Monthly Archives: აპრილი, 2010

ყირგიზეთი,პოლონეთი და ჩვენ !

ბოლო პერიოდში ტრაგიკული ამბების კასკადი იყო,რომლებმაც ძალიან გააფერმკრთალეს წინასამუნდიალო განწყობა და ყველაფერმა ბურუსით მოცულ და უბრალო მოკვდათათვის მიუწვდომელ რეჯიმში გადაინაცვლა.ჰაიტისა და ჩილეს მიწისძვრა,ყირგიზეთის რევოლუცია(უკანასკნელ ათწლეულში უკვე მეორედ) და რაღა თქმა უნდა ამ ყველაფრის კულმინაცია იყო პოლონეთის სამთავრობო დელეგაციის ტრაგიკული დაღუპვა სმოლენსკთან ახლოს,რომელმაც შეძრა მსოფლიო.ამ ტრაგედიას არ გლოვობს მხოლოდ პოლონელი ხალხი,გლოვობს მთელი ევროპა და საღად მოაზროვნე თითოეული ადამიანი,რომელსაც აქვს გული და აქვს იმის განცდა,რომ დაიღუპა არა უბრალოდ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი,არამედ დაიღუპა ქართველთა უდიდესი მეგობარი და ევროპის მასშტაბით უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე.პოლონეთმა დაკარგა პრეზიდენტი,სიმბოლო ქვეყნისა და პოლონელი ხალხისა.ადამიანი,რომელმაც თავისი ცხოვრება თავისუფლებისათვის ბრძოლას შესწირა და არჩეული მარშრუტისათვის ერთხელაც არ გადაუხვევია.გვედგა გვერდში,როცა ჩვენი თავისუფლება იზღუდებოდა და ბოლოს წუთამდე ქართველთა უდიდეს მოტრფიალედ და ქომაგად დარჩა.ფართო მასებისათვის იმის ნახევარიც არ არის ცნობილი,რასაც კაჩინსკი რეალურად აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის და რომ დაცლოდა,კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა.

რუსების მონაწილეობა ამ უდიდეს ტრაგედიაში დღესავით ნათელია და მხოლოდ „ბრმასა და ყრუს“ შეუძლია იმაზე აპერირება,რომ ეს ნამდვილას ტრაგიკული შემთხვევა იყო და მასთან საერთოდ არაფერი აქვს რუსეთის კაცთმოძულე პრემიერ–მინისტრ პუტინს.მომხდარი ფაქტი საგანგაშოა ჩვენთვის და მე მაინტერესებს,დარჩენილია კი დღეს საქართველოში ადამიანი,რომლესაც აქვს იმის ილუზია,რომ უახლოესი არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის ?! ბევრისათვის თუნდაც 7 ნოემბერს დატრიალებული მოვლენები სანახაობა იყო და არა მაგალითი იმისა,თუ როგორ არ უნდე მოვქცეულიყავით და დარწმუნებული ვარ იმაში,რომ რუსეთს მაისის ბოლოსთვის საშინელება აქვს ჩაფიქრებული,რომელსაც სისრულეში თავისი „ყმებით“,ნოღაიდელისა და კიდევ ღმერთმა იცის ვისი ხელით,სისრულეში მოიყვანს.საფრთხე რეალურად არსებობს და ყველამ თუ არ ვიგრძენით მისი საშიშროება,დაპირისპირება გარდაუვალია,რომლის ჩვენებასაც ასე დაჟინებით ცდილობდა იმედი „იმიტირებული ქრონიკით“.მართალია გადაამლაშეს და უკურექცია გამოიწვიეს ხალხში,მაგრამ სიტუაცია შეიძლება ზუსტად ასე განვითარდეს(ჯარის ღალატისა და პრეზიდენტის დაღუპვის გარდა) და მერე თითზე კბენა გვიანი იქნება.ღმერთმა ქნას ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს,მაგრამ პოლონეთის ამბებმა განმიმტკიცა ის აზრი,რომ ვიღაცას კრემლში,მაისის მოვლენების ეტაპობრივი განვითარება უკვე დაგეგმილი აქვს და მისი შესრულება დიდი ხანია მიმდინარეობს.