დემოგრაფიული პრობლემები ანუ ქალიშვილობის ინსტიტუტი (ნაწილი II)

როცა ამ ინსტიტუტის ავკარგიანობაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას ვცდილობთ,თითქმის ყოველთვის ქართული მენტალიტეტის გავლენის ქვეშ ვექცევით და სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი თითოეული თეზისი ზოგადად „თავისუფალი აზროვნების“ შესახებ.ძალიან მინდა გავუგო მათ,მაგრამ ჩემი თითეული ასეთი მცდელობა,მათი გადასახედიდან შემეხედა სიტუაციისათვის,კრახით დამთავრდა და არც კი ვიცი,ოდესმე თუ შემეძლება „პრო–დასავლური აზროვნება“ განვავითარო საკუთარ თავში.პირველ ნაწილში პატარა ისტორული ექსკურსი ჩავატარე და ჩვენს წინაპრებსაც „გადავწვდი“ კარგი გაგებით,მინდოდა პარალელი გამევლო მათ ცხოვრებასა და ჩვენ ცხოვრებაზე და ამ მიმართულებით გამემძაფრებინა პოსტის აღქმა – არ დავივიწყოთ წარსული,ის რამაც დღეს ასეთი სახით მოგივყვანა და რომლითაც ჯერ კიდევ შეგვიძლია ვიამაყოთ ქართველებმა(ეს იმათ გასაგებად,ვისაც წარსული ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს).საზოგადოება ყველაფერზე არაორდიანულურად რეაგირებს და ცდილობს,რომ ხალხის აზრს შეუსაბამოს კონკრეტული ადამინის როგორც ქცევა,ასევე მორალური პრინციპები.ერთი მხრივ,ძნელია არ დაეთანხმო ხალხის მასას,როგორც აზრის გამომხატველ უმრავლესობას,მაგრამ,მეორე მხრივ,არავის განსასჯელი არ არის სხვისი ცხოვრება და ცხოვრების სტილი.არავის აქვს უფლება სხვის ქმედება დაგმოს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატოროს იგი,როცა ამას მისი შვილი,ძმა,და,ნათესავი ან თუნდაც მეგობარი აკეთებს.ორმაგი სტანდარტი განსაკუთრებით არ უნდა მოქმედებდეს იქ,სადაც ერთი მიმართლებით არის საჭირო ჩვენი აზრის მკაფიოდ გამოხატვა და დადასტურება.

პ.ს. ვინც კარგად წაიკითხა ჩემი ორივე პოსტი,მიხვდებოდა,რომ მე არც რადიკალურად წინააღმდგები ვარ ამ ინსტიტუტის და არც დიდი მოტრფიალე გახლავართ,უბრალოდ წარსულსა და ჩვენს სახელოვან წინაპრებს ვცემ უდიდეს პატივს და სწორედ ამიტომაც არის,ამ ინსტიტუტისადმი შედარებით მეტი კრიტიკა,ვიდრე ხოტბა. The End

პ.პ.ს. განახლებული ლინკით

4 responses

  1. chemi azrit qartveli gogona gatxovebamde aucileblad unda iyos qalishvili, es chemi azria magram arasdros ganvikitxav im adamians romelsac am sakitxtan dakavshirebit chemgan gansxvavebuli azri aqvs.

  2. თამუნა

    შენი აზრი ისევ და ისევ ოჯახიდან და ტრადიციულობიდან გამომდინარეობს და ეს ყურად უნდა იღოს მან,ვისაც “დასავლური აზროვნება” მყარად აქვა გამჯდარი …

  3. ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
    http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

  4. egeti shemtxveva bevri yolipa rom shavi dabadebula bavshvi. eg imas ar nishnavs rom meuglem ugalata. sruli sisulelea. es biologiuri DNA-s amouxsneli kodia. mimachnia rom tqvens mier mititebuli moklemetrajiani dokumenturi filmi usadegoa am temastan.

დატოვე კომენტარი