გამაღიზიანებელი პოლიტიკა

ყოველთვის ვცდილობ რომ თავი ავარიდო პოლიტიკაზე წერას,მაგრამ უკვე იმდენი დამიგროვდა,რომ არ დავწერო გავგიჯდები.დავიღალე ამდენი სიბრიყვით,დავიღალე ამდენი უმეცრებით,დავიღალე ამდენი უცხო განცდითა და საერთოდ დამღალა ყველაფერმა იმან,რაც რამდენიმე დღეა გრძელდება.აღარ შემიძლია ამდენი პოლიტიკის მოსმენა,სურვილი აღარ მაქვს საერთოდ რამე მოვიმოქმოდე,ყველაფერის ხალისი დავკარგე.როდემდე შეიძლება რომ ვაზელინივით იცხოვრო ადამიანმა ? ყველასა და ყველაფერს ერგებიან და ეტმასნებიან,ყველა „დირკაში“ თავს ჰყოფენ და ამას ნერვის აუტოკებლად აკეთებენ.მერე კიდე გამოვლენ ასეთ ტიპის ადამიანები და მაღალფარდოვანი სიტყვებით მელაპარაკებიან,თითქოს დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები მყავდნენ.დგას ტრიბუნასთან და ლექციას მიკითხავს და მასწავლის როგორ ვიცხოვრო,ადამიანი,რომელიც ყველას „ერთ ადგილში“ შეუცოცდა და იქამდე იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, სანამ ახალი „დისლოკაციის ადგილი“ არ აღმოაჩინა.ეს უსირცხვილო და უთამოყვარეო ადამიანი,დგას და მორალს მიკითხავს,თითქოს ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი მყავდეს(ხაინდრავაზე მაქვს საუბარი).ეს ფსევდო პოლიტიკოსები,დგანან ტრიბუნასთან და დედას იგინებიან,ქუჩური ტერმინებით მესაუბრებიან,ამ დროს კიდე იქვე რამდენიმე მეტრში,ახალგაზრდა გოგონები და მხცოვანი ქალბატონები იმყოფებიან.დგას ეს უზრდელი ადამიანი და ქვეყნის პრეზიდენტს აგინებს და ამას ისე მოურიდებლად აკეთებს,გეგონება სადმე უბანში ძმაკაცებთან ერთად იდგესო.ამ ხალხის მიკვირს ,განსაკუთრებით მამაკაცების.ტრიბუნიდან იგინებიან,ილანძღებიან,შენ კი დგახარ,ტაშს უკრავ,გვერძე კი მანდილოსანი გიდგას და იმის მაგივრად,რომ ტრიბუნაზე მყოფი ხალხის ნაცვლად ამ ქალბატონს ბოდიში მოუხადო,იცინი და სკანდირებ მიში წადი,მიშა წადიო ! ჰა ჰა ჰა … რა სასაცილოა … გიორგი ლეონიძის „ნატრვის ხე“ გამახსენდა,სადაც მთელი თავისი სისატიკითა და დაუნდობლობით არის წარმოჩენილი ბრბოს ფსიქოლოგია და პარალელი ზუსტად რომ მართებულია…

5 responses

  1. ამდენს რომ ნერვიულობთ, ახალგაზრდავ, ასე არ შეიძლება 🙂
    სხვისი სადარდებელი რატომ უნდა აიკიდო? იყავი და შენთვის იცხოვრე რა. დავიჯერო, საკუთარი ბედნიერების პოვნა ამ ყველაფერ სიბინძურეზე მაღლა არ დგას? აუტკივარ თავს რომ იტკიებ, საქმე არ გაქვს თქო, გეტყოდი, მაგრამ შეიძლება უცხო ადამიანისგან გეწყინოს, ამიტომ გავჩუმდები 🙂

  2. მიზეზებისდა გამო ამ “სიბინძურესთან” შეხება მაქვს,ამიტომაც მაღიზიანებს როცა თუნდაც ხაინდრავა გამოდის და კაცობასა ადამიანობაზე გველაპარაკება და თავს უმანკო კრავად გვაჩვენებს …

  3. ხაინდრავაზე მეტი მტერი ნუ გვეყოლება და მაგის მტრობას გადავიტანთ როგორმე

  4. კიდე ბევრნი არიან,მაგრამ ყველაზე თვალში საცემი ეგაა …

  5. მთავარია ხაინდრავამ პირადად არ გამოგიჭიროს სადმე და კუთხეში მიმწყვდეულს თავისი ოსტატურად შეთითხნილი ”რეჩები” არ გიკითხოს თუარა… კი აიტან დანარჩენს 🙂 მითუმეტეს, მე პირადად ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ ზუსტად იმის გამო, რომ ნერვები არ ვიშალო და შენც იგივეს გირჩევ.

    გაუმარჯოს უკაბელო ცხოვრებას 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: