Monthly Archives: აპრილი, 2009

ვაშა რუსებს !

სათაურის წაკითხვისას ვიღაცა იფიქრებს,რომ  ქვეყნის მოღალატე და დამაქცეველი ვარ,მაგრამ როცა პოსტს ბოლომდე წაიკითხავს,მიხვდება რომ საქმე სულ სხვა რამეშია )) არაერთ პოსტში აღვნიშნე,რომ ფეხბურთზე და ფეხბურთის გარშემო ძალიან ხშირად მექნება საუბარი.ამ პოსტის დაწერის მიზეზი კი რაღა თქმა უნდა გუშინდელი დღე იყო,დღე,რომელმაც ორი საფეხბურთო სპექტაკლი შესთავაზა ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს.ლივერპული – არსენალი,რეალი – ხეტაფე.თავისთავად როცა ლივერპულისა და არსენალის თამაშის საყურებლად ემზადები ყოველთვის გაქვს იმის განცდა,რომ აუცილებლად ძალიან დიდ ფეხბურთს იხილავ და დატკბები თითოეული ფეხბურთელის უმაღესი საფეხბურთო ოსტატობით.ფაბრეგასი,ტორესი,კარაგერი,ბენაიუნი,ნასრი და რა თქმა უნდა არშავინი,რომელმაც უფასო საფეხბურთ გაკვეთილი ჩაუტარა არამარტო ლივერპულის ფეხბურთელებს,არამედ ენფილდზე შეკრებილ თითეულ ფანს. 4 გოლი ლივერპულის კარში,თანაც სტუმრად,ამას მოხერხებაცა და ალბათ იღბალიც უნდა.მისი დახვეწილი და უზადო ტექნიკა,მოედნის იდეალური ხედვა,სისწრაფე,საგოლე ალღო,ართმევაზე თამაში.მეტი რა სჭირდება ფეხბურთელს,რომ მას მსოფლიო ფეხბურთის უკაშკაშესი ვარსკვალი ვუწოდოთ დღევანდელ დღეს ? ალბათ არც არაფერი და სწორად ამიტომ ვფიქრობ,რომ არშავინი უდავოდ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკუთესო შემტევი ტიპის ნახევარმცველია.

რეალი – ხეტაფეს მატჩის პერიპეტიების მიმოხილვას რომ მივყო ხელი ძალიან შორს წავალ,ამიტომაც ამ თამაშს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო წლების ერთ–ერთი ყველაზე დრამატული,დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა,ლივერპული – არსენალისა და ჩელსი – ლივერპულის მატჩების დარად.თამაშში იყო ყველაფერი,უმაღლესი დონის ტექნიკის დემონსტრირება,ბრძოლა მოედნის თითეული მტკაველისთვის,ულამაზესი გოლები,წითელი ბარათი,გაცუდებული პენალტი,პეპეს უსაზიზღრესი და არასპორტული საქციელი,შეხლა–შემოხლა და ბოლოს იგუანი,ფეხბურთელი,რომელმაც მარტომ „ათრია“ რეალი და სწორედ მისი დამსახურებაა,რომ რეალი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის თეორიულ შანსს.

ფეხბურთის სპეციალისტებისგან ხშირად გამიგონია,რომ ფეხბურთის ყურების დროს აუცილებელი „ატრიბუტია“ კარგი კომენტატორი.ნტვ–ზე რომ თავისი საქმის ნადვილი პროფესიონალები ჰყავთ ეს არაახალია და ეს გუშენდელ შეხვედრებშიც დამტკიცდა.კომენტატორები,რომლებლაც პირდაპირი მნიშვნელობით თამაშში ჩამითრიეს და ბოლომდე თითქოს დაჰიპნოზებული ვუცქერდი ჯერ ერთ,ხოლო შემდეგ მეორე თამაშს.აბა ის არის საქმე,ობოლაძის მოსმენისას ფეხბურთის ყურება რომ შეგზიზღდება და ძილი მოგინდება?შეცდომით წარმოთქმულ გვარებზე ხომ უკვე ლეგენდები დადის.ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ დიმა საქრთველოში საუკუთესო კომენტატორად ითვლება ?! რუსი კომენტატორები კი თითოეულ ეპიზოდს იდეალურად უკეთებდნენ კომენტარს და არც საკუთარ ემოციებს მალავდნენ როცა თამაშის საკვანძო მომენტები ხდებოდა.ეჰ,ნეტა ერთი „ჩერდანცევი“ საქართველოშიც მოიძებნებოდეს…

