გაღიმება ქართულად

პრობლემა,რომელზეც მინდა რომ ამ პოსტში ვისაუბრო შეიძლება ბევრისთვის არც თუ ისე აქტუალურია,ბევრს კი შეიძლება არც არასდროს შეუმჩნევია და ყოველთვის მის ყურადღების მიღმა ხდებოდა და ხდება,მაგრამ,პირადად ჩემთვის, პრობლემა ძალიან დიდია და ყოველთვის ბევრს ვფიქრობ თუ რამ შეიძლება გამოასწოროს ეს საკითხი,მაგრამ რაიმე ხელჩასაჭიდამდე ვერცერთხელ მივედი.ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ ამის ტენდეცია უკვე ათწლეულებია გრძელდება და ვშიშობ კიდევ დიდი ხანი მოგვიწევს მოღუშული სახეების ყურება თბილისის ქუჩებში.ყოველთვის მაწუხებდა როცა ჩვენ ქალაქში ვერცერთ მომღიმარ სახეს ვხედავდი,ხალხი ყოველთვის ისე გიყურებდა თითქოს შენ ან შენ ახლობელს მისი ვალი გქონოდეთ და დიდი ხანი არ უსტუმრებდით.დრო გადიოდა,ნელ–ნელა ახალი თაობები წამოვიდნენ,მაგრამ სიტუაცია კვლავაც უცვლელია და ნეგატიური მუხტი მოდის აბსოლუტურად ყველასგან.

ქართულ მენტალიტეტს,ეკონომიკურ მდგომარებას,უმუშევრობას,სიღარებეს თუ რას დავაბრალო,რომ აგერ უკვე რამდენი წელია თბილისში ერთი გღიმებული სახის დანახვა ალმასის მოპოვების ტოლფასი გახდა ?! როგორც კი მომღიმარ სახეს ვხედავ,დარწმუნებული ვარ,რომ იგი რომელიმე შორეული ქვეყნის შვილია,რომლიც უღიმის ყველასა და ყველაფერს,ამით საკუთარი თავიც მოჰყავს კარგ განწყობაზე და სხვის განწყობაზეც ძალიან დადებითად მოქმედებს. რომ ვთქვა,გოგოები უფრო წინ არიან ამ საკითხში არ ვიქნები მართალი,გოგოცა და ბიჭიც ზუსტად ერთ დონეზე არიან.ხშირად დამიჭერია ადამიანი ისეთ მდგომარებაში,როცა სპეციალურად იღებდა „გაბრაზებულ“ სახეს და გზას აგრძელებდა ,ბოლოს ისე შემოგხედავდა თავი სომალის მკვიდრი გეგონებოდა,ხოლო ის ამერიკის პრეზიდენტი.ძალიან ტონკად დაჭერილ სახეებსაც ბევრჯერ წავმწყდარვარ.მოდაშია ვაჟნი ვზგლიადით სიარული თუ რა ხდება ? ყველა რატომ ცდილობს რომ ნაძალადევი სერიოზული დაიჭროს და გარშემომყოფს რამისკენ მიანიშნოს ? ამით ვიღაცაზე მაღლა დადგება და რამე ემატება თუ … ?!თბილისში გაღიმება დანაშაულის ტოლფასი გახდა.

პ.ს. ვარაზზე რომ ზანგი მათხოვრობს,იმის დანახვა მარტო იმიტომ მიხარია,რომ აბსოლუტურად ყოველთვის მომღიმარი სახე აქვს და ლექციებისა და სემინარების წინ დადებითი მუხტი მოაქვს ხოლმე…

7 responses

  1. მოდაშია ვაჟნი ვზგლიადით სიარული თუ რა ხდება ? ყველა რატომ ცდილობს რომ ნაძალადევი სერიოზული დაიჭროს და გარშემომყოფს რამისკენ მიანიშნოს ? ამით ვიღაცაზე მაღლა დადგება და რამე ემატება თუ … ?

    გამეცინა, ისე ზუსტად არის აღწერილი 🙂 შეიძლება ეშინიათ, რომ გაღიმება ვინმემ პიროვნულ სისუსტედ არ ჩამოართვას 🙂

    არა და მამენტ მე რომ ასკინკილა დავდივარ ხოლმე სომალელი ვარ? 🙂 🙂 🙂

  2. სომალელები ვართ,ვაჟნით ვინც დადის კიდე კაი ტიპი ))

  3. წინ გამოწეული გაბუტული ტუჩები,მოჭუტული თვალები და შუბლზე ატყორცნილი ძარბი.აი ეზაა გარდველი ვაჟნი გოგჯოების მზერა ბლია! 😀

  4. სასაცილო იცი რა არის? რომ შენს გარდა კიდევ ძალიან ბევრი აღნიშნავს ამის შესახებ, ანუ ბევრი ხვდება და იცის, მაგრამ რად გინდა? ისევ ისეთი სახეები.

    ზოგადად ხალხის პრობლემა ზუსტად მაგაშია – ხვდებიან, მაგრამ არ აკეთებენ.
    ეჭვი მეპარება, ეს ეკონომიურ პრობლემას ან სხვა მსგავსს ეხებოდეს. უბრალოდ ძვალში აქვთ გამჯდარი ცუდ ხასიათზე ყოფნა.

  5. ქართული მენტალიტეტია.დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია,ამიტამაც დადის მასა “გაბრაზებული”,მაგრამ სპეციალურად ასეთი სახის მიღება უკვე მენტალური პრობლემა აღარ არის,აქ სხვა რაღაცაშია საქმე …

  6. ნუ ხო. პრინციპში ზოგიერთი ”თანამედროვე” გოგო ეგრე ”დასტოინობის” და ”თავშეკავებულობის” იარლიყს იწეპებს… მაგრამ ცოტა ”ვზროსლი” ხალხი? მაგათ რა მიზეზი უნდა ჰქონდეთ? 🙂

  7. ალბათ ისევ და ისევ პრობლემატური ცხოვრება,რომელიც გაღიმების საშუალებას არ აძლევს არავის.

    პ.ს. ამერიკაში რომ ვიყავი აბსოლუტურად ყველა გამვლელი მიღიმოდა და გიჟებად ვთვლიდი,მაგრამ თურმე “სად ბანაობ” ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: