Daily Archives: აპრილი 16th, 2009

კიდევ ერთი პოლიტიკური პოსტი

შემოქმედებით კრიზისს განვიცდი და არ ვიცი რაზე დავწერო,ხოდა მეც გადავწყვიტე,რომ წარსულის სიღრმეებში წავსულიყავი და კიდევ ერთი ავად სახსენებლი დღე გამეხსენებინა.ეს იქნება პოსტი.რომელიც 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დავწერე,ვინაიდან მაშინ აქტიური ბლოგერი არ ვიყავი,ეხლა შემოგთავაზებთ ჩემს ხედვას იმ დღისა და ზოგადად იმ პერიოდის შესახებ.კიდევ ერთი პოლიტიკური პოსტი…

დღევანდელმა დღემ და დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილმა უამრავმა პრობლემამ გადამაწყვეტინა ამ ყველაფრის დაწერა.მე,როგორც,ერთ ჩვეულებრივ ამქვეყნის შვილს,მაწუხებს ის ყველაფერი,რაც დღეს ჩვენს სამშობლოში ხდება.მე არ ვეცდები,რომ ჩემი სუბიექტური აზრი ვინმეს თავს მოვახვიო.უბრალოდ,მინდა,ჩემი შინაგანი გულის ტკივილი,რომელიც ამ ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარულით არის გამოწვეული,ფურცელზე გადმოვიტანო და ასე მაინც შევიმსუბუქო ჩემი სულის შინაგანი ტანჯვა. საქართველოს რამდენიმე ათასწლინ ისტორიაში ყოველთვის იყო ისეთ მომენტები,როცა გადაშენების საფრთხის წინაშე ვიყავით.გარეშე მტრებისგან მუდამ დაპყრობილი ჩვენი საქართველო,ყოველთვის ახერხებდა დამპყრობლის კლანჭებისგან თავის დახსნას.რა ვაჟკაცობისა და სიმამაცის ფასად უჯდებოდათ ეს ყველაფერი,ყველამ კარგად ვიცით.რომ არა მოღალატეები,დღეს გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით და აღარ დაგვჭირდებოდა ხან ერთი სახელმწიფოსთვის მოგვემართა დახმარებისათვის,ხან – მეორე.

უახლეს ისტორიაში,საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირებამ მძლავრად იჩინა თავი,ბარიკადების ერთ მხარეს თუ ქართელი იდგა,მეორე მხარესაც მისი თანამოძმე იდგა და ეს იყო ყვალაზე დიდი ტრაგედია.ამ ყველაფრის საშოშროება დღესაც არის და ნუთუ გვსურს ხალხო,რომ ისევ 90–იან წლებში დაბრუნდეთ ?! ჩვენი მუდმივი მტერი რუსეთი,რომ მუდმიდ მონობაში გვამყოფებდა,დაგვავიწყდა ? ან ის დაგვავიწყდა ,როდორ ვცდილობდით იატაქვეშიდან ამ მძლავრი მანქანის დამარცხებას?მანქანა,რომელიც მომაკვდინებელი ძალით იყო წარმოდგენილი.რუსეთი,რომელიც გვბომბავს,პირში გვაგინებს,გვაფურთხებს,შეურაცხყოფას გვაყენებს,რომელსაც არ უნდა,რომ ლამაზი და გაერთიანებული საქართველო გვქონდეს და ყველაფერ ამის შემდეგ,ზოგიერთ პოლიტიკოსი კიდვ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთბაზე მელაპრაკება,იმ რუსეთზე,რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს,ჩვენი უამრავი თანამოქალაქე ნიჩბით ამოჯლიტა მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი აზრი გამოთქვეს.

2007 წლის 7 ნოწმბერი,კიდევ ერთ სისხლიანი დღე ჩაიწერა საქართველოს ისოტრიაში,რომელმაც სულით ხორცამდე შესძრა თითეული ქართველი.ამ დღეს ხომ ქართველმა ისევ ქართველზე ასწია ხელი და უფალს მადლობა გადავუხადოთ,რომ ამ ყველაფერმა მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.მსხვერპლი არ იყო პირდაპირი მნიშნვლეობით,მაგრამ ამ ყველაფრის მსხვერპლი ხომ ისევ და ისევ ქართველი ერი იყო,ის ვინც მოვლენების ეპიცენტრში იყო და ის ვინც ტელევიზორს მიჯაჭვული ადევნებდა თვალყურს ამ სულისშემძრელ კადრებს.არ მინდა,ვიღაც გავაკრიტიკო ან კვერი დავუკრა,მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს?ხელისუფლებამ,რომელმაც სახელმწიფოებრიობა დაიცვა,თუ ოპოზიციამ,რომელმაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა?ზოგიერთი ოპოზიციონერის თანამდებობრივი მისწრაფებების გამო ხომ უბრალო ხალხი დაზარალდა? მასა,რომელიც ძირითადად სოციალიური გაჭირვების გამო ადგა იქ. რუსთველის გამზირზე,სიტუაცია რომ მეტ–ნაკლებად დარეგულირდა,ქართულმა საზოგადოებამ ყოვლად ამზრზენი კადრები იხილა,როცა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი თავიანთ აქტივისტებთან ერთად,მადლობას უხდიდნენ ჯარისკაცებსა და სპეცრაზმელებს ვაჟკაცობისა და ბრძლაში გამარჯვებისათვის.ეს „პატარა კაცუნები“,რომლებიც ცდილობდნენ,რომ ამ თავიანთი „მარშით“ ხელისუფლების კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.მათ ამ თავიანთი ნაბიჯით უღალატეს ყველაფერ ადამიანურს,ვაჟკაცურსა და თუნდაც პატრიოტულს.ქართლმა საზოგადოებამ ამ ყველაფერს შეფასება მისცა და მათ ყოველგვარი ზედმეტი ეპითეტის გარეშე უწოდა – არაკაცები !განა ადამიანი როგორი გაგიჟებული უნდა იყოს მაღალი თანამდებობის პერპექტივაზე,რომ ამ ყველაფერს უღალატო?განა მათში ის ქართლი სისხლი არჩქეფს,რომელიც ასიათასიან მტერს ვაჟკაცურად უდგებოდა და ხშირ შემთხვევაში მათგან ქვა–ქვაზე აღარ ტოვებდა ?!ამ დღეზე ბევრი დაიწერა,ზოგი ცდილობს გმირი იპოვოს ამ მოვლენებში,ზოგიც ანტიგმირის პოვნას ესწრაფვის.როგორც არ უნდა იყოს,ეს დღე ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილია და საუკუნეები დასჭირდება ამ დღის დავიწყებას და იოტისოდენადაც ამ მეპარება იმაში ეჭვი,რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ერია.

ილია ჭავჭავაძე თავის ეპოქაში იმ რეჯიმს საკუთარი კალმით ებრძდა,კალამი,რომელიც მისი იარაღი იყო რუსეთის მძლავრი მანქანის წინააღმდეგ.განა რუსეთ კარგი რომ ყოფილიყო,ილიას ვინმე დაასწრებდა ამ ყველაფრის აფიშირებას? ჩვენ რა უბედურება გვჭირს,რომ ისევ იმ რუსეთს შევნატრით,რომელიც ადამიენებად არ გვთვლის და შანსს ხელიდან არ უშვებს,რომ რამენაირად დაგვამციროს და დაგვასუსტოს ? „ხალხი ბრბოა“ ნათვამია და ეს რომ სრული ჭეშმარიტებაა არაერთხელ დამტკიცებულა,ხალხის მასა რომ შეუჩერებელია ესეც დამტკიცებული ფაქტია და ჩვენ უნდა ვეცადოთ,განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მასები ერთმანეთს არ დავუპირისპიროთ და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში,სადაც დემოკრატიული იდეალები და ღირებულებები იქნება მთავარი და არა „ფაშისტური“ და „კომუნისტური“ ფასეულობები. ეხლა პასიურობის დრო არ არის,ბევრი „ფეხებზემკიდია“ ადამიანი დღეს სირაქლემას პოზაში იმყოფება,მაგრამ განა ესე ყოფით ვუშველით საქმეს ?! ყველამ თავისი ეცადოს და გააკეთოს,დრო კი ყველაფერს გვიჩვენებს,ამაზე არის ზუსტად ნათქვამი „ცუდად ჯდომას,ცუდად შრომა ჯობსო“…