ბოლო ადგილის მედროშე

უკანასკნელი პოსტის შემდეგ დიდი დრო გავიდა და პაუზა სპეციალურად გავაკეთე,მაინტერესებდა დინამო რას იზამდა და მოლოდინი მთლიანად გამიმართლდა.პირველი მოჩვენებით კარგი თამაშის შემდეგ,გუშინ კიდევ ერთხელ და ვინ იცის მერამდენედ სახეში შეგვაფურთხეს რიგით გულშემატკივრებს და არაფრის მთქმელი და ყოვლად უუნარო თამაში შემოგვთავაზეს.თამაშის განხილვას აზრი არ აქვს,ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს და კაცს სურვილიც არ გაგიჩნდება,რომ კაშიას,კოშკაძისა და მათი ძმების ამაზრზენ თამაშზე,რაიმე კომენტარი გააკეთო.აღარაფერს ვამბობ ქართულ ტელეარხებზე,რომლებმაც პირი შეკრეს და თამაში ცქერა ინტერნეტის ყოვლად უხარისხონო ჩვენებით მომიწია და ნეტა არ მენახა იმ მელოტმა შუაში ჩვენ ფეხბურთელებს რა უყო,ეგეთი დიდი ხანია ბლოგბასტერებშიც კი არ მინახავს ?! გადაურბინ–გადმოურბინა არამარტო მოედანს,არამედ თითოეულ ფეხბურთელს და მკაფიოდ შეახსენა მათ თავიანთი უმდაბლესი დონე,დონე,რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აგერ უკვე რამდენი წელია.

ქართველების მხრიდან ეს იყო „უტიფარი“ დემონსტრირება შიშის,შემობიჭოლიბის,სიმხდალისა,გამოუცდელობისა და არარეალურ ნიშნულამდე დაყვანილი საფეხბურთო დისციპლინისა.თბილისში თითქოს ბოლო ამოსუნთქვამდე ჯიგრით ითამაშეს და ხალხს ოპტიმისტური განწყობა შეუქმნეს,მაგრამ „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ ზუსტად ამაზეა ნათქვამი.ბელგრადში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მკაფიოდ მიგვითითეს გასასვლელი კარისკენ,რომელიც აგერ უკვე წლებია ჩვენების ნავსაყუდელი გახდა,აქ მარტო დინამოზე არ არის საუბარი,ეს ეხება „ზესტაფონს“, „ოლიმპს“, „ვიტ ჯორჯიასა“ და „ლოკომოტივსაც“. ბოლო 2 დღეა მესმის,აი მერებაშვილი რომ არ გვყავდა მაგიტომ გაგვიჭირდაო,მაგრამ თქვე დალოცვილებო,განა ერთ კაცს შეიძლება მივანდოთ გუნდური თამაში და სულისკვეთება ? 21–ე საუკუნის ფეხბურთს ვქადაგებთ და ნუთუ ერთ კაცზე აწყობილი გუნდი ივარგებს თუნდაც უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ? ძალიან მეეჭვება ამ ფეხბურთით თუნდაც მეორე საკვალიფიკაციო რაუნდს გავცდეთ როდესმე.ხომ ვხედავთ,ირლანდიის,მალტის,ანდორისა და ყაზახეთის კლუბებთან გვიჭირს უკვე თამაში და „ეტო იშო ნე პრეძელ“ სამწუხაროდ.

ფიფას რეიტინგში საქართველოს ნაკრების დიდი ხანია ასეულში აღარ არის და ისეთი გუნდები გვისწრებენ როგორებიც არიან : ანგოლა,ფიჯი,გამბია,სუდანი,ბენინი,მოზამბიკი,ერაყი და ა.შ. მახსოვს ოდესღაც 52–ე ადგილზე ვიყავით და არ გვაკმაყოფილებდა ეს ადგილი,ქართველები ხომ საერთოდ ყველაფერში მაქსიმალისტები ვართ ?! გუცაევის,ჩივაძის,ყოფიანისა და ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდები იყვნენ ყველაზე ძლიერი ნაკრებები რაც კი ოდესმე გვყოლია და კარისკენ ისე მივუთითეთ ერთხელაც არ გაგვხსენებია მათი ღვაწლი ქართული ფეხბურთის წინაშე,როგორც უზადო ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისა.დაუნახავი ერი ვართ და ამიტომაც არის,რომ ვერაფერს ვაღწევთ და ჩემი აზრით,ღირსებიც არ ვართ რაიმე ღირებულს მივაღწიოთ ამ მიდგომითა და საფეხბურთო ფილოსოფიით…

2 responses

  1. რა ვიცი რაღა დავწერო, მშვენივრად გიწერია ყველაფერი. ჩივაძეზე მეც მწყდება გული, მაშინ უფრო კარგი ნაკრები გვყავდა. თუ ვცდები?

    :ქართულიფეხბურთისჭირისუფლისსმაილი:

  2. არ ცდები,მაშინ გვყავდა მართლა ყველაზე ძლიერი ნაკრები,აღარ გახსოვს აქ პოლონეთს რა ვუქენით ? იმ ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით,რაც ჯერ–ჯერობით საუკუთსო შედეგია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: