დაუფასებელი გმირობა

ჩემი მეგობარი ბლოგერის სიტყვებით დავიწყებ ამ პოსტს,პოსტს,რომელშიც მინდა აგვისტოს მოვლენების შესახებ დავწერო:”მაგრამ გული ამიცრუვდა..ყველა მეზიზღება,ყველა ვინც სკამებზე ზის დაყველა ვინც იქ დგას...“(daliela) ამ სიტყვებში არის ყველაფერი ის რასაც ვგრძნობ და სახელი ვერ დამირქმევია,ამ სიტყვებმა და მისმა პოსტმა აგვისტოში დამაბრუნა და მთელი თავისი საზიზღრობებით კიდევ ერთხელ შემაგრძნებინა ის ავად სახსენებელი დღე,დღე,რომელმაც საქართველოს ისტრიაში დაიდო ბინა,როგორც ერთ–ერთი ყველაზე ავადგასახსენებელი პერიოდი,რომელაც უამრავ ქართველ ვაჟკაცს მოუსწრაფა სიცოცხლე.ძალიან ადვილია დადგე და ხელისუფლება აკრიტიკო იმ მოვლენებისთვის,ადვილია თავს ლაფი გადაასხა,მხოლოდ იმიტომ რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუჩნდა,ადვილია ურთულეს გადაწყვეტილებაში შეცდომის პოვნა,მაგრამ მოდით ამ სენისგან (სენი რომელსაც „სააკაშვილი“ ჰქვია ბევრისათვის) ცოტა ხნით მაინც გავთავისუფლდეთ და ყველაფერს რეალურად შევხედოთ.

ამ დღეზე უამრავი დაიწერა და ითქვა,საქრთველომ იგლოვა მისი გმირები,ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები,მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია ამ ხალხის მართლაც რომ სათნადოდ დაფასება.ძალიან ბევრი მიფიქრია ამ დღეებზე და ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიჩნდებოდა,მიჩნდებოდა იქედან გამომდინარე,რომ ლაპარაკში ყველანი მაგრები ვართ,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება იოტისოდენადაც კი არ ვიმსახურებთ იმას,რომ საქართველოს შვილები გვერქვას.გაკვირვებული და გაოცებული ვიდექი ძმათა სასაფლაოზე როცა უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი ჩვენს გმირებს.ხალხი ირეოდა,მაგრამ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ისევ მათი მეგობრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.მე კი ვიდექი გაოგნებული და თავში ერთი აზრი მიტრიალებდა– სად არიან უბრალო ქართველი მოქალაქეები,რომელბსაც თავი ნამდვილ პატრიოტებად მოაქვთ? სად არიან ისინი,ვინც გუშინ და გუშინწინ ამ ხალხს ზეაღმატებით ხარისხში მოიხსენებდა ? უბრალო მოქალაქე იყო იმდენი,რომ ორი ხელის თითი მეყოფა დასათვლელად.ვერ გავიგე,ესეც სააკაშვილის ბრალია ? ისიც ამ მთავრობისა და ხელისუფლების ბრალია,რომ ფეხის მიდგმა დაგვეზარა ძმათა სასფლაოზე,რომ უღირსეულესი ქართველი გმირები უფალს ჩაგვებარებინა ? ყველაფრის სხვაზე გადაბრალება გვიყვარს ხოლმე ,მაგრამ ეს ვის დავაბრალოთ ?! ქართველმა ბიჭებმა თავი გაწირეს თითოეული ჩვენგანისათვის და ჩვენ სასაფლაოზე მისვლაც კი დაგვეზარა,რომ მადლობა გადაგვეხადა მათთვის ამ გმირული ნაბიჯისათვის…მოდით ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და სანამ სხვის კრიტიკას დაიწყებდეს,ჯერ საკუთარ თავთან იყოს მართალი,იყოს ღირსეული,რომ უფლება ჰქონდეს აკრიტიკოს სხვა,თუნდაც უღირსი…

10 responses

  1. მათი მოგონება მარტო სუფრებზე იციან,აი იმ ბიჭებს გაუმარჯოთ და ბლა ბლა ბლა…..

  2. აი, ახლა როგორ ნამუსზე ამაგდე (და ალბათ არამარტო მე), რომ სასაფლაოებზე არ ავედი. არც მომსვლია ეგ აზრად… არ გამოვა ჩემგან კარგი ადამიანი.

  3. ძალიან ცუდი რომ ბევრს არ მოუვიდა ეგ აზრად.კარგ ადამიანად დადგომაზე არ არის აქ საქმე,უბრალოდ რატომღაც თითქმის ყველამ მიივიწყა,რომ მათაც სჭირდებოდათ ის ცრემლი,ცრემლი,რომელიც მათი ღირსეულად დაღუპვის სიმბოლო იქნებოდა.

  4. ჰიუსტონს ვეთანხმები, მეც მრცხვენია რა, რომ იქ არ ვიდექი…ამ დღეებში აუცილებლად ავალ და ჩემ ვალს მოვიხდი, თუ ამას კიდევ ვალის მოხდა ერქმევა…

  5. მაპატიეთ, მაგრამ კაცი ტომ უტვინოდ დაიღუპება, მე მაგას გმირობად არ ვთვლი.. და არიქა, სადღეგრძელოებში მათი გმირებად მოხსენება ცოტა ზედმეტია… ხო, ალბათ საზიზღარი ვარ …

  6. აქ ზუსტად იმაზე მაქვს ლაპარაკი,რომ ქართველები მარტო სადღეგრძელოებში ვართ მაგრები.ჩვენი ჯარისკაცების გმირობის უფრო ზუსტ შეფასებას ჩვენი მომდევნო თაობები გააკეთებენ.მე მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვი…

    პ.ს. საერთოდ,ნებისმიერ პირობებში(ხაზს ვუსვამ – ნებისმიერ პირობებში) სამშბლოსთვის დაღუპული ადამიანი უკვე გმირია.ვინც მათ საქციელში გმირობას ვერ ხედავს,მარტივად რომ ვთქვა – ბრმა არის !

  7. ხო, საერთოდ, უძველესი დროიდან ეგრე თვლიდნენ და იმასაც ამბობდნენ, სამშობლოსთვის თავდადებული სამოთხეში ხვდებაო, მაგრამ იმას არ ითავლისწინებდნენ, რომ ომში წასულები უფლის ერთ-ერთ მცნებას არღვევდნენ 🙂

    შეიძლება იყო გამორჩეული პიროვნება, გააკეთო რამე განსაკუთრებული, ის რასაც სხვა ვერ გააკეთებს, მაგრამ ეს გმირად არ გხდის. მე გმირობას ცოტა სხვა რაღაცას ვეძახი და სულ არაა საჭირო რაღაცას შეაკვდე, რაიმე იდეალს ან იდეას…
    ნუ, პირინციპში ესეც ჩემი აზრია, რომელსაც ბევრი ვიცი, არ დაეთანხმება.

    მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვერ ვპოულობ გმირობაში გმირულ მომენტებს… ალბათ მართლაც ბრმა ვარ… ყოველ შემთხვევაში დღემდე ვერ გამიგია რატომ არ შეეძლო დემეტრე თავდადებულს უბრალოდ დაეხსნა თავისი ამხანაგები და ამის ნაცვლად არ გაზუნტლულიყო თაფლით 🙂 ნუ, მესმის, კანისთვის კარგია, მაგრამ… მგონი სულელობამდე დავედით ჩვენი გმირობით… 🙂

    ვისაც ფეხი გადაუბრუნდა, ყველა გმირია დღეს… ქართველი მომღერლებივით, რომლებიც ფულს იშოვიან, ჩაწერენ ერთ ქეციან სიმღერას და უხარიათ… 🙂
    ვის დავუძახო გმირი? ადამიანს, რომელმაც არც კი იცოდა, სად მიდიოდა, არ იცოდა იარაღის ხელში ჭერა, საკუთარ თანამემამულეს, გვერდში მდგომს ესროდა ტყვიას შიშით და ბოლოს თვითონ კვდებოდა ჩამოვარდნილი ბომბით? დამიჯერე, წარმოდგენაც არ გაქვს, რა მოხდა აგვისტოს ომის დროს რეალურად. კი, მესმის იმ ხალხის, ვინც მართლა გულით წავიდა და მოხალისეობაზე დათანხმდა, მაგრამ ახალგაზრდა, რომელსაც არაფერი უნახავს, მითუმეტეს ომი, არ იცის როგორ უნდა იბრძოლოს და მაინც მიდის, სულელია და არა გმირი. კაცის მოკვლისთვის გმირის სტატუსის მინიჯება მარაზმია… სამშობლოსთვის სიკვდილი-კი ბატონო, მაგაზე კარგი რა უნდა გააკეთო, მაგრამ… ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, არ მესმის.. მაპატიე 🙂
    თუმცა, რაც თქვი, იმაში არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგრამ ამას გარდა ჩემი აზრიც მაქვს და ვთქვი კიდეც 🙂 მხოლოდ ჩემი აზრი ))))

  8. სრულიად მისღებია შენი აზრი,მაგრამ ადამიანს,რომელსაც უნდა რომ ოდნავი წვლილი მაინც შეიტანოს სამშობლოს კეთლდღეობაში,მისი ნაბიჯი მინიმუმ დაფასებას მაინც იმსახურებს.იმაშიც მართალი ხარ,რომ საბრძოლო გამოცდილების გარეშე ომში წასვლა სისულელეა და მეტი არაფერი,მაგრამ აქაც “ქართული” პრობლემა არის,რომ ხედავ შენი ახლობელი ან ნათესავი მიდის,სინდისი გქენჯნის “ის თუ იქ არის,მე აქ რა გამაჩრებსო”

    პ.ს. ომის დროს რეალურად რა მოხდა ძალიან კარგად ვიცი და ისიც ვიცი რას ნიშნავს თუნდაც ელემენტარულ დონეზე არმიაში მსახურობა.ჯარში გატარებულმა გარკვეულმა პერიოდმა ამის გამოცდილება შემძინა…

  9. გეთანხმები. მაგრამ ზუსტად მაგაში ვხედავ მე პრობლემას.
    ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა შევამჩნიე – არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ერკვევიან და იციან ესა თუ ის საკითხი, მაინც ცხვირს ჰყოფენ. არაპოლიტიკოსები პოლიტიკაში, არაეკონომისტები ეკონომიკაში, არაექიმები ექიმებს ასწავლიან რა და როგორ… და მარტო სინდისზე და ნამუსზე არაა ქვეყანა აწყობილი. ნუ, მთავრობას რომ დანაშაული მიუძღვის ამდენი გამოუცდელი ახალგაზრდა ხალხის დაღუპვაში, ეგ ეჭვის ქვეშაც არაა, მაგრამ… სიმართლე გითხრა, ხანდახან მგონია, რომ იმდენად სურს ამ ხალხს თავის გამოჩენა, რომ უკვე აღარ უყურებენ რას აკეთებენ. რომ ჰკითხო უმეტესობას, რატომ წავიდნენ ომში (ნუ, ვინც ცოცხალი გადარჩა და თავისი ნებით იყო წასული), ნორმალურ პასუხს ვერავინ გაგცემს და მიზეზად მართლა მაგას მოიყვანს-”ვა, ჩემი ძმაკაცი/ძმა/ბიძაშვილი და ა.შ. იქ იყო და მე შორიდან ხო არ ვუყურებდი?”. ტრიპაჩობა მგონია.
    ნუ, ეს უბრალოდ თანამედროვე ახალგაზრდების ქცევებიდან გამომდინარე, ზოგადად.
    სამწუხაროდ ყველას საღი და ჯანმრთელი აზროვნება არ შეუძლია. შენ ხვდები ამ ყველაფერს. ზოგი ვერ, ან არ. ეგაა. და საბოლოოდ რაღაც მარაზმული ისტორიები ითითხნება ხოლმე.

  10. იმაში,რომ ვიღაცას გამოჩენა და თავის დამკვიდრება თუნდაც ამ ფორმით უნდა,აბსოლუტურად გეთანხმები და მგონია რომ ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემა არის საქართველოში.ისე რო დაუკვირდე,ომში წასვლით რომ თავის გამოჩენას ცდილობ და იარაღის დაჭერა წყლის თოფით სროლა გგონია,იმაზე მაინც არ უნდა დაფიქრდე,რომ შენი უცოდინობთ შეიძლება ისევ შენი თანამემამულე შემოგაკვდეს და ოცნება გმირი გამხდარიყავი,გადაიქცევა რეალობად,სადაც მკვლელის იარლიყი გაქვს მიკრული…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: