Daily Archives: ოქტომბერი 26th, 2009

მონატრებული პოსტი ფეხბურთზე

ფეხბურთზე ბოლო პოსტის შემდეგ დიდი ხანი გავიდა და იმდენი რამე მოხდა,რომ რამდენიმე წელი ეყოფოდა ჩვენისთანა პატარა ქვეყანას.რომლით დავიწყო არ ვიცი,არც ის ვიცი სიჭინავაზე კარგი ვთქვა თუ ცუდი,ნაკრები გავაკრიტიკო თუ საერთოდ დავასამარო ჩემს გონებაში მანამ,სანამ საიქიოდან სააქაოს მოიბრუნებს პირს ?! ფედერაციის არჩევნები ერთი დიდი სპექტაკლი და ფორმალობა რომ იყო,ამის მიხვედრას დიდი ინტელექტი არ სჭირდება.სიჭინავა უალტერნატივოდ დაუტოვეს დელეგატებს და მათაც „დიდსულოვნად“ აირჩიეს პრეზიდენტად ზუგდიდელი „ლომი“,რომელმაც სახელი ბაზის აშენებითა და მეცენატობით გაითქვა.რთულია მომავალი განჭვრიტო და რაიმე იწინასწარმეტყველო,მაგრამ მე ამ კაცის და განსაკუთრებით მისი გუნდის არ მჯერა და როცა ისინი ამბობენ,რომ 18 თვეში ფეხურთს ააყვავებენ,მაპატიეთ და უსინდისოდ ტყუიან.ლევან ყიფიანმა დიდი რაოდენობით ვაზელინი მოიმარაგა და ისე განაგძობს ცხოვრებას,თითქოს ის არ ყოფილიყო ცოტა ხნის წინ,რომელიც სიჭინავას ნათესაობას ყველა ბრუნვაში იხსენიებდა.გიორგი ნემსაძე,რომელსაც შარშან სამარცხვინოდ დაატოვებინეს პრეზიდენტის თანამდებოდა და დღეს იმ გუნდის წევრია,რომლის მფარველებმაც შარშან სახეში შეაფურთეს და ფეხ–ქვეშ გათელეს მისი კაცობა და მეობა.გია კვარაცხელია ფეხურთში ჭიპმოჭრილი კაცია და ერთი მაგის მეიმედება მეტ–ნაკლებად,თორემ პირველი ორი ღმერთს არ უქნია,პირველ რიგში კაცი უნდა იყო და მერე საფეხბურთო ჩინოვნიკი…

ნაკრებზე უკვე იმდენჯერ დავწერე,რომ გასაკრიტიკებელი სიტყვების მარაგი ამომეწურა,ნუ ამას თუ კიდევ ვინმე ნაკრებს ეძახის ეს იმ შემთხვევაში. კალაძე – საქართველო 2:0,მონტენეგრო – საქართველო 2:1,ბულგარეთი – საქართველო 6:2 ! ! ! აქ რომელ კომენტარის გაკეთებაზეა საუბარი,როცა ფაქტობრივად მიწასთან გაგვასწორეს და იმის შანსიც კი არ დაგვიტოვეს,რომ საკუთარი ხელებით გავსწორებოდით ჩვენი ნაკრების იმ ფეხბურთელებს,რომელბმაც თბილისის,პოდგორიცასა და სოფიის სტადიონებზე ისე ილასლასეს, მიცვალებულისგან ვერაფერით განასხვავებდი.ბულგარეთთან თამაში ცალკე აღნიშვნის ღირსია,მარტო ჩვენ თუ მოვახერხებდით 1 ტაიმში 6 ბურთის გაშვებას და მერე შეცვლის არ გაკეთებას,მარტო ჩვენ თუ მოვახერხებთ ლომაიასნაირი მეკარე და კალაძისნარი კაპიტანი გვყავდეს და მარტო ჩვენ გუნდში თუ შეიძლება,რომ ლობჟანიძე,ცქიტიშვილი,ოდიკაძე,ლიპარტია და დევდარიანი სულდგმულობდნენ.სხვებიც არ წყვეტენ ციდან ვასკვლავებს და ამიტომ არის ეს ნაკრები დასაშლელი,მოაშორეთ ყველა ეროვნული ნაკრებიდან,ისე რომ მათი გვარი მინიმუმ 15 წელი მაინც აღარ დაფიქსირდეს არცერთი ოფიციალური მატჩის ოქმში.ასე ხომ ყველა ითამაშებს,ყველა მოახერხებს 6 ბურთის გაშვებასა და ერთმანეთზე გადაბრალებას.პირველ რიგში კალაძის ფეხი უნდა ამოიკვეთს,რომელმაც ტრაკი მისცა ყველას,ვისთვისაც კი შეიძლებოდა და მერე გამოდის და ბოდიშებს იხდის,გეგონებოდა ის არ ყოფილიყო პიდარასტივით რომ იქცეოდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე.ციკლი დასრულებულია,მოგება გვაქვს იმდენი, რამდენსაც ვიმსახურებდით.წაგება იმაზე ნაკლები ,ვიდრე ვიმსახურებდით,ფრე – გვიკვირს…