Daily Archives: ოქტომბერი 30th, 2009

პასუხი ფსიქეს,პოსტზე – “საზიზღარი პედერასტი”

ვერ გადამეწყვიტა,ფსიქეს ამ პოსტზე უბრალოდ კომენტარი გამეკეთებინა,თუ ცალკე პოსტში დამეწერა და გამომექვეყნებინა.ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი,რომ პოსტის გამოქვეყნება ჯობს.

არასდროს გამჩენია სექსუალურ უმცურესობებზე პოსტის დაწერის სურვილი და არც დავწერდი ზემოთაღნიშნული პოსტი რომ არ მენახა თავისი კომენტარებითურთ.როცა მათ ცხოვრების სტილსა და საზოგადეობაში დამკვიდრების მცდელობაზე ვაპერირებთ აქ ყოველთვის „ძველი“ და ყველასათვის ნაცნობი „დემოკრატიულობა“ გადმოდის წინა პლანზე და აქედან გამომდინარეობს თითოეული თეზისი,რომ „ვის როგორც უნდა ისე უცხოვრია“,“ვისი რა გასარჩევია სხვისი ცხოვრება“,”ეს თუ ცოდვაა,მაშინ,დაე,მას მოეკითხოს და არ მას,ვინც მათ ლანძღავს და აგინებს“ და ა.შ. კი ბატონო,ერთია აზრისა და ნების თავისუფლება,ხოლო მეორე საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად ცისფერების მიმართ,მაგრამ ხომ არ შეიძლება მათი თითეული ნაბიჯი მოვიწონოთ და ფსევდო–დემოკრატიული პრინციპეპიდან გამომდინარე თვალი დავხუჭოთ ხშირ შემთხვევაში უზომო ამბიციებზე,რომლებიც მათ აწუხებთ ?! წარმოუდგენლად მიმაჩნია ბავშვის აყვანის მცდელობაც კი,არათუ გაზრდა და შემდეგ ცხოვრების სწავლა „საყვარელი შვილისთვის“.ვინც ამ აზრს მხარს უჭერს,ბავშვზე არ ფიქრობს ? არ ფიქრობს რა გამოვა მისგან როცა „ორი დედა“ ან „ ორი მამა“ ეყოლება ? თუ უფრო ნაზი დედა იყოს და ოდნავ მეტი მამაკაცური თვისებების მატარებელი მამა ? ამაზე დიდი აბსურდი კიდევ რამე არსებობს ? ასეთი ბავშვი ჯობია ბავშვთა სახლში გაიზარდოს,მისგან ადამიანი მაინც გამოვა და არა ჩვარი…

ფსიქოლოგები ამბობენ,რომ ეს დაავადებაა,ხშირ შემთხვევაში თანდაყოლილი და იშვითად შეძენილი.ავადმყოფ ადამიანს უნდა უმკურნალო და თუ განუკურნებელია მაშინ ნება იბოძონ და ისე მაინც იცხოვროn,რომ საზოგადოების აღშფოთება არ გამოწვიონ.აღლუმის გამართვასა და ქორწინების ვერიფიკაციას კი არ უნდა ითხოვდნენ,არამედ თავიანთ გზაზე წყნარად და ზედმეტი ამბიციების გარეშე იარონ…ამბობენ,მათაც ხომ ისე უნდათ ცხოვრება,როგორც ჩვეულებრივ მოკვდავსო,მაგრამ არ დავივიწყოთ ის,რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით,მამათმავლობას ეწევიან და ყველაფერს,რომ თავი დავანებოთ ეს უმძიმესი ცოდვაა და ვინც ამბობს,რომ ეს ასე არაა,ერთხელ მაინც შევიდეს ეკლესიაში …

პ.ს. ფსიქეს პოსტის ლინკი
http://fsiqe.wordpress.com/2009/10/29/საზიზღარი-პედერასტი/