გაღიმება ქართულად

პრობლემა,რომელზეც მინდა რომ ამ პოსტში ვისაუბრო შეიძლება ბევრისთვის არც თუ ისე აქტუალურია,ბევრს კი შეიძლება არც არასდროს შეუმჩნევია და ყოველთვის მის ყურადღების მიღმა ხდებოდა და ხდება,მაგრამ,პირადად ჩემთვის, პრობლემა ძალიან დიდია და ყოველთვის ბევრს ვფიქრობ თუ რამ შეიძლება გამოასწოროს ეს საკითხი,მაგრამ რაიმე ხელჩასაჭიდამდე ვერცერთხელ მივედი.ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ ამის ტენდეცია უკვე ათწლეულებია გრძელდება და ვშიშობ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს მოღუშული სახეების ყურება თბილისის ქუჩებში.ყოველთვის მაწუხებდა როცა ჩვენ ქალაქში ვერცერთ მომღიმარ სახეს ვხედავდი,ხალხი ყოველთვის ისე გიყურებდა თითქოს შენ ან შენ ახლობელს მისი ვალი გქონოდეთ და დიდი ხანი არ უსტუმრებდით.დრო გადიოდა,ნელ–ნელა ახალი თაობები წამოვიდნენ,მაგრამ სიტუაცია კვლავაც უცვლელია და ნეგატიური მუხტი მოდის აბსოლუტურად ყველასგან.

ქართულ მენტალიტეტს,ეკონომიკურ მდგომარებას,უმუშევრობას,სიღარებეს თუ რას დავაბრალო,რომ აგერ უკვე რამდენი წელია თბილისში ერთი გღიმებული სახის დანახვა ალმასის მოპოვების ტოლფასი გახდა ?! როგორც კი მომღიმარ სახეს ვხედავ,დარწმუნებული ვარ,რომ იგი რომელიმე შორეული ქვეყნის შვილია,რომლიც უღიმის ყველასა და ყველაფერს,ამით საკუთარი თავიც მოჰყავს კარგ განწყობაზე და სხვის განწყობაზეც ძალიან დადებითად მოქმედებს. რომ ვთქვა,გოგოები უფრო წინ არიან ამ საკითხში არ ვიქნები მართალი,გოგოცა და ბიჭიც ზუსტად ერთ დონეზე არიან.ხშირად დამიჭერია ადამიანი ისეთ მდგომარებაში,როცა სპეციალურად იღებდა „გაბრაზებულ“ სახეს და გზას აგრძელებდა ,ბოლოს ისე შემოგხედავდა თავი სომალის მკვიდრი გეგონებოდა,ხოლო ის ამერიკის პრეზიდენტი.ძალიან ტონკად დაჭერილ სახეებსაც ბევრჯერ წავმწყდარვარ.მოდაშია ვაჟნი ვზგლიადით სიარული თუ რა ხდება ? ყველა რატომ ცდილობს რომ ნაძალადევი სერიოზული დაიჭროს და გარშემომყოფს რამისკენ მიანიშნოს ? ამით ვიღაცაზე მაღლა დადგება და რამე ემატება თუ … ?!თბილისში გაღიმება დანაშაულის ტოლფასი გახდა.

პ.ს. ვარაზზე რომ ზანგი მათხოვრობს,იმის დანახვა მარტო იმიტომ მიხარია,რომ აბსოლუტურად ყოველთვის მომღიმარი სახე აქვს და ლექციებისა და სემინარების წინ დადებითი მუხტი მოაქვს ხოლმე…

კიდევ ერთი პოლიტიკური პოსტი

შემოქმედებით კრიზისს განვიცდი და არ ვიცი რაზე დავწერო,ხოდა მეც გადავწყვიტე,რომ წარსულის სიღრმეებში წავსულიყავი და კიდევ ერთი ავად სახსენებლი დღე გამეხსენებინა.ეს იქნება პოსტი.რომელიც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დავწერე,ვინაიდან მაშინ აქტიური ბლოგერი არ ვიყავი,ეხლა შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას იმ დღისა და ზოგადად იმ პერიოდის შესახებ.კიდევ ერთი პოლიტიკური პოსტი…

დღევანდელმა დღემ და დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა უამრავმა პრობლემამ გადამაწყვეტინა ამ ყველაფრის დაწერა.მე,როგორც,ერთ ჩვეულებრივ ამქვეყნის შვილს,მაწუხებს ის ყველაფერი,რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება.მე არ ვეცდები,რომ ჩემი სუბიექტური აზრი ვინმეს თავს მოვახვიო.უბრალოდ,მინდა,ჩემი შინაგანი გულის ტკივილი,რომელიც ამ ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარულით არის გამოწვეული,ფურცელზე გადმოვიტანო და ასე მაინც შევიმსუბუქო ჩემი სულის შინაგანი ტანჯვა. საქართველოს რამდენიმე ათასწლინ ისტორიაში ყოველთვის იყო ისეთ მომენტები,როცა გადაშენების საფრთხის წინაშე ვიყავით.გარეშე მტრებისგან მუდამ დაპყრობილი ჩვენი საქართველო,ყოველთვის ახერხებდა დამპყრობლის კლანჭებისგან თავის დახსნას.რა ვაჟკაცობისა და სიმამაცის ფასად უჯდებოდათ ეს ყველაფერი,ყველამ კარგად ვიცით.რომ არა მოღალატეები,დღეს გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით და აღარ დაგვჭირდებოდა ხან ერთი სახელმწიფოსთვის მოგვემართა დახმარებისათვის,ხან – მეორე.

უახლეს ისტორიაში,საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებამ მძლავრად იჩინა თავი,ბარიკადების ერთ მხარეს თუ ქართელი იდგა,მეორე მხარესაც მისი თანამოძმე იდგა და ეს იყო ყვალაზე დიდი ტრაგედია.ამ ყველაფრის საშოშროება დღესაც არის და ნუთუ გვსურს ხალხო,რომ ისევ 90–იან წლებში დაბრუნდეთ ?! ჩვენი მუდმივი მტერი რუსეთი,რომ მუდმიდ მონობაში გვამყოფებდა,დაგვავიწყდა ? ან ის დაგვავიწყდა ,როდორ ვცდილობდით იატაქვეშიდან ამ მძლავრი მანქანის დამარცხებას?მანქანა,რომელიც მომაკვდინებელი ძალით იყო წარმოდგენილი.რუსეთი,რომელიც გვბომბავს,პირში გვაგინებს,გვაფურთხებს,შეურაცხყოფას გვაყენებს,რომელსაც არ უნდა,რომ ლამაზი და გაერთიანებული საქართველო გვქონდეს და ყველაფერ ამის შემდეგ,ზოგიერთ პოლიტიკოსი კიდვ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთბაზე მელაპრაკება,იმ რუსეთზე,რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს,ჩვენი უამრავი თანამოქალაქე ნიჩბით ამოჯლიტა მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

2007 წლის 7 ნოწმბერი,კიდევ ერთ სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისოტრიაში,რომელმაც სულით ხორცამდე შესძრა თითეული ქართველი.ამ დღეს ხომ ქართველმა ისევ ქართველზე ასწია ხელი და უფალს მადლობა გადავუხადოთ,რომ ამ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.მსხვერპლი არ იყო პირდაპირი მნიშნვლეობით,მაგრამ ამ ყველაფრის მსხვერპლი ხომ ისევ და ისევ ქართველი ერი იყო,ის ვინც მოვლენების ეპიცენტრში იყო და ის ვინც ტელევიზორს მიჯაჭვული ადევნებდა თვალყურს ამ სულისშემძრელ კადრებს.არ მინდა,ვიღაც გავაკრიტიკო ან კვერი დავუკრა,მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?ხელისუფლებამ,რომელმაც სახელმწიფოებრიობა დაიცვა,თუ ოპოზიციამ,რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა?ზოგიერთი ოპოზიციონერის თანამდებობრივი მისწრაფებების გამო ხომ უბრალო ხალხი დაზარალდა? მასა,რომელიც ძირითადად სოციალიური გაჭირვების გამო ადგა იქ. რუსთველის გამზირზე,სიტუაცია რომ მეტ–ნაკლებად დარეგულირდა,ქართულმა საზოგადოებამ ყოვლად ამზრზენი კადრები იხილა,როცა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთ აქტივისტებთან ერთად,მადლობას უხდიდნენ ჯარისკაცებსა და სპეცრაზმელებს ვაჟკაცობისა და ბრძლაში გამარჯვებისათვის.ეს „პატარა კაცუნები“,რომლებიც ცდილობდნენ,რომ ამ თავიანთი „მარშით“ ხელისუფლების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.მათ ამ თავიანთი ნაბიჯით უღალატეს ყველაფერ ადამიანურს,ვაჟკაცურსა და თუნდაც პატრიოტულს.ქართლმა საზოგადოებამ ამ ყველაფერს შეფასება მისცა და მათ ყოველგვარი ზედმეტი ეპითეტის გარეშე უწოდა – არაკაცები !განა ადამიანი როგორი გაგიჟებული უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პერპექტივაზე,რომ ამ ყველაფერს უღალატო?განა მათში ის ქართლი სისხლი არჩქეფს,რომელიც ასიათასიან მტერს ვაჟკაცურად უდგებოდა და ხშირ შემთხვევაში მათგან ქვა–ქვაზე აღარ ტოვებდა ?!ამ დღეზე ბევრი დაიწერა,ზოგი ცდილობს გმირი იპოვოს ამ მოვლენებში,ზოგიც ანტიგმირის პოვნას ესწრაფვის.როგორც არ უნდა იყოს,ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილია და საუკუნეები დასჭირდება ამ დღის დავიწყებას და იოტისოდენადაც ამ მეპარება იმაში ეჭვი,რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ერია.

ილია ჭავჭავაძე თავის ეპოქაში იმ რეჯიმს საკუთარი კალმით ებრძდა,კალამი,რომელიც მისი იარაღი იყო რუსეთის მძლავრი მანქანის წინააღმდეგ.განა რუსეთ კარგი რომ ყოფილიყო,ილიას ვინმე დაასწრებდა ამ ყველაფრის აფიშირებას? ჩვენ რა უბედურება გვჭირს,რომ ისევ იმ რუსეთს შევნატრით,რომელიც ადამიენებად არ გვთვლის და შანსს ხელიდან არ უშვებს,რომ რამენაირად დაგვამციროს და დაგვასუსტოს ? „ხალხი ბრბოა“ ნათვამია და ეს რომ სრული ჭეშმარიტებაა არაერთხელ დამტკიცებულა,ხალხის მასა რომ შეუჩერებელია ესეც დამტკიცებული ფაქტია და ჩვენ უნდა ვეცადოთ,განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მასები ერთმანეთს არ დავუპირისპიროთ და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში,სადაც დემოკრატიული იდეალები და ღირებულებები იქნება მთავარი და არა „ფაშისტური“ და „კომუნისტური“ ფასეულობები. ეხლა პასიურობის დრო არ არის,ბევრი „ფეხებზემკიდია“ ადამიანი დღეს სირაქლემას პოზაში იმყოფება,მაგრამ განა ესე ყოფით ვუშველით საქმეს ?! ყველამ თავისი ეცადოს და გააკეთოს,დრო კი ყველაფერს გვიჩვენებს,ამაზე არის ზუსტად ნათქვამი „ცუდად ჯდომას,ცუდად შრომა ჯობსო“…

გამაღიზიანებელი პოლიტიკა

ყოველთვის ვცდილობ რომ თავი ავარიდო პოლიტიკაზე წერას,მაგრამ უკვე იმდენი დამიგროვდა,რომ არ დავწერო გავგიჯდები.დავიღალე ამდენი სიბრიყვით,დავიღალე ამდენი უმეცრებით,დავიღალე ამდენი უცხო განცდითა და საერთოდ დამღალა ყველაფერმა იმან,რაც რამდენიმე დღეა გრძელდება.აღარ შემიძლია ამდენი პოლიტიკის მოსმენა,სურვილი აღარ მაქვს საერთოდ რამე მოვიმოქმოდე,ყველაფერის ხალისი დავკარგე.როდემდე შეიძლება რომ ვაზელინივით იცხოვრო ადამიანმა ? ყველასა და ყველაფერს ერგებიან და ეტმასნებიან,ყველა „დირკაში“ თავს ჰყოფენ და ამას ნერვის აუტოკებლად აკეთებენ.მერე კიდე გამოვლენ ასეთ ტიპის ადამიანები და მაღალფარდოვანი სიტყვებით მელაპარაკებიან,თითქოს დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები მყავდნენ.დგას ტრიბუნასთან და ლექციას მიკითხავს და მასწავლის როგორ ვიცხოვრო,ადამიანი,რომელიც ყველას „ერთ ადგილში“ შეუცოცდა და იქამდე იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, სანამ ახალი „დისლოკაციის ადგილი“ არ აღმოაჩინა.ეს უსირცხვილო და უთამოყვარეო ადამიანი,დგას და მორალს მიკითხავს,თითქოს ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი მყავდეს(ხაინდრავაზე მაქვს საუბარი).ეს ფსევდო პოლიტიკოსები,დგანან ტრიბუნასთან და დედას იგინებიან,ქუჩური ტერმინებით მესაუბრებიან,ამ დროს კიდე იქვე რამდენიმე მეტრში,ახალგაზრდა გოგონები და მხცოვანი ქალბატონები იმყოფებიან.დგას ეს უზრდელი ადამიანი და ქვეყნის პრეზიდენტს აგინებს და ამას ისე მოურიდებლად აკეთებს,გეგონება სადმე უბანში ძმაკაცებთან ერთად იდგესო.ამ ხალხის მიკვირს ,განსაკუთრებით მამაკაცების.ტრიბუნიდან იგინებიან,ილანძღებიან,შენ კი დგახარ,ტაშს უკრავ,გვერძე კი მანდილოსანი გიდგას და იმის მაგივრად,რომ ტრიბუნაზე მყოფი ხალხის ნაცვლად ამ ქალბატონს ბოდიში მოუხადო,იცინი და სკანდირებ მიში წადი,მიშა წადიო ! ჰა ჰა ჰა … რა სასაცილოა … გიორგი ლეონიძის „ნატრვის ხე“ გამახსენდა,სადაც მთელი თავისი სისატიკითა და დაუნდობლობით არის წარმოჩენილი ბრბოს ფსიქოლოგია და პარალელი ზუსტად რომ მართებულია…

დაუფასებელი გმირობა

ჩემი მეგობარი ბლოგერის სიტყვებით დავიწყებ ამ პოსტს,პოსტს,რომელშიც მინდა აგვისტოს მოვლენების შესახებ დავწერო:”მაგრამ გული ამიცრუვდა..ყველა მეზიზღება,ყველა ვინც სკამებზე ზის დაყველა ვინც იქ დგას...“(daliela) ამ სიტყვებში არის ყველაფერი ის რასაც ვგრძნობ და სახელი ვერ დამირქმევია,ამ სიტყვებმა და მისმა პოსტმა აგვისტოში დამაბრუნა და მთელი თავისი საზიზღრობებით კიდევ ერთხელ შემაგრძნებინა ის ავად სახსენებელი დღე,დღე,რომელმაც საქართველოს ისტრიაში დაიდო ბინა,როგორც ერთ–ერთი ყველაზე ავადგასახსენებელი პერიოდი,რომელაც უამრავ ქართველ ვაჟკაცს მოუსწრაფა სიცოცხლე.ძალიან ადვილია დადგე და ხელისუფლება აკრიტიკო იმ მოვლენებისთვის,ადვილია თავს ლაფი გადაასხა,მხოლოდ იმიტომ რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუჩნდა,ადვილია ურთულეს გადაწყვეტილებაში შეცდომის პოვნა,მაგრამ მოდით ამ სენისგან (სენი რომელსაც „სააკაშვილი“ ჰქვია ბევრისათვის) ცოტა ხნით მაინც გავთავისუფლდეთ და ყველაფერს რეალურად შევხედოთ.

ამ დღეზე უამრავი დაიწერა და ითქვა,საქრთველომ იგლოვა მისი გმირები,ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები,მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია ამ ხალხის მართლაც რომ სათნადოდ დაფასება.ძალიან ბევრი მიფიქრია ამ დღეებზე და ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიჩნდებოდა,მიჩნდებოდა იქედან გამომდინარე,რომ ლაპარაკში ყველანი მაგრები ვართ,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება იოტისოდენადაც კი არ ვიმსახურებთ იმას,რომ საქართველოს შვილები გვერქვას.გაკვირვებული და გაოცებული ვიდექი ძმათა სასაფლაოზე როცა უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი ჩვენს გმირებს.ხალხი ირეოდა,მაგრამ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ისევ მათი მეგობრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.მე კი ვიდექი გაოგნებული და თავში ერთი აზრი მიტრიალებდა– სად არიან უბრალო ქართველი მოქალაქეები,რომელბსაც თავი ნამდვილ პატრიოტებად მოაქვთ? სად არიან ისინი,ვინც გუშინ და გუშინწინ ამ ხალხს ზეაღმატებით ხარისხში მოიხსენებდა ? უბრალო მოქალაქე იყო იმდენი,რომ ორი ხელის თითი მეყოფა დასათვლელად.ვერ გავიგე,ესეც სააკაშვილის ბრალია ? ისიც ამ მთავრობისა და ხელისუფლების ბრალია,რომ ფეხის მიდგმა დაგვეზარა ძმათა სასფლაოზე,რომ უღირსეულესი ქართველი გმირები უფალს ჩაგვებარებინა ? ყველაფრის სხვაზე გადაბრალება გვიყვარს ხოლმე ,მაგრამ ეს ვის დავაბრალოთ ?! ქართველმა ბიჭებმა თავი გაწირეს თითოეული ჩვენგანისათვის და ჩვენ სასაფლაოზე მისვლაც კი დაგვეზარა,რომ მადლობა გადაგვეხადა მათთვის ამ გმირული ნაბიჯისათვის…მოდით ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და სანამ სხვის კრიტიკას დაიწყებდეს,ჯერ საკუთარ თავთან იყოს მართალი,იყოს ღირსეული,რომ უფლება ჰქონდეს აკრიტიკოს სხვა,თუნდაც უღირსი…

არ მჯერა …

ბევრისგან მსმენია აზრი იმის შესახებ,შეიძლება თუ არა გოგოსა და ბიჭის მეგობრობა და ხშირ შემთხვევაში ასეთი აზრები არგუმენტების გარეშე იყო და სწორედ ამიტომაც ვუყურებ ამ თემას,როგორც სიღრმისეულ ფილოსოფიას და ბევრისათვის ძალიან ძნელად მისაღწევ და გასაგებ ჭეშმარიტებას.საკუთარი მაგალითიდან რომ ვიმსჯელო აშკარად ამ მეგობრობის უნდა მწამდეს და მისი დიდი დამცველიც უნდა ვიყო,მაგრამ ცნება ძალიან ზოგადია და მხოლოდ ჩემი ან სხვისი მაგალითიდ მსჯელობა არასწორი იქნება.

საერთოდ მეგობრობა გოგოსა და ბიჭს შორის კარგია,კარგია თუ განსხვავებული სქესის ადამინები ერთმანეთს ეწყობიან და მეტიც,ერთმანეთის მესაიდუმლეები ხდებიან.კარგია თუ ბიჭს საშუალება აქვს მის მეგობარ გოგონას(და არა “დაქალს“) აზრი ჰკითხოს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე,მოვლენებზე,რომლებიც ძირითადად შეყვარებულთან დაშორება / შერიგებით არის სავსე (ეს თემა ყველგან,ყველასათვის და ყოველთვის „ცვეტშია“). სანამ იმის ახსნას დავიწყებდე თუ რატომ არ შეიძლება ასეთი ტიპის მეგობრობა,ჩემს აზრს მოკლედ ვიტყვი.არ მჯერა და არასოდეს დავიჯერებ ამ მეგობრობას,მეგობრობას,რომელიც ყოველთვის თუ არა თითქმის ყოველთვის ტყუილით არის გაჯერებული და რაღაც სიყალბეს ჰგავს.ზუსტად ასეთ მეგობრებს შორის არის ხოლმე,გოგოს რომ ბიჭი შეუყვარდება ან პირიქით და მერე იწყება ნერვების თამაში,ეს თუ არ არის ყველაზე ყალბი ურთიერთობა,მაშინ ან მე ვყოფილვარ სულელი ან არადა ის ვისაც ამის სჯერა,მიუხედავად ყველაფერისა.ბევრი შემომედავება და იტყვის,რომ დემაგოგი ვარ,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმერობ,არსებობენ ერთეული გამონაკლისები,როლებსაც არაჩვეულებრივად გამოსდით ასეთი ტიპის ურთიერთობები და ჩემი აზრით,თითოეულ ასეთ ადამანს საქმე საამაყოდ აქვს,იქედან გამომდინარე,რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა წარმოუდგენლად რთულია.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემგან ამის მოსმენა,ცუდს ვერ ვხედავ,როცა დიდი ხნის მეგობრებს ერთმანეთი შუყვარდებათ და მერე ბედნიერადაც ცხოვრობენ,მაგრამ ხომ შეიძლება ყველაფერს თავისი სახელი თავიდანვე დავარქვათ ? ხომ შეიძლება რომ გოგომ ბიჭზე არ თქვას „ჩემი ძმაკაცი “ და ბიჭმა გოგოზე „ჩემი დაქალი“ ? შეიძლება ბევრს ჩემი აზრი სასაცილოდ არ ეყოს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ აბსოლუტურად ყველას მოგვიწევს ცხოვრებაში ის მომენტი,როცა ეს სიტყვები გაგვახსენდება და მივხვდებით,რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა ერთი ძალიან,ძალიან დიდი ილუზიაა…

ოხ,ეს ფეხბურთი !

ჩემს ნაწერებს გადავავლე თვალი და გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე,რომ არცერთი პოსტი ფეხბურთზე არ იყო.გამიკვირდა იმდენად,რამდენადაც ეს სპორტია მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი,ეს არის სპორტი,რომელსაც ცხოვრების ზუსტად 15 წელი შევწირე და რომ გამმართლებოდა,დღეს ალბათ რომელიმე ევროპის რაგინდარა გუნდში ვითამაშებდი,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა და მეც ფეხბურთზე გულშემატკივრის სტატუსით მიწევს წერა და არა როგორც მოქმედი,პროფესიონალი ფეხბურთელი.ქართული ფეხბურთის კრიტიკა რომ დავიწყო,ამით ველოსიპედს არ გამოვიგონებ,მაგრამ ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედული თითეული ადამიანი დამეთანხმება,რომ ქართული ფეხბურთი,როგორც სპორტი საღათას ძილს არის მიცემული და კაციშვილმა არ იცის როდის იხილავს დღის სინათლეს.
ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ,რომელმაც მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ვარსკვლავები აჩუქა როგორებიც იყვნენ : გუცაევი,მესხი,მეტრეველი,ყიფიანი და სულაქველიძე ?! მათი თამაშის მხოლოდ ჩანაწერები მაქვს ნანახი,მაგრამ განა ეს ცვლის სიტუაციას ?! კარგად მახსოვს უკვე 90–იანი წლების საქართველოს მართლაც ძალიან ძლიერი ნაკრები:არველაძე,ქინქლაძე,ქეცბაია,ჯამარაული,ყაველაშვილი,ნემსაძე,ცხადაძე,რომლებიც ტოლ–სწორად ეთამაშებოდნენ ევროპის ტოპ გუნდებს და ხშირად გამარჯვებაც არ იყო უცხო,განა ის არ იყო ჩვენი ნაკრები,რომელმაც სტოიჩკოვის ბულგარეთის ნაკრებს უფასო საფეხბურთო გაკვეთლი ჩაუტარა ?! ნუთუ ის ქვეყანა არ ვართ,რომლებმაც პოლონეთი მიწასთან გავასწორეთ თბილისში 3:0 ?! განა ის ნაკრები არ გვაყავდა,რომელიც იტალია ფრე ეთამაშა ?! განა ის ნაკრები არ გვყავდა ,რომელიც შესარჩევში მესამე ადგილზე გავიდა ჩივაძის ხელმძღვანელობით ?! და კიდევ რამდენი ასეთი სასიამოვნო მომენტის გახსენება შეიძლება,რომლებიც საკუთრი თვალით მაქვს ნანახი.გახსოვთ ქეცბაიას თავდაუზოგავი თამაში,რომელიც „სისხლს ანთხევდა“ მოედანზე და ბოლომდე ჯიგრით თამაშობდა ? გახსოვთ მისი გმირული თამაშები ნაკრების შემადგენლობაში ?! დღეს კი რა გვჭირს ?! კვიპროსისა და ჩერნოგირიის დონის გუნდებთან მოგებაზე ვოცნებობთ და ხშირ შემთხვევაში ეს ამოცანაც გადაუჭრელ პრობლემად იქცევა ხოლმე.თუმცა როგორ გინდა მოიგო როცა ნაკრებში ერთი–ორი ფეხბურთელის გარდა ყველა საშუალოზე დაბალის დონის მოთამაშე გვყავს? ნურავინ მიწყენს მაგრამ ლობჯანიძის,კლიმიაშვილის,დაუშვილის,სირაძის,მარცვალაძის,შაშიაშვილის,ოდიკაძისა და კაშიას იმედზე მყოფი ქართული ფეხბურთი ისეთივე პერპექტიულია,როგორც ძირგახვრეტილი გემი შუა ოკეანეში.ნასკებივით ვიცვლით მწვრთნელებს,მაგრამ შედეგი როგორც ყოვეთვის არ გვაქვს,დიდი–დიდი შესარჩევში ერთი თამაში ნორმალურ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი ნაკრები უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გვგონია,გახსოვთ შოტლანდიასთან მოგებული თამაში თბილისში? ყველას ეგონა ამ თამაშის შემდეგ ჩვენი ნაკრები იფრენდა,მაგრამ შემდეგ თამაშშივე მოგვიჩიენს ჩვენი ადგილი,რომელიც სადღაც ნაგვის ბუნკერთან ახლოს მდებარეობს.შორს რომ არ წავიდე,გავიხსენოთ სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი ბულგარელებთან,ყველა იძახდა – ნახე რა მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმაო,მაგრამ შემდეგი თამაში როგორც ყოველთვის მიწაზე დაშვებისა იყო,როცა ჯერ ირლანდიამ გადაგვიარა(მსაჯებთან ერთად),ხოლო შემდეგ კვიპროსმა „ შეგვისრულა“ და თან ისე შეგვისრულა,რომ ალბათ რამდენიმე წელი ვერ „გამოვიღებთ“ … ! საქართველოს ჩემპიონატზე ლაპარაკი აღარც ღირს,ამას თუ ჩემპიონატი ჰქვია საერთოდ.საქართველოს ჩემპინატის დონე ევროთასებზე ჩანს ხოლმე და თან ისე მკაფიოდ,რომ კომენტარიც კი დაგეზარება,იმდენად უსუსურები არიან ჩვენი გუნდები იგივე მალტისა და ლუქსემბურგის კლუბებთან. ხშირად ამბობენ,რომ თაობათა ცვლა მიმდინარეობსო,მაგრამ ამას უკვე მინიმუმ 7–8 წელია გაიძახიან და რით აღარ მოვიდა ეს ახალი თაობა ?! რით ვერ დაფრთიანდნენ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები,რომელბზედაც ასეთ „დიდ“ იმედებს ამყარებდნენ სპეციალისტები ?! ჩვენი პრობლემა რომ ბავშვთა ფეხბურთში უნდა ვეძიოთ ეს არაახალია და ამას ყველა ამბობს,მაგრამ მათი მათქვამები ხშირ შემთხვევაში ნათქვამებდვე რჩება,ხოლო პრობლემა გადაუჭრელად.ამაზრზენი იყო ფეხბურთის ფედერაციის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები,ნემსაძემ მოიგო,მაგრამ დღესაც პრეზიდენტად ახალკაცი გვყავს,ამით ყველაფერია ნათქვამი ?! პოზიტიურზე სალაპარაკო თითქმის არ მაქვს,რადგან ასეთები ძალიან იშვიათად ხდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთში.ბოლოს პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებეი ფაქტი ალბათ მაინც გოცირიძის ტრანსფერი იყო ,რომელიც „დნეპრმა“ 1 000 000 ევროდ იყიდა ზესტაფონისგან. ფეხბურთზე კიდევ ძალიან ბევრჯერ დავწერ და იმედი მაქვს,რომ პოზიტივი უფრი მეტი იქნება პოსტში,ვიდრე ნეგატივი…

პ.ს. ეხლა სტადიონზე მივდივარ და იმედია არ წავაგებთ მაინც…

გზაჯვარედინზე …

დიდი ხანია აღარ დამიწერია და ამის ობიექტური მიზეზები მქონდა,ჯერ ინტერნეტი მქონდა გათიშული,მერე ბათუმში ვიყავი,ბოლოს ძმაკაცის „რამდენიმე დღიანი“ დაბადების დღე იყო და საბოლოოდ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა.სიმართლე რომ ვთქვა,ეხლაც არ ვიცი რაზე დავწერო,მაგრამ დავიწყებ და რაც გამოვა,გამოვა…
ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მესმის გადაგვარების პრობლემა და ამას რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ახალაზრდებისგან ვიგებ.ზოგი ქალიშვილობის ინსტიტუტს აკრიტიკებს,ზოგი girlfriend&boyfriend-ის ინსტიტუს,ზოგიც ყველასა და ყველაფერს ერთნაირად აკრიტიკებს,მერე რა თუ დიდად არ ერკვევა იმ საკითხში,მთავარია რომ თავისი,ხშირ შემთვევაში ლოგიკას მოკლებული,აზრი დააფიქსიროს და სულ არ აინტერესებს არანაირი გარეშე და ზე–მოქმედი ფაქტორი,რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან.
საკვირველია?!ევროპისაკენ მივისწრაფვით და ძველ ტრადიციებსა და კულტურას მივტირით,ნატოსკენ მივისწრაფვით და მეფესა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარზე ვონცებობთ(ეს ერთმა „მაგარმა“ პოლიტიკოსმა თქვა),ვცდილობთ ყველაფერში დასავლეთსა და ამერიკას მივბაძოთ და მათი მხოლოდ მანქანა და მაპატიეთ და ძონძები გვაინტერესებს.გლობალიზაცია ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია,მაგრამ ჩვენ ოქროს შუალედის გამონახვის პესპექტივით არც აქეთ ვართ და აღარც იქეთ,ვართ სადღაც ევროპისკენ მიმავალ გზასა და ტრადიციებს შორის გაჩხერილნი და თავს დასავლური ტიპის ქვეყნის შვილებს ვეძახით.ვოცნებობთ ნიუ–იორკში,ვაშინგტონში,რომში,პარიზში,მადრიდსა და ბერლინში უვიზოდ გამგზავრებაზე და წარსულს ვებღაუჭებით.დემოკრატიულობასა და ნების თავისუბლებაზე თავს ვდებთ და „პირსინგიან“ და არაორდინალურად ჩაცმულ ადამიანებს დედას ვაგინებთ და საზოგადოებიდან ვრიყავთ,საპარლამენტი ქვეყანაზე ვოცნებობთ და ამის მიღწევა ბამბის ნაყინის ჭამასავით ადვილი გვგონია,ქორწინებამდე სექსს ამორალურს ვეძახით და ქორწილის შემდეგ გაშორებას – გამოუვალ მდგომარეობას(ამაში იმხელა აზრი ჩავდე,მარტო მე თუ მივხვდები),ქალიშვილი ცოლი ეს –დოგმაა,არაქალიშვილი ქალი კი ბოზი,რკინის ლოგიკაა,მაგრამ ქართული ლოგიკაა…ტრადიციების წინააღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ დ არც ეხლა ვარ,მაგრამ თუ გვინდა რომ ზემოთ აღნიშნული რომელიმე მიზანი ან ოცნება ჩანასახშივე არ მოვკლათ,ჩვენში ფასეულობების შეცვლა და მათი გადაფასება უნდა დაიწყოს.იმას არ ვიძახი,რომ მაინცდამაინც პიდარასტები უნდა გვიხაროდეს და სექსის პროპაგანდას ვეწეოდეთ,უბრალოდ ყველაფერი ზომიერებისა და ნორმის ფარგლებში მოვაქციოთ და მერე ყველაფერი თანდათან,ეტაპობრივად მოიტანს ჩვენთვის სასურველ შედეგს…