ვაშა რუსებს !

სათაურის წაკითხვისას ვიღაცა იფიქრებს,რომ  ქვეყნის მოღალატე და დამაქცეველი ვარ,მაგრამ როცა პოსტს ბოლომდე წაიკითხავს,მიხვდება რომ საქმე სულ სხვა რამეშია )) არაერთ პოსტში აღვნიშნე,რომ ფეხბურთზე და ფეხბურთის გარშემო ძალიან ხშირად მექნება საუბარი.ამ პოსტის დაწერის მიზეზი კი რაღა თქმა უნდა გუშინდელი დღე იყო,დღე,რომელმაც ორი საფეხბურთო სპექტაკლი შესთავაზა ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივრებს.ლივერპული – არსენალი,რეალი – ხეტაფე.თავისთავად როცა ლივერპულისა და არსენალის თამაშის საყურებლად ემზადები ყოველთვის გაქვს იმის განცდა,რომ აუცილებლად ძალიან დიდ ფეხბურთს იხილავ და დატკბები თითოეული ფეხბურთელის უმაღესი საფეხბურთო ოსტატობით.ფაბრეგასი,ტორესი,კარაგერი,ბენაიუნი,ნასრი და რა თქმა უნდა არშავინი,რომელმაც უფასო საფეხბურთ გაკვეთილი ჩაუტარა არამარტო ლივერპულის ფეხბურთელებს,არამედ ენფილდზე შეკრებილ თითეულ ფანს. 4 გოლი ლივერპულის კარში,თანაც სტუმრად,ამას მოხერხებაცა და ალბათ იღბალიც უნდა.მისი დახვეწილი და უზადო ტექნიკა,მოედნის იდეალური ხედვა,სისწრაფე,საგოლე ალღო,ართმევაზე თამაში.მეტი რა სჭირდება ფეხბურთელს,რომ მას მსოფლიო ფეხბურთის უკაშკაშესი ვარსკვალი ვუწოდოთ დღევანდელ დღეს ? ალბათ არც არაფერი და სწორად ამიტომ ვფიქრობ,რომ არშავინი უდავოდ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკუთესო შემტევი ტიპის ნახევარმცველია.

რეალი – ხეტაფეს მატჩის პერიპეტიების მიმოხილვას რომ მივყო ხელი ძალიან შორს წავალ,ამიტომაც ამ თამაშს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო წლების ერთ–ერთი ყველაზე დრამატული,დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა,ლივერპული – არსენალისა და ჩელსი – ლივერპულის მატჩების დარად.თამაშში იყო ყველაფერი,უმაღლესი დონის ტექნიკის დემონსტრირება,ბრძოლა მოედნის თითეული მტკაველისთვის,ულამაზესი გოლები,წითელი ბარათი,გაცუდებული პენალტი,პეპეს უსაზიზღრესი და არასპორტული საქციელი,შეხლა–შემოხლა და ბოლოს იგუანი,ფეხბურთელი,რომელმაც მარტომ „ათრია“ რეალი და სწორედ მისი დამსახურებაა,რომ რეალი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის თეორიულ შანსს.

ფეხბურთის სპეციალისტებისგან ხშირად გამიგონია,რომ ფეხბურთის ყურების დროს აუცილებელი „ატრიბუტია“ კარგი კომენტატორი.ნტვ–ზე რომ თავისი საქმის ნადვილი პროფესიონალები ჰყავთ ეს არაახალია და ეს გუშენდელ შეხვედრებშიც დამტკიცდა.კომენტატორები,რომლებლაც პირდაპირი მნიშვნელობით თამაშში ჩამითრიეს და ბოლომდე თითქოს დაჰიპნოზებული ვუცქერდი ჯერ ერთ,ხოლო შემდეგ მეორე თამაშს.აბა ის არის საქმე,ობოლაძის მოსმენისას ფეხბურთის ყურება რომ შეგზიზღდება და ძილი მოგინდება?შეცდომით წარმოთქმულ გვარებზე ხომ უკვე ლეგენდები დადის.ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ დიმა საქრთველოში საუკუთესო კომენტატორად ითვლება ?! რუსი კომენტატორები კი თითოეულ ეპიზოდს იდეალურად უკეთებდნენ კომენტარს და არც საკუთარ ემოციებს მალავდნენ როცა თამაშის საკვანძო მომენტები ხდებოდა.ეჰ,ნეტა ერთი „ჩერდანცევი“ საქართველოშიც მოიძებნებოდეს…

4 responses

  1. ჰეჰ, მაგარი პოსტია 🙂 თეორიული კი არა თასს რომ შეათამაშებს რაული, მაშინ დაგიწერ რომ კაი პრაქტიკული შანსიც გვქონია 🙂

    ობოლაძე ხომ საერთოდ უკომენტაროდ

  2. ღრმა ბავშვობაში რეალის გამოუსწორებელი ფანი ვიყავი და გამეხარდება თუ ჩემპიონი გახდება.ბარსა არ მევასება და მომკალი ))

  3. უსახელო

    კარგი იქნება ტექნოლოგიები ისე თუ განვითარდება რომ შესაძლებელი იყოს ფეხბურთის ყურების დროს კომენტატორის ხმა გამოვრთო და მხოლოდ სტადიონის ჟრიამულის ხმები მესმოდეს. მე პირადად ვახო გეგელიასა და ლევან სალუქვაძის დუეტი მომწონს ქართველი კომენტატორებიდან.
    P.S. ბარსას ფანი. 🙂

  4. კარგი კომენტატორი დიდ პაუზას აკეთებს როცა სტადიონზე დაძაბული მომენტია და “ადგილს” ტრიბუნაზე მყოფ ხალხს უთმობს…ყველაზე მაგრად ეს უტკინსა და ანდრონოვს ეხერხება ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: