მამა–შვილი

ფსიქოლოგია ჩემი სისუსტეა და ყოველთვის მაქვს სურვილი,რომ რაც შეიძლება მეტი გავიგო ამ ჭრილში ადამიანთა კატეგორიებსა და მათ ფასეულობებზე.ძალიან ბევრი მიფიქრია იმის შესახებ თუ როგორი მშობელი და მამა ვიქნები უახლოეს მომავალში,როგორი დამოკიდებულება მექნება შვილთან,როგორ აღვზრდი და როგორ მიმართლებას მივცევ საკუთარი შვილის მომავალს(ეს ხომ მეტწილად  მშობლების პრეროგატივა არის).გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ამ თეზისის უარყოფა მხოლოდ ძალიან მკაცრ და ხშირ შემთხვევაში ამ მხრივ გაუნათებელ მშობელს შეუძლია.ტყუილად არ ამბობენ,რომ ცოლ–ქმარმა აუცილებლად უნდა გაიაროს ფსიქოლოგთან კონსულტაცია,რათა უკეთ  გაითავისოს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა შვილის ყოლა.ძმაკაცური დამოკიდებულება მამასა და შვილს შორის კარგია,კარგია თუ საერთო სალაპარაკო თემა ბევრი აქვთ და ამის გარშემო აწყობენ თავიანთ მეგობრულ ურთიერთობას,მაგრამ ყველაზე მთავარი და ალბათ ერთადერთი რაც აშკარად არ მესმის,ეს ისაა როდესაც მამას საკუთარი შვილი ბოზებში დაჰყავს და მერე ამით საკუთარი ძმაკაცებთან ამაყობს როგორც მამა,ისე შვილი.

ყველა ინდივიდია,ყველას საკუთარი მიდგომა და აზრი აქვს ამ საკითხთან დაკავშრებით,ყველა საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე აწყობს შვილთან ურთერთობას და ამიტომაც არის,რომ მკაცრ მამას ხშირ შემთხვევაში შვილი ვერ უგებს და  მათ შორის ნელ–ნელა დისტანცია ჩნდება ,რომელიც მოგვიანებით გაუცხოებაში გადადის.ხშირად გამიგონია,რომ შვილი მკაცრად უნდა გაზარდო თუ გინდა რომ მოგვიანებით დაგაფასოსო,ჭეშმარიტების რამდენიმე მარცვალი ამ მოსაზრებაშიც დევს და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას,რომ მამა–შვილის ურთიერთბა ერთ ძალიან ძალიან დიდი და ძნელად ჩასაწვდომი თეორიაა.

ძალიან ბევრი ცოცხალი მაგალითი მაქვს თითოეული ასეთი ტიპის ურთიერთბისა,მაგრამ ყველა მისაღები ნამდვილად ვერ იქნება.მაქვს მაგალითა იმისა თუ როგორ მკაცრად ზრდიდა ძმაკაცს მამამისი,უმკაცრესად,მაგრამ მაშინაც და ეხლაც მამამისისადმი უდიდესი რიდი და პატივისცემა აქვს და აღფრთოვანებას იწვევს მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება.მაქვს მაგალითი ძმაკაცური ურთიერთობისა და ეს ალბათ ჩემთვის ყველაზე მისაღებია.შვილი მამას სახელით მამართავს და ისე ექცევა,როგორც ძმაკაცს,მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ზღვარს არ გადადის.

ეს პოსტი მომავალში ჩემთვის ძალიან ღირებული იქნება.გადავხედავ,წავიკითხავ და გავიგებ რა აზრისა ვიყავი ამის შესახებ თუნდაც 5,6,7,10 წლის წინ და შევადარებ აწმყოს წარსულის ფიქრებთან და მოსაზრებებთან.ძნელია წინასწარ რაიმეს განჭვრეტა და დაჟინებით იმის მტკიცება,რომ აუცილებლად ძმაკაცური დამოკიდებულება მექნება შვილთან,ძნელია იქიდან გამომდინარე რომ ამ ყველაფერს შვილმაც უნდა შეუწყოს ხელი,მაგრამ მე ამ გზით წავალ და ცდას არ დავაკლებ,რომ წარმატებული იყოს არჩეული „მარშრუტი“…

2 responses

  1. იმაზე თუ როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს ჩემს შვილთან, მეც არაერთხელ მიფიქრია. ზუსტად რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარიც ვსაუბრობდით ამაზე, როგორ სჯობს მიუდგე ბავშვს??? მე მგონი, ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი არ არსებობს. ეს რიგ გარემოებებზეა დამოკიდებული. მაგრამ მე მაინც ოქროს შუალედს ვემხრობი. არც მეტისმეტი სიმკაცრეა საჭირო, და არც გადამეტებული მეგობრობა, სადაც მშობელ-შვილის ზღვარი იშლება. ეს ალბთ, იდეალური ვარიანტია. ისე კი, ძალიან მინდა, ჩემი შვილისთვის ის ერთ-ერთი მეგობართაგანი ვიყო, ვის რჩევასაც მოისმენს, ოღონდ არა ისე: დედაა და იმიტო მეუბნებაო ასეო. იქნებ შევძლო და როგორმე, ჩემს შვილს ცხოვრებაში რჩევები მშობლის ეგოისტური სუბიექტივიზმის გარეშე მივცე. ბოლოსდაბოლოს, გავიხსენებ ხოლმე მე მის ასაკში როგორ ვაზროვნებდი და როგორ მოვედი აქამდე იმ აზროვნებით. სჯობს, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, ვიდრე ჩემ მიერ მიწოდებული ცხოვრების მზა რეცეპტებით. ახლა ასე ვფიქრობ და მერე, ღმერთმა იცის რა იქნება. 🙂

  2. ჩემი აზრით,მამისა და ბიჭის ურთერთობა უფრო რთულია,ვიდრე თუნდაც დედისა და ქალიშვილის ერთანეთსადმი დამოკიდებულება.ოქროს შუალედი იდეალურია,მაგრამ ამის მიღწევა წარმოუდგენლად რთულია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: