მონატრებული პოსტი ფეხბურთზე

ფეხბურთზე ბოლო პოსტის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და იმდენი რამე მოხდა,რომ რამდენიმე წელი ეყოფოდა ჩვენისთანა პატარა ქვეყანას.რომლით დავიწყო არ ვიცი,არც ის ვიცი სიჭინავაზე კარგი ვთქვა თუ ცუდი,ნაკრები გავაკრიტიკო თუ საერთოდ დავასამარო ჩემს გონებაში მანამ,სანამ საიქიოდან სააქაოს მოიბრუნებს პირს ?! ფედერაციის არჩევნები ერთი დიდი სპექტაკლი და ფორმალობა რომ იყო,ამის მიხვედრას დიდი ინტელექტი არ სჭირდება.სიჭინავა უალტერნატივოდ დაუტოვეს დელეგატებს და მათაც „დიდსულოვნად“ აირჩიეს პრეზიდენტად ზუგდიდელი „ლომი“,რომელმაც სახელი ბაზის აშენებითა და მეცენატობით გაითქვა.რთულია მომავალი განჭვრიტო და რაიმე იწინასწარმეტყველო,მაგრამ მე ამ კაცის და განსაკუთრებით მისი გუნდის არ მჯერა და როცა ისინი ამბობენ,რომ 18 თვეში ფეხურთს ააყვავებენ,მაპატიეთ და უსინდისოდ ტყუიან.ლევან ყიფიანმა დიდი რაოდენობით ვაზელინი მოიმარაგა და ისე განაგძობს ცხოვრებას,თითქოს ის არ ყოფილიყო ცოტა ხნის წინ,რომელიც სიჭინავას ნათესაობას ყველა ბრუნვაში იხსენიებდა.გიორგი ნემსაძე,რომელსაც შარშან სამარცხვინოდ დაატოვებინეს პრეზიდენტის თანამდებოდა და დღეს იმ გუნდის წევრია,რომლის მფარველებმაც შარშან სახეში შეაფურთეს და ფეხ–ქვეშ გათელეს მისი კაცობა და მეობა.გია კვარაცხელია ფეხურთში ჭიპმოჭრილი კაცია და ერთი მაგის მეიმედება მეტ–ნაკლებად,თორემ პირველი ორი ღმერთს არ უქნია,პირველ რიგში კაცი უნდა იყო და მერე საფეხბურთო ჩინოვნიკი…

ნაკრებზე უკვე იმდენჯერ დავწერე,რომ გასაკრიტიკებელი სიტყვების მარაგი ამომეწურა,ნუ ამას თუ კიდევ ვინმე ნაკრებს ეძახის ეს იმ შემთხვევაში. კალაძე – საქართველო 2:0,მონტენეგრო – საქართველო 2:1,ბულგარეთი – საქართველო 6:2 ! ! ! აქ რომელ კომენტარის გაკეთებაზეა საუბარი,როცა ფაქტობრივად მიწასთან გაგვასწორეს და იმის შანსიც კი არ დაგვიტოვეს,რომ საკუთარი ხელებით გავსწორებოდით ჩვენი ნაკრების იმ ფეხბურთელებს,რომელბმაც თბილისის,პოდგორიცასა და სოფიის სტადიონებზე ისე ილასლასეს, მიცვალებულისგან ვერაფერით განასხვავებდი.ბულგარეთთან თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია,მარტო ჩვენ თუ მოვახერხებდით 1 ტაიმში 6 ბურთის გაშვებას და მერე შეცვლის არ გაკეთებას,მარტო ჩვენ თუ მოვახერხებთ ლომაიასნაირი მეკარე და კალაძისნარი კაპიტანი გვყავდეს და მარტო ჩვენ გუნდში თუ შეიძლება,რომ ლობჟანიძე,ცქიტიშვილი,ოდიკაძე,ლიპარტია და დევდარიანი სულდგმულობდნენ.სხვებიც არ წყვეტენ ციდან ვასკვლავებს და ამიტომ არის ეს ნაკრები დასაშლელი,მოაშორეთ ყველა ეროვნული ნაკრებიდან,ისე რომ მათი გვარი მინიმუმ 15 წელი მაინც აღარ დაფიქსირდეს არცერთი ოფიციალური მატჩის ოქმში.ასე ხომ ყველა ითამაშებს,ყველა მოახერხებს 6 ბურთის გაშვებასა და ერთმანეთზე გადაბრალებას.პირველ რიგში კალაძის ფეხი უნდა ამოიკვეთს,რომელმაც ტრაკი მისცა ყველას,ვისთვისაც კი შეიძლებოდა და მერე გამოდის და ბოდიშებს იხდის,გეგონებოდა ის არ ყოფილიყო პიდარასტივით რომ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე.ციკლი დასრულებულია,მოგება გვაქვს იმდენი, რამდენსაც ვიმსახურებდით.წაგება იმაზე ნაკლები ,ვიდრე ვიმსახურებდით,ფრე – გვიკვირს…

4 responses

  1. ლევან ყიფიანმა დიდი რაოდენობით ვაზელინი მოიმარაგა და ისე განაგძობს ცხოვრებას,თითქოს ის არ ყოფილიყო ცოტა ხნის წინ,რომელიც სიჭინავას

    ნათესაობას ყველა ბრუნვაში იხსენიებდა.გიორგი ნემსაძე,რომელსაც შარშან სამარცხვინოდ დაატოვებინეს პრეზიდენტის თანამდებოდა და დღეს იმ გუნდის წევრია,რომლის მფარველებმაც შარშან სახეში შეაფურთეს და ფეხ–ქვეშ გათელეს მისი კაცობა და მეობა.გია კვარაცხელია ფეხურთში ჭიპმოჭრილი კაცია და ერთი მაგის მეიმედება მეტ–ნაკლებად,თორემ პირველი ორი ღმერთს არ უქნია,პირველ რიგში კაცი უნდა იყო და მერე საფეხბურთო ჩინოვნიკი…

    გეთანხმები… მგონი ყაველაშვილმა ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა…

  2. სწორი ნაბიჯი კი გადადგა,მაგრამ ეგეც დიდი არაფრის გამკეთებელი არაა.კაცს ლაპარაკზევე ეტყობა რისი მაქნისია და მე მაგას საქმის გამკეთებლისა ვერაფერი შევატყვე.

  3. გეთანხმები არც მე არ მაქ სიჭინავს იმედი, რადიკალურად არაფერი არ შეცვლილა და არც შეიცვლება სავარაუდოდ. ჯერ ადამიანის ლაპარაკს რო ვუსმენ ფეხბურთის მეტზე ყველაფერზე ლაპარაკობს და მეტყველებაზე ეტყობა ერთი შეხედვით რო ფეხბურთს არ უყურებს და არ იცნობს საერთოდ, ჩემი აზრით : )

    გიორგი ნემსაძეს რა შეეხება მაინტერესებს ვინ წარადგინა მაშინ ფედერაციის “პრეზიდენტის” პოსტზე, მე მგონია რო ძალით იყო წარდგენილი, თვითონ არ უნდოდა ფაქტია. ტიპი არი აბოსლიტურად 100% ით ლოიალური ადამიანი ყველას მიმართ, არ შედის დებატებში, არ ააქ არგუმენტირებული მსჯელობა, უბრალოდ ნაკრების კაპიტანი იყო ოდესღაც და ცენტრში შავ სამუშაოს ასრულებდა.: ) არაფერზე ხმას არ იღებს “შენ შემოგეველ, შენ გენაცვალე” მასტია და ეგეთი ტიპის ადამიანი ეგეთ თანამდეობობაზე ცოტა არ იყოს და არ ვარგასავით. სხვა მაგის ადგილზე დაიკიდებდა ყველაფერს და ტელეფონის ზარი კი არა ვიდეოზარიც კი არ შეაშინებდა. : )).

  4. ჩემი აზრით,ერთ აშენებული ბაზის გულისთვის კაცი პრეზიდენტად არ უნდა ინიშნებოდეს.თუ არ გესმის ეგ საქმე,გინდა ბაზა ააშენე და გინდა 5 ვარსკვლავიანი სტადიონი,ფულით ცოდნას მაინც ვერ იყიდი.ეს ერთი და მეორე,ნემსაძე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი კი იყო,მაგრამ მისგან საფეხბურთო ჩინოვნიკი არასდროს გამოვა.მისი ტიპაჟის კაცი,მაქსიმუმ,რომელიმე კლუბში სპორტული დირექტორი უნდა იყოს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: