World Cup 2010 (მიმოხილვა)

მოვიდა დრო რომ რამდენიმე წუთი ბლოგსაც დავუთმო და ჩემი აზრი დავწერო მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.რომ გითხრათ აღფრთვანებული და განცვიფრებული ვარ ზოგადად ჩემპიონატის დონით – მოგატყუებთ (რამდენიმე თამაშს თუ არ ჩავთვლით),ამიტომ კრიტიკულ შეფასებას უფრო მოისმენთ,მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნება რიგითი ინგლისის გულშემატკივარის პოსტი,რომელიც მსაჯებს ყველა ბრუნვაში მოიხსენიებს და მათზე დაბოღმილს,რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს.

ფავორიტების არსებობა თავიდანვე ძალიან პირობითი იყო და ეს საწყის ტურებშივე ძალიან კარგად გამოჩნდა,როცა მიჯრით თამაშები ვერ მოიგებს საფრანგეთმა,იტალიამ და ესპანეთმა ხომ საერთდაც წააგო პირველი თამაში.ბრაზილიის,არგენტინისა და თუნდაც ჰოლანდიის გუნდები კი ჯგუფში ყოველთვის ძალიან კარგად ასპარეზობენ და მათგან არც იყო გასაკვირი 7–9–9 ქულები.ძალიან თვალსაჩინო იყო გუნდებში ლიდერების არ არსებობა და ამან კიდევ ერთხელ განმიმტკიცა ის აზრი,რომ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები ხდება და ეს პირველ რიგში,ჩემი აზრით,გუნდიდან ეგრეთ წოდებული „ათი ნომრის“ ამოვარდნაა.რა თქმა უნდა ინდივიდუალური ოსტატობა კიდევ დიდი ხანი იქნება ფეხბურთის მთავარი მამოძრავებელი ძალა და არა გუნდურობა,მაგრამ რაც მარადონამ მესის დამართა,დანაშაული უფროა,ვიდრე სწრაფვა რეალური ლიდერის შექმნისა.საბოლოოდ კი მესი ამ ჩემპიონატზე ჩვარი იყო და ამაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მისი გუნდის თავკაცს მიუძღვის.იტალიის სიფარჩაკეს საზღვარი არ ჰქონდა,საფრანგეთის ნაკრები ვარჯიშის მაგივრად ერთმანეთის მიმართ გინებით იყო დაკავებული და არც არავის გაჰკვირვებია მათი უსახური გამოსვლა და უტიფარი დემონსტრირება ანტი ფეხბურთისა.ერთი ის იყო,რომ იტალიის თუნდაც ბოლო ადგილს არავინ ელოდა,საერთო აღიარებით,ყველა დროის ყველაზე სუსტ ჯგუფში.გერმანიამ, აგერ უკვე მერამდენე ტურნირია, 2–ე, 3–ე ადგილის სინდრომი ვერ მოიშორა და ჩემპიონობამდე მათ კიდევ ძალიან ბევრი უკლიათ.გამოცდილებასთან ერთად მოვა ყველა ის საჭირო თვისება,რომელიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის არის საჭირო და ამას მინიმუმ 8 წელი მაინც დასჭირდება და რვაფეხას იმედზე ყოფნას,ჯობს ეს ახალგაზრდები სწორად ავარაჯიშონ და გერმანია უპირობო ფავორიტი იქნება 2018 წლის მუნდიალზე.

აფრიკულ ფეხბურთს ერთი ნაბიჯი დააკლდა ისტორიაში შესასვლელად,მაგრამ ალბათ მაინც სამართლიანი იყო ურუგვაის გასვლა და არა განის ნაკრებისა.წლევანდელ მუნდიალზე აფრიკული ფეხბურთი ნამდივლად არ იმსახურებდა ნახევარფინალისტ გუნდს და ის აცილებული პენალტიც ზუსტად ამის დასტურია.აზიური ფეხბურთი მოწოდების სიმაღლეზე იყო,სამხრეთ ამერიკულმა ფეხბურთმა კი დაამტკიცა თავისი უმაღლესი დონე და ის,რომ ერთ–ერთი ყველაზე „ვარსკვლავური“ კონტინენტია.

ესპანეთის ნაკრებსა და მის მწვრთნელზე დაუსრულებლად შეიძლება წერო.ბევრი აკრიტიკებდა დელ ბოსკეს და მის კვალიფიკაციას ეჭქვეშ აყენებდა,მაგრამ ამ კაცმა დაამტკიცა რომ თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია და თითქმის ყველაფერი მოიგო,რის მოგებაც შეიძლებოდა.ეს იყო „ბარსა“ ესპანეთის ნაკრების ფორმაში და ზუსტად ეს იყო მთავარი წინაპირობა იმის,რომ ესპანეთი აუცილებლად მწვერვალებს დაიპყრობდა.ევროპისა და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონობა პროფესიონალიზმის უმაღლესი საფეხურია და ვისაც ეჭვი ეპარება იმაში,რომ ეს არ იყო სასწაული ფეხბურთი,ის ან ბრმა არის ან არადა ბრაზილიის გამოუსწორებელი გულშემატკივარი.ამ თაობამ მართლაც რომ დაიმსახურა ეს დიდება და მინდა,ხოტბა შევასხა ნეკრების თითოეულ წევრს,რომელთა ამდენწლიამნა გარჯამ უკვალოდ არ ჩაიარა.ისინი გმირები არიან და სამუდამოდ შევიდნენ არამარტო საფეხბურთო,არამედ ზოგადად მსოფლიო ისტორიაში და თავიანთი უდიადესი ადგილი დაიკავეს მსოფლიო მასშტაბით.

ბევრი ფეხბურთელთა გადაღლილობას აბრალებდა გამოკვეთილი ფავორიტების ფიასკოს და რა თქმა უნდა ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება,მაგრამ მუნდიალი ნამდვილად შედგა და პირადად მე,დაუვიწყარი 1 თვე გავატარე უმაღლესი დონის ფეხბურთის ცქერით,თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.

პ.ს. მსაჯებზე შეგნებულად არაფერი დავწერე,პოსტს გავაფუჭებდი… )))

2 responses

  1. es yvelaferi kargia, magram shen ra posti unda dagedo…?

    ai, es xar, pirobas arasdros asruleb :@

  2. საპატიო მიზეზი მქონდა და მალე იხილავს ეგ პოსტი დღის სინათლეს )))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: