Daily Archives: ივლისი 14th, 2009

ქალაქური “პონტები”

წინასწარვე გაფრთხილებთ,არც სნობი ვარ,არც რასისტი და არც ნაციონალისტი.))ასე რომ კრიტიკა მისაღებია მხოლოდ ნამდვილი გურჯებისგან და არა იმათგან რომ იბრალებენ )) თბილისში ათასი რჯულის ადამიანი დადის და უმეტესობას საკუთარი თავი the best ჰგონია.ქალაქში სიგარეტითა და დაყენებული გამოხედვით სიარული კვლავ აქტუალურია და ამის აფიშირებას ძალიან ბევრი თუ არა ბევრი ისევ ცდილობს.მთავარია გაურკვეველი წარმომავლობისა და ჯიშის მანქანა გყავდეს,ჯიბეში 3, ჰა ჰა 5 ლარი გედოს და საღამოთი კუს ტბაზე მაგარ პონტში ხარ,თუ ცოტა დასალევიც გაქვს და გვერდს “ვინმე” გიმშევენს,მაშინ ხომ საერთოდ VIP.გოგოების უმრაევლესობას ერთნაირი ვარცხნილობა აქვს,ერთნაირად იცვამენ,ყველა ერთმანეთს ჰგავს და რას მოითხოვენ ცხოვრებისგან თვითონაც არ იციან.მეტროთი და ავტობუსით სიარული „რა ქაჯობაა“,მარშუტკით სიარული პაზორია,მანქანა თუ არ გყავს კაპიკია შენი ფასი,ფეხით სიარული და რომანტიკა კი ინტერნეტის ფართოდ გავრცელებასთან ერთად მოკვდა(პანაშვიდები დიდი ხნის დამთავრებულია). ისე ერთი რამე არ მესმის,მეტრო მთელს მსოფლიოში ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა და ჩვენთან რა ჭირი ეტაკა რომ ყველაზე „დიშოვ“ ადგილად არის აღიარებული ? მაგრამ ჩემ მტერს იქ სუნი დგას,მიზეზი კი ძალიან მარტივია.ხალხის მასას პირად ჰიგიენასთან პრობლემები აქვს,რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს.

ცოტა გაჩითულები პეროვსა და შარდენზე მოძრაობენ,ქალაქ გარეთ ბუნებაში პიკნიკებს აწყობენ და თავს განსხვავებულ ადამიანთა ფენად აჩენენ,ზაფხულში ვისაც ბოლო 20 ლარი აქვს ყველა ლაგუნაზე მიდის,კუს ტბის ვარიანტია რა აქაც ))ცოტა პრადვინუტები ვაკის აუზზე დადიან და ცა ქუდად არ მიაჩნიათ,ხოლო დედამიწა ქალამნად.ისევ მოდაშია დიდი ხნის გარდაცვლილი ხუმრობები : „ გლდანში უვიზოდ შემომიშვებენ ?!“,“ვარკეთილში რომელი სოფლის მარშუტკა მიდის ?!“ და ა.შ. ყველა ერთმანეთს დასცინის,სასტავებად სიარული ისევ თინეუჯერული პონტია,გოგო და სიგარეტი განუყრელი ცნებებია(მოდაშა და რა ქნას).თეატრში არავინ დადის, მერე ტრანფორმერებს,ტერმინატორებსა და ათას სისულელეს ვინ უნდა უყუროს ? მოკლედ, ვატრაკებთ და გვიხარია რა ?!