გუშინ სწავლა დაიწყო და სწავლასთან ერთად ურთულელი წელი,რომელიც უკვე ვრძნობ,რომ ერთ–ერთი ყველაზე რთული წელი იქნება,რაც კი მქონია აქამდე და დარწმუნებული ვარ,ესეთი კიდევ დიდი ხანი არ მექნება(!) გასული წლის (სასწავლო) გაანალიზება რომ დავიწყე,მივხვდი,რომ თავიდან ბოლომდე ეს იყო წყალში გადაყრილი 1 წელი,რომელმაც გაცილებით მეტი ცუდი მომიტანა,ვიდრე კარგი,შეიძლება ითქვას რომ კარგი აბსოლუტურად არაფერი ყოფილა.იმის მიუხედავად,რომ საკმაოდ გვიან ჩავაბარე უნივერსიტეტში და გაცილებით წინდახედული უნდა ვყოფილიყავი თითეულ სიტუაციაში,ყველაფერი პირიქით მოხდა და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წელი ქარს გავატანე.მქონდა შანსი,რომ წინ დიდი ნაბიჯებით წავსულიყავი და პროდუქტიულად გამომეყენებინა პირველი „სტუდენტური წელი“ ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ … დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ და ჩემი წუხილიც დაგვიანებულია.როგორც არ უნდა ყიფილიყო,დარწმუნებული ვარ,უკვე დღეს საქმისადმი ასეთი მიდგომა კარგ სამსახურს გამიწევს მომავალში და ცხოვრებისგან ბოძებულ თითეულ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ.ეს წელი სხვა „სტატუსით“ ცხოვრებას შევალიე,მთელი ეს პერიოდი საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და შეიძლება ითქვას,რომ მიზანი მიღწეულია,დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი რა მინდა და აწი როგორ უნდა ვიცხოვრო.
თითქმის ყველა ჩემ პოსტში თვითშეფასება გამოსჭვივის და საკუთარ თავს უცერემონიოდ ვაკრიტიკებ,მაგრამ ზუსტად ეს არის ჩემთვის სტიმული,რომ იგივე მომავალში აღარ გავიმეორო და ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული კურსით წავიყვანო.ძალიან რთული აღმოჩნდა სტუდენტობასთან შეგუება,მითმეტეს როცა 16 წელი ფეხბურთს დავუთმე და იმის იქეთ საერთოდ არაფერი არსებობდა ჩემთვის და უცებ – უნივერსიტეტში იურიდილზე უნდა ვისწავლო.ვერაფერით გადავხარშე და სწორედ ამას ვაბრალებ სრულ ინერტულობას.მთელი ცხოვრება ბურთს დასდევ და ბურთის მაგივრად,რომ „სამართლის თეორიის“ წიგნს მოგიტანენ– მიდი ისწავლეო,როგორი გასაკეთებელია ?!
პ.ს. ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში
წელს ჩააბარე? თუ არა.. თუ შარშან არ სწავლობდი იურიდიულზე?
მოკლედ, წარმატებები:)
შარშან ჩავაბარე და ერთი წელი სრულ “უსაქმურობაში” გავატარე ))
პ.ს. მადლობა კეთილი სურვილებისათვის
სად თამაშობდი ხოლმე?
მართლა ძალიან რთულია ის, რაზეც საუბრობ, მაგრამ მთავარი ეს ფრაზაა: “მიზანი მიღწეულია,დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი რა მინდა და აწი როგორ უნდა ვიცხოვრო.”
ბევრ გუნდში ვითამაშე:სოხუმის “ცხუმი”,სოხუმის “დინამო”,რიგის “სკონტო”(აკადემია თბილისში),”დინამო 2 “,”ოლიმპიკი”,”საგარეჯო”….
მე ფრენბურთს ვთამაშობდი 4 წელი, მაგრამ ისე რომ სწავლას და თამაშს ერთმანეთს ვუთავსებდიდ აზარალებული არც ერთიდან რომ არ დავრჩენილიყავი 🙂
თუ გაგამხნევებს გეტყვი რომ მე 3 წელი დავკარგე ეგრე… ჩავაბარე იქ სადაც … მოკლედ რა წელიწად ნახევარია ინსტსი არ ვყოფილვარ და 17-18-19 წლები ქარმა წაიღო 😦
მე სამწუხაროდ მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი ორიენტირებული და ამიტომაც დამიგვიანდა ჩაბარება.სტიპენდიის მაგივრად ლამის პენსია დამინიშნონ )))
მე იქ ჩავაბარე სადაც მინდოდა,მაგრამ საკუთარი თავის ძიებაში ერთი წელი “შემომეხარჯა”.
პ.ს.გამხნევების რა გითხრა,მაგრამ ცოტათი დავმშვიდდი ))
წარმატებებს გისურვებ 🙂
თვითშეფასებას ყოველთვის პროგრესისკენ მივყავვართ ჩემი დაკვირვებით.
მიხარია ეს ბლოგი რომ ვნახე 🙂
წარმატებები
da egre ici ramdenia?
brokenlung
ძალიან ბევრი,მაგრამ აქ მთავარია მერე რეალურად რას იზამ…ასევე ბევრი მინახავს ნაყიდი ნიშნებით აღებულ დიპლომს რომ “აკონსერვებს”.
fsiQe
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის
da ra aris is, rac martla ginda rom aketo ?
ასეთი რთული კითხვა დიდი ხანია არ დაუსვამთ და აქედან გამომდინარე პასუხის გაცემაც მიძნელდება.დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი საფეხბურთო აგენტი ან რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელი )))
დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი რა მინდა და აწი როგორ უნდა ვიცხოვრო. < postidan gamomdinare gkitxe = )
e.i. tu gavige vinme safexburto agents an gundis mtavar mwvrtnels edzebdes, rekomendacias shen gagiwev = D
ძალიან დამავალებ … )))