ბოლო პერიოდში,ქართულ სპორტში ოდნავი გამოცოცხლება იგრძნობოდა,ჯერ იყო ქართული კლუბების ევრსოსარბიელზე გამარჯვება,მერე ფაჩულიას 19 მილიონიანი კონტრაქტი,მერე ხურციძის გამარჯვება,ბოლოს რამაზ ნოზაძის სპორტში ღირსეულად დაბრუნება,როცა ჯერ ესპანეთში ჩემპიონი გახდა,ხოლო შემდეგ ბაქოში, უპრესტიჟულეს ტურნირზე რუს მეტოქესთან თანაბარ ბრძოლაში,დათმო ოქროს მედალი.თითქოს წინ მივდიოდით ეს პერიოდი,ოპტიმისტურად განვეწყვე და უკეთესის მოლოდინი მქონდა,მაგრამ ქართლმა კლუბებმა,ზესტაფონით დაწყებული და დინამოთი დამთავრებული,მიჯრით თითქოს ერთანეთის ჯიბრზე ყველა თამაში წააგეს და ისევ იმ პოზიციაში დამაბრუნეს,რომელშიც აგერ უკვე ვინ მოთვლის რამდენი ხანია არა მარტო მე ვიმყოფები.
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს,როდემდე შეიძლება ესე გაგრძელება,როდემდე უნდა ვითმინოთ ახალკაცისა და ქავთარაძის ხუშტურები?როდემდე უნდა გვაყურშაონ და ნაცარი გვაყარონ თვალებში?როდემდე უნდა ვიყოთ დაბრამავებულები და დაყრუებულები,რომ მათნაირი ხალხი ავიტანოთ ? მთელი ევროპა წინ მიიწევს უდიდესი ნაბიჯებით,ჩვენ კიდე გიგანტური ნაბიჯებით საპირისპირო მხარეს მივდივართ და დროზე რამე თუ არ ვუშველეთ ჩვენს თავს,ქართველ ფეხბურთელს აზერბაიჯანის მეორე ლიგაში თამაში სანატრელი გაუხდება,არათუ უმაღესში.გუშინ წილად მხვდა ბედნიერება,ვიტ ჯორჯიისა და მარიბორის თამაშისთვის მექცირა და ნეტავ არ მენახა რაც იქ ხდებოდა,როგორც ჩვენებს სჩვევიათ,უმდაბლესი დონე,ზლაზვნით გადაადგილება,სტადიონზე სეირნობა,გახსნაზე,სწორ პასსა და რაიმე მახვილგონვრიულ ჩანაფიქრზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.ლიპარტია,ბეჭვავია,კლიმიაშვილი,რაზმაძე თითქოს იმედისმომცემი და პერსპექტიული ფეხბურთელები არიან,მაგრამ შენი დონე ევროპის მასშტაბით თუ არ დაამტკიცე ,აბა სად უნდა გვანახო კლასი ? საქართველოს ჩემპიონატში ზუგდიდის „მგლებთან“ ? ან ბოლნისის „სიონთან“ ? ფეხბურთელი მასზე მაღალი დონი ფეხბურთელთან თამაშში იზრდება,იხვეწება და ნამდვილ პროფესიონალად ყალიბდება,ჩვენ კი ყველაფერი უკუღმა გვესმის,ამიტომაც არის ყველაფერი სავალალოდ.სლოვენიური გუნდი რომ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული ეს გუშინაც ნათლად გამოჩნდა.სათამაშო დისციპლინა უმაღლეს დონეზე,ურთიერთ დაზღვევა იდეალური,ყველა მოთამაშემ იცოდა მისი ადგილი მოედანზე და თითეულმა მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით კარგად შეასრულა,აქედან გამომდინარე ეს დამამცირებელი მარცხიც არ იყო გასაკვირი,მართალია თავიდან რაღაცას ვფაფხურობდით,მაგრამ როგორც კი სლოვენიელებმა საკუთარი თამაში იპოვნეს,აი იქ მოკვდა ქართველების „პრასტრელზე“ და „ვაი ტექნიკაზე“ აქცენტირებული ფეხბურთი. ანგარიში კიდევ რეალურად არ ასახავს სხვაობას სლოვენიურ და ქართვულ ფეხბურთს შორის.
ქართველი გულშემატკივარი ხომ საერთოდ განსაკუთრებული ფენომენია,მარტო ჩვენ თუ შეგვიძლია გაშლილი დანების,ბოქლომებისა და წყლით სავსე ბოთების სროლა,თან ამ ბოლო დროს მიზანიც გამოვასწორეთ და პირდაპირ მსაჯის თავს ვარტყამთ ზემოთ აღნიშნულ საგნებს.ადრე ვაცილებდით და მსუბუქად მაინც გვსჯიდნენ.
ჩვენს ქვეყანაში გულშემატკვრობის არანაირი კულტურა არ არსებობს,შეგნება მინიმუმადეა დაყვანილი და ამიტომაც არის ასე რომ გავითქვით ევროპაში სახელი,არა ფეხბურთის კარგი თამაშით,არამედ „რაც ხელში მოგხვდება“ იმის სროლით.
ეეე, ნეტავი სათაურისთვის დამეჯერებინა და არ წამეკითხა მართლა 😦
სპორტული გაზეთები არ მიყიდია კაი ხანია და დინამოს ვისთან ჰქონდა ან საერთოდ რა ტურნირზე გამოდიოდა? ამ ახალ ტურნირებში და წესებში ვერ ვერკვევი ჯერ
იგივე უაეფას თასია,ერთი ეგ არის,რომ სახელი შეუცვალეს და “ევროპის ლიგა” დაარქვეს,რაც არ უნდა ერქვას და რა ფორმატისაც არ უნდა იყოს,ჩვენ მეორე რაუნდს ვერასდროს გავცდებით ამ ბედოვლათების ხელში ?! ))
დინამო საერთოდ პაზორია,ლიტვის მეტალურგთან რომ წააგებ,რაღაზეა იქ საერთოდ საუბარი,ერთი აქ ვნახოთ რას იზამენ.
მოიცა, დინამომ 3-1 არ მოიგო გუშინ და შემდეგ ეტაპზე არ გავიდა? :სპყ:
ზესტაფონმა კიდე დამატებით დროში წააგო ჰენრიკ ლარსონის ჰელსინგბორგთან, მაგასაც არ მოველოდი.
ეგ კი არა და ბოლო 2-3 წელიწადთან შედარებით კარგად გამოვიდნენ ჩვენი კლუბები წელს. შემდეგ ეტაპზე ვნახოთ დინამო რას იზამს.
დამიჯერე,ეგ ყველაფერი მოჩვენებითია,აგერ ჩამოვა “ცრვენა ზვეზდა” და ნახავ რასაც უზამს საამაყო “დინამოს”. ))
აგერ ახდა შენი პროგნოზი რა გინდა :))) ეჰ..