რწმენა დაკარგული

ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ყველაზე ძნელად აღსაქმელია და ამის გაცნობიერებას გარკვეული ნიჭი და ცოტა გამოცდილებაც სჭირდება.ერთ დღეს გაიღვიძებ და დიდების მწვერვალზე ხარ,გავა დრო და აღმოაჩენ,რომ ყველაფერი მირაჟივით სადღაც გაქრა და ხელში არაფრისმთქმელი და გაუცხოებული საკუთარი თავიღა შეგრჩა.ასეთებს თვითკმაყოფილ იდიოტებსაც უწოდებენ,უზუსტესი ეპითეტია თავისი გაგებითა და შინაარსით.

უიღბლო ადამიანებზე ბევრი მსმენია და რეალური მაგალითებიც მქონია ამის.მე კი კმაყოფილი ვიყავი და საკუთარი თავი ძალიან იღბლიანი მეგონა გარკვეულ პერიოდამდე,მანამ სანამ ერთ დღესაც მეც მათ ნუსხაში არ აღვმოჩნდი და თავი უმწეო მდგომარეობაში არ ვიხილე.ძნელია გააცნობიერო რომ ყვალაფერში კრახი განიცადე და ყველაფერი რასაც იქამდე აკეთებდი მარტის თოვლივით სადღაც გაუჩინარდა და თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს.არ ვიცი,სხვამ რა იგრძნო როცა ამას მიხვდა,მაგრამ მე ერთი ერთი კითხვა მაშინევე დამებადა,რომლის პასუხიც ვერაფრით მოვიძიე – ეხლა რა უნდა ვქნა ? ადგე და ყველაფერი მიატოვო ? წახვიდე და გადაიკარგო სადმე შორეულ ქვეყანაში? მაგრამ აქ თუ არაფერში გაგიმართლა,იქ რა ღმერთი გაგიწყრება,რომ ყველაფერს მიაღწევ ? ამაზეა ნათქვამი,“მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს,თუ ბუნებამაც არ უშველაო.“

რაც არ უნდა და როგორც არ უნდა იყოს,როგორ შეიძლება ადამიანმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაკარგო და გაანდგურო ? როგორ შეიძლება რომ საკუთარ სიზარმაცეს უიღბლობას აბრალებდე და მერე თავს იმართლებდე,ვითომ ნამეტანი ბედისგან გარიყული ადამიანი იყო და ფიასკო ყველაფერში შენი თანმდევი იყოს ? ჯერ იყო სპორტში ჩავიკარგე ძალიან ღრმად,მერე საყვარელი ადამიანი დავკარგე,ეხლა კი სიმწრით მოპოვებულ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას ვკარგავ და ამის მერე მოდი და როგორ გინდა რომ არ დაიგრუზო ? ახია რა ჩემზე,არაფრის ღირსი არ ვარ და არ ვიმსახურებ წარმატებულ ცხოვრებას,როცა იყო ვერ შევიშნოვე და ეხლა უკვე ძალიან გვიანია შეცდომების გამოსწორება.გვირაბის ბოლოს სინათლეც რომ არ ჩანს ეს არის ყველაზე ცუდი,მაგრამ მე მაინც ჯიუტად გავაგრძელებ გზას და დაველოდები სანამ იმ „სხივს“ არ ვიხილავ,რომელიც ჩემი გამართლების ერთგვარი სიმბოლო იქნება და საკუთარი თავის რწმენას დამიბრუნებს,რომელიც უკვე ვინ იცის მერამდენედ დავკარგე.

მინდა მჯეროდეს,რომ ოდესმე მეც მოვიმკი დღევანდელობას,როცა აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს საკუთარი შეცდმოები და მათ გამოწორებას ასე ჯიუტად ვლამობ.იქნებ მეც დამიფასდეს ჩემი „გარჯა“ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიპოვო,რომელიც ჯერ კიდევ ვაკანტური და შესაბამისი კანდიდატურის მოლოდინშია …

7 responses

  1. chemo Giorgii momcons sheni optimizmi da shemarteba..mivesalmebii..ubralod ertts davamateb..yvelafershi ufals miende..shen ki gulshi evedre ..ar dagtovebs …gaixsene patriarqis qadageba..yoveli marcxi da tkivili ,momavali sixarulis da gamarjvebis maucyebelia…yvela dagmarts agmarti moyveba ..ai aq gchirdeba motmineba da didi nebisyofa….romelsac ufaltan siaxlove gascavlis…

  2. მჭირს ხოლმე ასეთი “ჩავარდნები”,მაგრამ ოპტიმიზმს არასდროს ვკარგავ და ყოველთვის კარგი მომავლის იმედი მაქვს.მართალია, ყველა დაღმართს აღმართი მოყვება და აქედან გამომდინარე ფარ–ხმალი არასდროს დამიყრია.სულ ვცდილობ ,რომ არსებულზე უკეთ ვიცხოვრო,მაგრამ ისიც მესმის,რომ უფლის ნების გარეშე ამის მიღწევა,წარმოუდგენელია…

  3. ჩავარდნები შენ ჩემი იკითხე…არის კი უპრობლემო ეს ცხოვრება?მაგრამ მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გიპასუხე..და მიხარია რომ შენც ასე საღად აზროვნებ..დეპრესია ეს ბოროტის მოგონილი ხრიკია..რომ დაღუპოს ადამიანის უკვდავი სული..და მასთან ბრძოლა ისევ ლოცვით და უფლის იმედითაა შესაძლებელი.. <3<3<3

  4. რეალურად რომ ავიღოთ,პრობლემების გარეშე ცხოვრება მოსაწყენიც კი შეიძლება იყოს,მათი მოგვარება კი ამ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.მთავარია ვინ როგორ გაუმკლავდება არსებულ სიატუაციას და რა გამოსავალს მოძებნის.ჩემი “ჩავარდნები” შეიძლება ითქვას,რომ უკვე წარსულია და დღეს 100%–ით გააზრებულად ვდგამ თითოეულ ნაბიჯს…

  5. echvic ar mepareba,rom yvelaferi carsulshi darcha da amitom chven momavlis imedit unda viyot..da ukan agar mivixedot..carsuli chveni tkbil-mcare gakvetilebia..da adamiani imedit cocxlobs..axali leqsi dacera patriarqma…monaxe da caikitxe…da yvela fraza gaitavise..es yvelas gvexeba..amaze mets agar getyvi chemo Giorgi..iq yvelaferi kargadaa tqmuli…didi pativiscemit Xato..

    P.S sul damavicyda romeli cminda mama evedreboda gmerts:-ratom mimatove ufalo,gansacdelebis gareshe nu damtovebo. roca gansacdelebi da shechirveba gvaqvs mashin ufali chventanaa…
    da mas visac dalxenili cxovreba aqvs…..
    “vai mas” ..

  6. აუცილებლად მოვძებნი და წავიკითხავ.დიდი მადლობა გამხნევებისა და კეთილი სურვილებისათვის.

  7. “მერე საყვარელი ადამიანი დავკარგე “-rogor dakarge?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: