ქართველების წვალება (ჯობია არ წაიკითხოთ)
ბოლო პერიოდში,ქართულ სპორტში ოდნავი გამოცოცხლება იგრძნობოდა,ჯერ იყო ქართული კლუბების ევრსოსარბიელზე გამარჯვება,მერე ფაჩულიას 19 მილიონიანი კონტრაქტი,მერე ხურციძის გამარჯვება,ბოლოს რამაზ ნოზაძის სპორტში ღირსეულად დაბრუნება,როცა ჯერ ესპანეთში ჩემპიონი გახდა,ხოლო შემდეგ ბაქოში, უპრესტიჟულეს ტურნირზე რუს მეტოქესთან თანაბარ ბრძოლაში,დათმო ოქროს მედალი.თითქოს წინ მივდიოდით ეს პერიოდი,ოპტიმისტურად განვეწყვე და უკეთესის მოლოდინი მქონდა,მაგრამ ქართლმა კლუბებმა,ზესტაფონით დაწყებული და დინამოთი დამთავრებული,მიჯრით თითქოს ერთანეთის ჯიბრზე ყველა თამაში წააგეს და ისევ იმ პოზიციაში დამაბრუნეს,რომელშიც აგერ უკვე ვინ მოთვლის რამდენი ხანია არა მარტო მე ვიმყოფები.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,როდემდე შეიძლება ესე გაგრძელება,როდემდე უნდა ვითმინოთ ახალკაცისა და ქავთარაძის ხუშტურები?როდემდე უნდა გვაყურშაონ და ნაცარი გვაყარონ თვალებში?როდემდე უნდა ვიყოთ დაბრამავებულები და დაყრუებულები,რომ მათნაირი ხალხი ავიტანოთ ? მთელი ევროპა წინ მიიწევს უდიდესი ნაბიჯებით,ჩვენ კიდე გიგანტური ნაბიჯებით საპირისპირო მხარეს მივდივართ და დროზე რამე თუ არ ვუშველეთ ჩვენს თავს,ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანის მეორე ლიგაში თამაში სანატრელი გაუხდება,არათუ უმაღესში.გუშინ წილად მხვდა ბედნიერება,ვიტ ჯორჯიისა და მარიბორის თამაშისთვის მექცირა და ნეტავ არ მენახა რაც იქ ხდებოდა,როგორც ჩვენებს სჩვევიათ,უმდაბლესი დონე,ზლაზვნით გადაადგილება,სტადიონზე სეირნობა,გახსნაზე,სწორ პასსა და რაიმე მახვილგონვრიულ ჩანაფიქრზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.ლიპარტია,ბეჭვავია,კლიმიაშვილი,რაზმაძე თითქოს იმედისმომცემი და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან,მაგრამ შენი დონე ევროპის მასშტაბით თუ არ დაამტკიცე ,აბა სად უნდა გვანახო კლასი ? საქართველოს ჩემპიონატში ზუგდიდის „მგლებთან“ ? ან ბოლნისის „სიონთან“ ? ფეხბურთელი მასზე მაღალი დონი ფეხბურთელთან თამაშში იზრდება,იხვეწება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება,ჩვენ კი ყველაფერი უკუღმა გვესმის,ამიტომაც არის ყველაფერი სავალალოდ.სლოვენიური გუნდი რომ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული ეს გუშინაც ნათლად გამოჩნდა.სათამაშო დისციპლინა უმაღლეს დონეზე,ურთიერთ დაზღვევა იდეალური,ყველა მოთამაშემ იცოდა მისი ადგილი მოედანზე და თითეულმა მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა,აქედან გამომდინარე ეს დამამცირებელი მარცხიც არ იყო გასაკვირი,მართალია თავიდან რაღაცას ვფაფხურობდით,მაგრამ როგორც კი სლოვენიელებმა საკუთარი თამაში იპოვნეს,აი იქ მოკვდა ქართველების „პრასტრელზე“ და „ვაი ტექნიკაზე“ აქცენტირებული ფეხბურთი. ანგარიში კიდევ რეალურად არ ასახავს სხვაობას სლოვენიურ და ქართვულ ფეხბურთს შორის.
ქართველი გულშემატკივარი ხომ საერთოდ განსაკუთრებული ფენომენია,მარტო ჩვენ თუ შეგვიძლია გაშლილი დანების,ბოქლომებისა და წყლით სავსე ბოთების სროლა,თან ამ ბოლო დროს მიზანიც გამოვასწორეთ და პირდაპირ მსაჯის თავს ვარტყამთ ზემოთ აღნიშნულ საგნებს.ადრე ვაცილებდით და მსუბუქად მაინც გვსჯიდნენ.
ჩვენს ქვეყანაში გულშემატკვრობის არანაირი კულტურა არ არსებობს,შეგნება მინიმუმადეა დაყვანილი და ამიტომაც არის ასე რომ გავითქვით ევროპაში სახელი,არა ფეხბურთის კარგი თამაშით,არამედ „რაც ხელში მოგხვდება“ იმის სროლით.
ქალაქური “პონტები”
წინასწარვე გაფრთხილებთ,არც სნობი ვარ,არც რასისტი და არც ნაციონალისტი.))ასე რომ კრიტიკა მისაღებია მხოლოდ ნამდვილი გურჯებისგან და არა იმათგან რომ იბრალებენ )) თბილისში ათასი რჯულის ადამიანი დადის და უმეტესობას საკუთარი თავი the best ჰგონია.ქალაქში სიგარეტითა და დაყენებული გამოხედვით სიარული კვლავ აქტუალურია და ამის აფიშირებას ძალიან ბევრი თუ არა ბევრი ისევ ცდილობს.მთავარია გაურკვეველი წარმომავლობისა და ჯიშის მანქანა გყავდეს,ჯიბეში 3, ჰა ჰა 5 ლარი გედოს და საღამოთი კუს ტბაზე მაგარ პონტში ხარ,თუ ცოტა დასალევიც გაქვს და გვერდს “ვინმე” გიმშევენს,მაშინ ხომ საერთოდ VIP.გოგოების უმრაევლესობას ერთნაირი ვარცხნილობა აქვს,ერთნაირად იცვამენ,ყველა ერთმანეთს ჰგავს და რას მოითხოვენ ცხოვრებისგან თვითონაც არ იციან.მეტროთი და ავტობუსით სიარული „რა ქაჯობაა“,მარშუტკით სიარული პაზორია,მანქანა თუ არ გყავს კაპიკია შენი ფასი,ფეხით სიარული და რომანტიკა კი ინტერნეტის ფართოდ გავრცელებასთან ერთად მოკვდა(პანაშვიდები დიდი ხნის დამთავრებულია). ისე ერთი რამე არ მესმის,მეტრო მთელს მსოფლიოში ყველაზე კომფორტული და მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა და ჩვენთან რა ჭირი ეტაკა რომ ყველაზე „დიშოვ“ ადგილად არის აღიარებული ? მაგრამ ჩემ მტერს იქ სუნი დგას,მიზეზი კი ძალიან მარტივია.ხალხის მასას პირად ჰიგიენასთან პრობლემები აქვს,რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს.
ცოტა გაჩითულები პეროვსა და შარდენზე მოძრაობენ,ქალაქ გარეთ ბუნებაში პიკნიკებს აწყობენ და თავს განსხვავებულ ადამიანთა ფენად აჩენენ,ზაფხულში ვისაც ბოლო 20 ლარი აქვს ყველა ლაგუნაზე მიდის,კუს ტბის ვარიანტია რა აქაც ))ცოტა პრადვინუტები ვაკის აუზზე დადიან და ცა ქუდად არ მიაჩნიათ,ხოლო დედამიწა ქალამნად.ისევ მოდაშია დიდი ხნის გარდაცვლილი ხუმრობები : „ გლდანში უვიზოდ შემომიშვებენ ?!“,“ვარკეთილში რომელი სოფლის მარშუტკა მიდის ?!“ და ა.შ. ყველა ერთმანეთს დასცინის,სასტავებად სიარული ისევ თინეუჯერული პონტია,გოგო და სიგარეტი განუყრელი ცნებებია(მოდაშა და რა ქნას).თეატრში არავინ დადის, მერე ტრანფორმერებს,ტერმინატორებსა და ათას სისულელეს ვინ უნდა უყუროს ? მოკლედ, ვატრაკებთ და გვიხარია რა ?!
რწმენა დაკარგული
ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ყველაზე ძნელად აღსაქმელია და ამის გაცნობიერებას გარკვეული ნიჭი და ცოტა გამოცდილებაც სჭირდება.ერთ დღეს გაიღვიძებ და დიდების მწვერვალზე ხარ,გავა დრო და აღმოაჩენ,რომ ყველაფერი მირაჟივით სადღაც გაქრა და ხელში არაფრისმთქმელი და გაუცხოებული საკუთარი თავიღა შეგრჩა.ასეთებს თვითკმაყოფილ იდიოტებსაც უწოდებენ,უზუსტესი ეპითეტია თავისი გაგებითა და შინაარსით.
უიღბლო ადამიანებზე ბევრი მსმენია და რეალური მაგალითებიც მქონია ამის.მე კი კმაყოფილი ვიყავი და საკუთარი თავი ძალიან იღბლიანი მეგონა გარკვეულ პერიოდამდე,მანამ სანამ ერთ დღესაც მეც მათ ნუსხაში არ აღვმოჩნდი და თავი უმწეო მდგომარეობაში არ ვიხილე.ძნელია გააცნობიერო რომ ყვალაფერში კრახი განიცადე და ყველაფერი რასაც იქამდე აკეთებდი მარტის თოვლივით სადღაც გაუჩინარდა და თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს.არ ვიცი,სხვამ რა იგრძნო როცა ამას მიხვდა,მაგრამ მე ერთი ერთი კითხვა მაშინევე დამებადა,რომლის პასუხიც ვერაფრით მოვიძიე – ეხლა რა უნდა ვქნა ? ადგე და ყველაფერი მიატოვო ? წახვიდე და გადაიკარგო სადმე შორეულ ქვეყანაში? მაგრამ აქ თუ არაფერში გაგიმართლა,იქ რა ღმერთი გაგიწყრება,რომ ყველაფერს მიაღწევ ? ამაზეა ნათქვამი,“მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს,თუ ბუნებამაც არ უშველაო.“
რაც არ უნდა და როგორც არ უნდა იყოს,როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაკარგო და გაანდგურო ? როგორ შეიძლება რომ საკუთარ სიზარმაცეს უიღბლობას აბრალებდე და მერე თავს იმართლებდე,ვითომ ნამეტანი ბედისგან გარიყული ადამიანი იყო და ფიასკო ყველაფერში შენი თანმდევი იყოს ? ჯერ იყო სპორტში ჩავიკარგე ძალიან ღრმად,მერე საყვარელი ადამიანი დავკარგე,ეხლა კი სიმწრით მოპოვებულ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ვკარგავ და ამის მერე მოდი და როგორ გინდა რომ არ დაიგრუზო ? ახია რა ჩემზე,არაფრის ღირსი არ ვარ და არ ვიმსახურებ წარმატებულ ცხოვრებას,როცა იყო ვერ შევიშნოვე და ეხლა უკვე ძალიან გვიანია შეცდომების გამოსწორება.გვირაბის ბოლოს სინათლეც რომ არ ჩანს ეს არის ყველაზე ცუდი,მაგრამ მე მაინც ჯიუტად გავაგრძელებ გზას და დაველოდები სანამ იმ „სხივს“ არ ვიხილავ,რომელიც ჩემი გამართლების ერთგვარი სიმბოლო იქნება და საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებს,რომელიც უკვე ვინ იცის მერამდენედ დავკარგე.
მინდა მჯეროდეს,რომ ოდესმე მეც მოვიმკი დღევანდელობას,როცა აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს საკუთარი შეცდმოები და მათ გამოწორებას ასე ჯიუტად ვლამობ.იქნებ მეც დამიფასდეს ჩემი „გარჯა“ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიპოვო,რომელიც ჯერ კიდევ ვაკანტური და შესაბამისი კანდიდატურის მოლოდინშია …
Georgian Football
მე მაპატიეთ,მაგრამ ისევ ფეხბურთზე უნდა დავწერო.რა ვქნა,ჩემთვის სულერთი არ არის და ცოცხალია ჩვენი ფეხბურთი თუ მკვდარი,მაინც ფეხბურთი ჰქვია და საერთოდ მივიწყებას,ჯობს რომ რამე მაინც ვთქვათ,ცუდი იქნება თუ კარგი ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდია.წინა პოსტს ნოსტალგია მოძალებული ვწერდი,როცა ქეცბაია,ქინქლაძე და ძმანი მათნი გავიხსენე და იმ პერიოდს შევნატროდი. მართალია ისინიც არ წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს,მაგრამ რასაც ისინი აკეთებდნენ იმას ფეხბურთი მაინც ერქვა და რასაც ესენი დღეს აკეთებენ,იმას ფეხბურთთან იმდენი აქვს საერთო,რამდენიც მე აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ველურ ტომთან.
საქართველოში ფეხბურთი დიდი ხანია გარდაიცვალა,მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოო სახე მაშინ მიიღო,როცა კუს ტბაზე სავარჯიშოდ ასული დინამოს ფეხბურთელები სიგარეტსა და კიდევ ღმერთმა იცის რას,ისე ეწეოდნენ,ფეხბურთელები კი არა უბნის ბირჟაზე მდგომი „ბეზდელნიკები“ გეგონებოდა და ჩვენ ამათ თუნდაც ალბანეთის,აზერბაიჯანისა და ფარერების დამარცხებას ვთხოვთ ?! მანამდე არაფერი გეტკინოთ,სანამ ჩვენი გუნდი ამ სამ გუნდს მიჯრით მოუგებდეს ))) გვარების ჩამოწერას აზრი აქვს,ქართლ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა კარგად იცის რომელ ვაი ფეხბურთელებზე მაქვს საუბარი.“იქნებ ოდესმე გვეშველოს“,“იმედი ბოლოს კვდება“ ჯერ კიდევ კარგად გვაქვს გამჯდარი და სწორედ ამიტომაც არის,რომ სტადიონზე ხალხი ასე თუ ისე მაინც დადის,ხალხი კი დადის მაგრამ სანაცვლოდ რას იღებს ? კალაძის „ფეხი არ იტკინოს “ თამაშს,კაცი მილანში თამაშობს და მაპატიეთ და ნაკრები სულ ერთ ადგილზე არ ჰკიდია ?(ეგ ისევეა ქვეყნის პატრიოტი,როგორც კახა თარგამაძე და ლევან მამალაძე),იაშვილის მილიონჯერ გადაღეჭილ ფინტს,რომელზედაც უკვე ალბანელი მცველი კი არა 15 წლის ბავშვი აღარ მოტყუვდება,ხიზანიშვილის მოუქნელობას,კვირკველიას სტადიონზე უაზროდ ბოდიალს,(არადა მახოვს რა პრახოდები ჰქონდა ),სირაძის უგუნდოდ ნაკრებში თამაშს(ეგ ისეთი ნიჭიერია,მაგას გუნდი რათ უნდა,ისედაც ფრინავს),ნუ მეკარეებზე,მჟავანაძეებზე,ლობჯანიძეებზე,დაუშველებზე,შაშიაშვილებსა და მარცვალაძეებზე აღარც მაქვს ლაპარაკი,მაგათი ადგილი ნაკრებში მაშინ იქნება,თუ ოდესმე 50–იანი წლების ფეხბურთი დაბრუნდა.აი დღევანდელი ქართული ფეხბურთი ეს არის : “მარცვალაძემ პასი გადააწოდა მჟავანაძეს,მჟავანაძემ ლობჟანიძე მოძებნა,უჩამ შაშიაშვილი შეამჩნია მოედნის ცენტრი,ამ უკანასკნლემა კი არც მეტი არც ნაკლები მეკარეს დაუბრუნა ბურთი,თამაშის ბოლოს მწვრთნელმა,რომ ჰკითხა ეგ რა ქენიო,შაშიაშვილმა ამაყად უპასუხა – აბა მთელი თამაში მარტო ეგ იყო თავისუფალი და რა მექნაო ?!“
„ამერი“ დაიშალა,“ვიტ–ჯორჯია“ ისევ ძაღლის საჭმლის ბიზნესზეა დამოკიდებული,“ზესტაფონი“ კოკაიას ხუშტურებზე,“დინამო“ ტყავაძისა და ღიბრაძის იმედად არის,“გაგრა“ წვალობს,“ოლიმპი“ სულდგმულობს,“სიონი“ კლინიკური სიკვდილის სტადიაშია,“დილა“ სად არის და რას აკეთებს კაციშვილმა არ იცის,ბათუმის „დინამო“ სადღაც ზღვაში ჩაიკარგა ვარშალომიძესთან ერთად,“მესხეთს“ უმაღლესში რა უნდა მარტო ახალკაცმა იცის,“ცხინვალი“ პოლიტიკურ თამაშებს ემსხვერპლა,“ლოკომოტივი“ ზაფხულში რკინიგზის სეზონის აყვავებას თუ ელის,“ტორპედო“ და „კოლხეთი“ ისე აორთქლდნენ,რომ წერილიც არ დაუტოვებიათ და ბოლოს “მგლები“ –მართლაც რომ მგლები არიან ?! აი,დღევანდელი ქართული ფეხბურთის ელიტად ესენი ითლებიან და ამათ ფონზე გვინდა რამის მიღწევა ? მერე კიდევ იძახიან, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე რატომ არავინ დადისო ?!
აი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა.არამგონია ძალიან ობიექტური ვიყო,მაგრამ რეალობისგან შორს არ ვარ.ფაქტი ერთია,ჩვენ ფეხბურთს კუპერი კი არა მრავლის მნახველი ბორა მილუტინოვიჩიც ვეღარ უშველის და თავს მაინც რაღატომ ვიტყუებთ ?!
ბოლო 15 კომენტარი