Daily Archives: სექტემბერი 29th, 2009

ბანალური პოსტი

გუშინ სწავლა დაიწყო და სწავლასთან ერთად ურთულელი წელი,რომელიც უკვე ვრძნობ,რომ ერთ–ერთი ყველაზე რთული წელი იქნება,რაც კი მქონია აქამდე და დარწმუნებული ვარ,ესეთი კიდევ დიდი ხანი არ მექნება(!) გასული წლის (სასწავლო) გაანალიზება რომ დავიწყე,მივხვდი,რომ თავიდან ბოლომდე ეს იყო წყალში გადაყრილი 1 წელი,რომელმაც გაცილებით მეტი ცუდი მომიტანა,ვიდრე კარგი,შეიძლება ითქვას რომ კარგი აბსოლუტურად არაფერი ყოფილა.იმის მიუხედავად,რომ საკმაოდ გვიან ჩავაბარე უნივერსიტეტში და გაცილებით წინდახედული უნდა ვყოფილიყავი თითეულ სიტუაციაში,ყველაფერი პირიქით მოხდა და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წელი ქარს გავატანე.მქონდა შანსი,რომ წინ დიდი ნაბიჯებით წავსულიყავი და პროდუქტიულად გამომეყენებინა პირველი „სტუდენტური წელი“ ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ … დროს უკან ვეღარ დავაბრუნებ და ჩემი წუხილიც დაგვიანებულია.როგორც არ უნდა ყიფილიყო,დარწმუნებული ვარ,უკვე დღეს საქმისადმი ასეთი მიდგომა კარგ სამსახურს გამიწევს მომავალში და ცხოვრებისგან ბოძებულ თითეულ შანსს ბოლომდე გამოვიყენებ.ეს წელი სხვა „სტატუსით“ ცხოვრებას შევალიე,მთელი ეს პერიოდი საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი და შეიძლება ითქვას,რომ მიზანი მიღწეულია,დღეს უკვე დანამდვილებით ვიცი რა მინდა და აწი როგორ უნდა ვიცხოვრო.

თითქმის ყველა ჩემ პოსტში თვითშეფასება გამოსჭვივის და საკუთარ თავს უცერემონიოდ ვაკრიტიკებ,მაგრამ ზუსტად ეს არის ჩემთვის სტიმული,რომ იგივე მომავალში აღარ გავიმეორო და ცხოვრება რადიკალურად განსხვავებული კურსით წავიყვანო.ძალიან რთული აღმოჩნდა სტუდენტობასთან შეგუება,მითმეტეს როცა 16 წელი ფეხბურთს დავუთმე და იმის იქეთ საერთოდ არაფერი არსებობდა ჩემთვის და უცებ – უნივერსიტეტში იურიდილზე უნდა ვისწავლო.ვერაფერით გადავხარშე და სწორედ ამას ვაბრალებ სრულ ინერტულობას.მთელი ცხოვრება ბურთს დასდევ და ბურთის მაგივრად,რომ „სამართლის თეორიის“ წიგნს მოგიტანენ– მიდი ისწავლეო,როგორი გასაკეთებელია ?!

პ.ს. ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში