე,მაინტერესებდა დინამო რას იზამდა და მოლოდინი მთლიანად გამიმართლდა.პირველი მოჩვენებით კარგი თამაშის შემდეგ,გუშინ კიდევ ერთხელ და ვინ იცის მერამდენედ სახეში შეგვაფურთხეს რიგით გულშემატკივრებს და არაფრის მთქმელი და ყოვლად უუნარო თამაში შემოგვთავაზეს.თამაშის განხილვას აზრი არ აქვს,ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს და კაცს სურვილიც არ გაგიჩნდება,რომ კაშიას,კოშკაძისა და მათი ძმების ამაზრზენ თამაშზე,რაიმე კომენტარი გააკეთო.აღარაფერს ვამბობ ქართულ ტელეარხებზე,რომლებმაც პირი შეკრეს და თამაში ცქერა ინტერნეტის ყოვლად უხარისხონო ჩვენებით მომიწია და ნეტა არ მენახა იმ მელოტმა შუაში ჩვენ ფეხბურთელებს რა უყო,ეგეთი დიდი ხანია ბლოგბასტერებშიც კი არ მინახავს ?! გადაურბინ–გადმოურბინა არამარტო მოედანს,არამედ თითოეულ ფეხბურთელს და მკაფიოდ შეახსენა მათ თავიანთი უმდაბლესი დონე,დონე,რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აგერ უკვე რამდენი წელია.

ქართველების მხრიდან ეს იყო „უტიფარი“ დემონსტრირება შიშის,შემობიჭოლიბის,სიმხდალისა,გამოუცდელობისა და არარეალურ ნიშნულამდე დაყვანილი საფეხბურთო დისციპლინისა.თბილისში თითქოს ბოლო ამოსუნთქვამდე ჯიგრით ითამაშეს და ხალხს ოპტიმისტური განწყობა შეუქმნეს,მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ ზუსტად ამაზეა ნათქვამი.ბელგრადში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მკაფიოდ მიგვითითეს გასასვლელი კარისკენ,რომელიც აგერ უკვე წლებია ჩვენების ნავსაყუდელი გახდა,აქ მარტო დინამოზე არ არის საუბარი,ეს ეხება „ზესტაფონს“, „ოლიმპს“, „ვიტ ჯორჯიასა“ და „ლოკომოტივსაც“. ბოლო 2 დღეა მესმის,აი მერებაშვილი რომ არ გვყავდა მაგიტომ გაგვიჭირდაო,მაგრამ თქვე დალოცვილებო,განა ერთ კაცს შეიძლება მივანდოთ გუნდური თამაში და სულისკვეთება ? 21–ე საუკუნის ფეხბურთს ვქადაგებთ და ნუთუ ერთ კაცზე აწყობილი გუნდი ივარგებს თუნდაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ? ძალიან მეეჭვება ამ ფეხბურთით თუნდაც მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს გავცდეთ როდესმე.ხომ ვხედავთ,ირლანდიის,მალტის,ანდორისა და ყაზახეთის კლუბებთან გვიჭირს უკვე თამაში და „ეტო იშო ნე პრეძელ“ სამწუხაროდ.

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების დიდი ხანია ასეულში აღარ არის და ისეთი გუნდები გვისწრებენ როგორებიც არიან : ანგოლა,ფიჯი,გამბია,სუდანი,ბენინი,მოზამბიკი,ერაყი და ა.შ. მახსოვს ოდესღაც 52–ე ადგილზე ვიყავით და არ გვაკმაყოფილებდა ეს ადგილი,ქართველები ხომ საერთოდ ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ ?! გუცაევის,ჩივაძის,ყოფიანისა და ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდები იყვნენ ყველაზე ძლიერი ნაკრებები რაც კი ოდესმე გვყოლია და კარისკენ ისე მივუთითეთ ერთხელაც არ გაგვხსენებია მათი ღვაწლი ქართული ფეხბურთის წინაშე,როგორც უზადო ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისა.დაუნახავი ერი ვართ და ამიტომაც არის,რომ ვერაფერს ვაღწევთ და ჩემი აზრით,ღირსებიც არ ვართ რაიმე ღირებულს მივაღწიოთ ამ მიდგომითა და საფეხბურთო ფილოსოფიით…