Monthly Archives: ივნისი, 2009

საკუთარი თავის ტყვე

არარეალურმა ოცნებებმა და ცხოვრების მძიმე ხვედრმა შეიწირა მისი აზროვნება და უნარი,რომ როგორმე ცხოვრების ოდნავ შემაღლებულ საფეხურზე დამდგარიყო.მას ცხოვრება უყვარდა,უყვარდა ისე ძლიერ,რომ ხანდახან ამ გრძნობის ტყვე ხდებოდა და თითქოს ბორკილებდადებული დააბიჯებდა დედამიწაზე.მას უზომო ფანტაზიები და იდუმალებით მოცული ფიქრები ჰქონდა და შეეძლო მთელი დღეები ოცნებაში გაეტარებინა.რომანტიკოსი ადამიანი,რომელიც ცხოვრებამ სასაცილოდ აიგდო და მას იმის შანსიც არ დაუტოვა,რომ როგორმე საკუთარი კეთილდღეობისთვის ებრძოლა და ამ ბრძოლაში თუნდაც ღირსეულად დამარცხებული გამოსულიყო.იგი ხვდებოდა რომ მისი ამქვეყანაზე ყოფნა პირობითი იყო და მხოლოდ არარსებული ფუნქცია ეკისრა მის დამძიმებულ და ნაადრევად „დაბერებულ“ სულს.მისი ცხოვრება იმ პატარა წყაროს წააგავდა,რომელიც მთელი თავის ცხოვრება კალაპოტის გაკეთებას ლამობდა,მაგრამ მისი ყველა ცდა ყოველთვის წარუმატობლოსთვის იყო განწირული.ყველაფერი პირობითია,ყველაფერი შედარებითია,ყველაფერი წარმავალია და ყველაფერი გამოსწორებადია ამ ცხოვრებაში,თუნდაც ყველასგან განწირული და ბედის ანაბარად მიგდებული ადამიასთვის,მაგრამ იგი იჯდა,ღრუბლებით სავსე ცას შესცქეროდა და მათგან შველას ითხოვდა.ასე უიმედო ბრძოლაში ატარებდა დროს და მუდმივად ყველას შიში ჰქონდა,მისი ცხოვრება თითქოს სხვა განზომილებიდან იმართებოდა და იგი სწორედ ამას აბრალებდა,რომ მისი არცერთი მიზანი თუ სურვილი არ იქნა რეალიზებული.იგი დედამიწას ამძიმება,ხოლო მისი სუნთქვა ხმაურს იწვედა გარშემომყოფთა გონებაში.ის ყველასგან გარიყული იყო და ამას ვერაფერს უხერხებდა,მისი თითოეული სურვილი ფეხქვეშ ითელებოდა და იგის ამას როგორც ბუნებით სამართალს ისე აღიქვამდა.იგი ხშირად თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა და სულ ავიწყდებოდა ,რომ მიუხედავად ყველაფრისა ამ ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი რიგითი ჯარისკაცი იყო,რომელსაც საკუთარი ვალი უნდა მოეხადა ამქვეყნიერების წინაშე,მაგრამ განა ეს ერთი დიდი უსამართლობა არ იყო,რომ მისი ცხოვრება ასე წარმართა? განა მას სურდა ასეთი ყოფა? განა ის არ იმსახურობდა ოდნავ უკეთესს ცხოვრებას? მას ნებისყოფა არ ეყო,ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და თავი მოიკლა,თავისი სული უფლისკენ მიმავალ გზას გაუყენა … დედამიწა თითქოს შემსუბუქდაო,აღარავის ჩაესმოდა მისი სუნთქვა და აღარავის აწუხებდა მისი არსებობდა.მისი გზა კი სამოთხისკენ მიდიოდა,მიდიოდა,რადგან უფალმა ისედაც დიდი ხანი გააჩერა ამ წუთისოფელში,რომელიც ჯოჯოხეთად ექცა შეუცნობელი ძალებით…