ბავშვობის 5 მოგონება

ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეკეთებინა თბილისში და რომ ვერაფერი მოვიფქრე,ავდექი და ისევ ზღვაზე წავედი,რომ ვთქვა იქაც ბევრი რამ გავაკეთე,მოვიტყუები.რომ ჩამოვედი პოლკოვნიკის კომენტარი თავისი პოსტითურთ დამხვდა დოდკას ინიციატივს შესახებ,ხოდა მეც შევუერთდები მათ და იმ 5 მოგონებას დავწერ,რომლეთა უმრავლესობაც ბავშვურ ახირებაზე მეტი იყო.

1.მთელი ბავშვობა დაჟინებით ვამტკიცებდი იმას,რომ გლდანის თავზე უცხოპლანეტელთა ხომალდი დავინახე,რომელიც მთელ გლდანს გადაეფარა და დაუბნელებია იქაურობა, თურმე…სერიალი რომ გადიოდა “the x-files”,ალბათ ზედმეტად ბევრს ვუყურებდი და ამიტომაც იყო სულ უცხოპლანეტელები რომ მელანდებოდა…

2.ჩემს ერთ–ერთ პირველ პოსტშიც აღვნიშნე,რომ მე და ჩემი ძმაკაცი ხალიჩით მესამე სართულიდან ვხტებოდით და გვწამდა,რომ აუცილებლად გავფრინდებდით.მაშინ იეღოვას შესახებ მართლა არაფერი ვიცოდით,უბრალოდ ალადინი გვიყვარდა ძალიან …

3.დაახლოებით 10 წლის ვიყავი სტივ მაკმანამანის ავტოგრაფი,რომ “მოვიპოვე” და ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ეხლაც არ ვიცი იმ გრძნობას რაიმე თუ გააფერმკრთალებს.ვიძინებდი და ვიღვიძებდი იმ ბურთით და დარწმუნებული ვიყავი,რომ მასზე არანაკლები ფეხბურთელი გამოვიდოდი.

4.ძალიან ღრმა ბავშვობაში და საკმოად დიდი ხანი ბიძაჩემი – ვან დამი მეგონა,ვინც საწინააღმდეგოს მეუბნებოდა, სულელი მეგონა.არადა მართლა ძალიან ჰგავს,ეხლაც კი …

5.და ბოლოს….მთელი ბავშვობა სინდი ფროუფორდი მიყვარდა და ამას მხოლოდ ეხლა ვაღიარებ. ))

პ.ს. ვისი მოგონებებიც მაინტერესებდა იმათ უკვე უწერიათ,თან ამ ბბ–კოდების გაგებაში არ ვარ ))

11 responses

  1. sasiamovno tema agirchevia. rogorc yoveltvis, saintereso gamogdivida… mec shevqmeni chemi blog-i da tu dagainteresebs daatvaliere.

  2. რამდენი ბლოგერის მოგონებები გავიგე:)))

    არა რა, საინტერესო ხალხია ეს ბლოგერები:))

  3. იმდენი ხანი გავიდა რაც ეგ პოსტი დაგიტოვე, რომ აღარ მეგონა თუ დაწერდი 🙂

    და ის რატომ აღარ დაწერე გადმოხტომის მცდელობა რით დამთავრდა? 🙂 🙂

  4. ზედა სართულიდან დაინახეს რის ჩადენას ვაპირებდით და “გვიშველეს” ))))

  5. kargia :))) ra ucnauria ise bavshvi rac ar unda kargad gaxsovdes bavshvoba da misi shegrdznebebi mainc ver gaugeb bavshvs bolomde :))) aste mgonia me :)) yvela bavshvi individualuria :)) me magalitad carmosaxvit megobrebi mkavda 🙂

  6. ბევრი უცნაური რამ გამიგია და წამიკითხავს,მაგრამ წარმოსახვით მეგობრებზე პირველად გავიგე ))

  7. ვაიჰ ხალიჩაზე გამახსენდა, მეკიდე მწამდა რომ თუ ქოლგით გადმოვხტებოდი აუცილებლად რბილად და მოტეხილობების გარეშე დავეშვებოდი დედამიწაზე. 😀

  8. xo mismine… fexburtelobis ambavi rogor damtavrda?

  9. hahaha: ))) ra magaria… = )))
    gadaxtit sabolood mesame sartulidan? 😀 nu, albat ara… : D

  10. არ დაგვაცადეს … )))

  11. Wow 🙂 I had no idea about Real George Khubuluri 😛

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: