არც ისე რთულია ამ ყველაფერზე საკუთარი აზრის დაფიქსირება,მითმეტეს როცა 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ და თითეული ჩვენგანი დემოკრატიულობაზე დებს თავს.ანუ…ამით შეურაცხყოფას არავის მიაყენებ და არც არავინ იგრძნობს თავს დაკნინებულად. ერთი არის აზრის თავისუფლება,მაგრამ ამაზე საუბარი მიდის მიჩქმალვით,შეფარვით,თითქოს დანაშაულს სჩადიოდნენ და ზუსტად ამიტომაც არის ჩვენთან ეს „ინსტიტუტი“ ტაბუირებული და შეგნების დონე მინიმუმამდე დაყვანილი.თვითონ ცნება „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ძალიან ზოგადია და მისი ინტერპრეტაცია მილიონნაირად შეგვიძლია,ქართულ მამა–პაპაურად რომ მივუდგეთ საკითხს,ამ აზრის თითოეული გამტარებელი ერთი ადგილით უნდა დაიკიდოს,უპირობოდ და შეწყალების გარეშე,ცოტა ცივილიზებურად,რომ მივუდგეთ ეს დამკვიდრებული ნორმაა,ასე ცხოვრობს თითქმის მთელი მსოფლიო და დისკომფორტს არავინ განიცდის გამონაკლისების გარდა.როცა საქართველოში პრო–დასავლურობაზე ვაკეთებთ აქცენტს,ეს ნორმა ჩვენშიც ნელ–ნელა უნდა იდგამდეს ფესვებს,მაგრამ მენტალიტეტსა და გენს დასავლეთმა კი არა,ლამის ნახევარმა მსოფლიომ ვერაფერი დააკლო და როცა ამ „უზნეობაზე“ ვაპერირებთ,საერთდ სასაცილოა ჩვენი მენტალიტეტის შერყევაც კი.
ეს თემა აქტიულორაბას განსაკუთრებით მაშინ იძენს როცა საქმე ქორწილსა და მის „წვრილმან“ საკითხებს ეხება.განხილვის საგანია როცა პატიოსნებასა და უმწიკვლობაზე (ეს რაღა უბედურება სიტყვაა) ვამახვილებთ ყურადღებას.ასეთ საუბარს მოჰყვება ხოლმე ფრაზების კორიანტელი : „ სხვის ნახმარ ქალს ცოლად როგორ მოვიყვან ?! “, „თუ პატიოსანი არაა სახლში როგორ შემოვუშვებ ?! “,ზოგი უფრო შორსაც მიდის და გოგოს ოდესმე თუ შეყვარებული ჰყავდა,საერთოდ ხაზი უნდა გადაესვას ასეთს,თურმე…საერთოდ,ყველას თავისი აზრი გააჩნია და ყველა თავისებურად უდგება ამ თემას,მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც,რაზეც ეს აზრები შემოიკრიბება და ერთ ჭრილში გაივლის ?!
რა ჩემი გასარჩევია და ვისაც როგორ უნდა ისე უცხოვრია,თავის გემოზე,მაგრამ ყველაფერი ესე მარტივად,რომ იყოს ცხოვრებაც გაცილებით ადვილი იქნებოდა.ბევრს ავიწყდება რომ საქართველოში ვცხოვრობთ,ბევრს აღარ ახსოვს,რომ ქალის პატიოსნება ქართული გენის შემადგენელი ნაწილია.“პრადვინუტებთან“ ბოდიში,მაგრამ თავისუფალი ცხოვრება თუ გინდათ და არანაირი „კომპლექსი“ არ გაწუხებთ, რატომ მალავთ ასეთი ტიპის ურთიერთობას საზოგადოებისგან ? – ეს დედაბნელი,ამერიკასა და ევროპას სხვა რამეში მივბაძოთ ?!
პ.ს. წინა საუკუნის გადმონაშთი )))
to be continued …
ზეაქსიომა: თუ გოგო ქალიშვილია, მაშასადამე პატიოსანია.
კითხვა: თუ გოგო პატიოსანია, არის თუ არა იგი ქალიშვილი?
:D:D
შემოგვიერთდი და დაგვიწერე შენი ბავშვობის მოგონებანი :)))) ან ჯერ ეს პოსტი იხილე
http://polkovniki.wordpress.com/2009/08/19/5-რამ-რასაც-ბავშვობაში-ვფი/
“ზეაქსიომა: თუ გოგო ქალიშვილია, მაშასადამე პატიოსანია.
კითხვა: თუ გოგო პატიოსანია, არის თუ არა იგი ქალიშვილი?”
და კიდევ – თუ გოგო ქალიშვილია და თუ გოგო პატიოსანია -არის თუ არა ის გოგო?
გეთანხმები რაღაცეებში, რაღაცეებში არა.. საბოლოოდ ალბათ უფრო მეტში გეთანხმები, ვიდრე არა, აი მეორე პოსტში (ანუ ამის გაგრძელებაში) უფრო დაგეთანხმე, მაგრამ იქ კომენტარი ვერ დავტოვე :დ
მე არანაისი გართულება არ მაქვს არც იმ ხალხტან, ვინც ამ ინსტიტუტის მომხრეა და არც მოწინააგმდეგეებტან
და საერთოდ ვფიქრობ ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს.. ერთი ეგაა, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა გვჩვევია ზოგადად ქართველებს და ეგ არ მომწონს მარტო..
fsiQe
მართალი ხარ,ქართველებს ძალიან გვიყვარს სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური.ვაკრიტიკებთ და ვლანძღავთ უკანასკნელი სალანძღავი სიტყვებით და ეს არის საზოგადეობის მთავარი პრობლემა,თორემ ვის როგორც უნდა ისე უცხოვრია და…მაშინ, დაე,უფალმა განსაჯოს ისინი…
me aravis ganmkitxveli ar var da arc chemi saqmea
sxvisi cxovreba, magram erti udavoa ,rom tu aqmde movedit isetebi rogorebic vart ….es chveni sarcmubeobis damsaxurebaa.. miuxedavad amdeni zecolisa..dgesdgeobit saqartveloshi arsebobs es instituti da gmertma ar qnas rom moishalos….ar mesmis qalisa da mamakacis qorcinebamdeli urtiertobis…da albad verc verasdros ver gavigeb..,zogs sheidzleba gaecinos …tumca arc gamikvirdeba..aravis “qirqili”..sagad moazrovne da religiur ces chveulebebze agzrdili amas seriozulad miigebs….vinaidan qalishvilobis institutis dasabami, Dedagvtisasgan igebs sataves..da visac is uyvars da pativs miagebs..ar gaukvirdeba chemi ..natqvamii.. magram vistvisac religia da misi kanonebi ucxoa imas verc shevedavebi dae gmertma auxilot da gaunatod goneba….
P.S. religia rom escavlebinat skolebshi da kerdzod chemi taobistvis, dges sheidzleba es problema ar yofiliyo..tumca civilizacias gverds ver avuvlidit..magram ojaxi, romelic religiuri cxovrebis cesit cxovrobs,…ojaxshi sadac qristesmieri siyvarulia….bavshvi eklesiurad izrdeba..es problama naklebad sagangashoa…
khatuna nuhas
ზუსტად ამაზე ვცდილობდი გამეკეთებინა აქცენტი ამ და მეორე პოსტით.რელიგია იმდენად სათუთი თემაა ქართველებისთვის,რომ მისი გვერდის ავლა და არ გათვალისწინება,უდიდეს ცოდვასთან ერთად დანაშაულიც კი არის.როგორ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენი წინაპრების საკუთარი სისხლით დანატოვარ ტრადიციებს და უგუვებელვყოთ მათი მთავარი არსი.ნახსენებიც კი მაქვს,რომ პატიოსნება ქართველი ქალისა და გენის შემადგენელი ნაწილია.
დღეს ბევრი ცდილობს,რომ დასავლურ “სტანდარტებს” აუწყოს ფეხი და მათი პრინციპებით იცხოვროს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,საქართველოში არასდროს იქნება “თავისუფალი” ცხოვრება მისასალმბელი.საგანგაშო კი ის არის,რომ თაობათა ცვლასთან ერთად,ზემოთ ნახსენები სტანდარტები მყარად იკიდებენ ფეხს ჩვენს ცნობიერებაში…
amaze mokled gipasuxeb Giorgi amitom yvela chventaganis ,qartvelis movaleobaa:1.viyot agmsarebelni da maziarebelni.2.davicvat chveni cinaprebis adat- ceschveulebebi..3.da agvzardot shtamomavloba am cesebis mkacri dacvit..
magalitad moviyvan ebraelebs….arabebs ..musulmanebs..am erebshic aris gadaxrebi..magram procentulad mainc didi mati (religiurebis)ricxvi….miyvars polemika..da diskusia..aset aqtualur temebze…momcons sheni shexeduleba amsakitxebze..gmertm daglocos da gagadzlieros…
დიდი მადლობა და მე ისევ თქვენს გამოთქმულ აზრს დავუბრუნდები,სადაც ძალიან მკაფიოდ და ნათლად არის ამ ყველაფრის მთავარი აზრი გამოხატული.ოჯახი,რომელიც უდიდეს პატივს სცემს ტრადიციებს და ცხოვრობს ეკლესიაურად,იქ ასეთი პრობლემა არასოდეს დადგება და ასეთი ოჯახის შვილისთვის მსგავსი ინსტიტუტები ყოველთვის მიუღებელი იქნება…