Daily Archives: აპრილი 12th, 2009

გამაღიზიანებელი პოლიტიკა

ყოველთვის ვცდილობ რომ თავი ავარიდო პოლიტიკაზე წერას,მაგრამ უკვე იმდენი დამიგროვდა,რომ არ დავწერო გავგიჯდები.დავიღალე ამდენი სიბრიყვით,დავიღალე ამდენი უმეცრებით,დავიღალე ამდენი უცხო განცდითა და საერთოდ დამღალა ყველაფერმა იმან,რაც რამდენიმე დღეა გრძელდება.აღარ შემიძლია ამდენი პოლიტიკის მოსმენა,სურვილი აღარ მაქვს საერთოდ რამე მოვიმოქმოდე,ყველაფერის ხალისი დავკარგე.როდემდე შეიძლება რომ ვაზელინივით იცხოვრო ადამიანმა ? ყველასა და ყველაფერს ერგებიან და ეტმასნებიან,ყველა „დირკაში“ თავს ჰყოფენ და ამას ნერვის აუტოკებლად აკეთებენ.მერე კიდე გამოვლენ ასეთ ტიპის ადამიანები და მაღალფარდოვანი სიტყვებით მელაპარაკებიან,თითქოს დიდი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეები მყავდნენ.დგას ტრიბუნასთან და ლექციას მიკითხავს და მასწავლის როგორ ვიცხოვრო,ადამიანი,რომელიც ყველას „ერთ ადგილში“ შეუცოცდა და იქამდე იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, სანამ ახალი „დისლოკაციის ადგილი“ არ აღმოაჩინა.ეს უსირცხვილო და უთამოყვარეო ადამიანი,დგას და მორალს მიკითხავს,თითქოს ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი მყავდეს(ხაინდრავაზე მაქვს საუბარი).ეს ფსევდო პოლიტიკოსები,დგანან ტრიბუნასთან და დედას იგინებიან,ქუჩური ტერმინებით მესაუბრებიან,ამ დროს კიდე იქვე რამდენიმე მეტრში,ახალგაზრდა გოგონები და მხცოვანი ქალბატონები იმყოფებიან.დგას ეს უზრდელი ადამიანი და ქვეყნის პრეზიდენტს აგინებს და ამას ისე მოურიდებლად აკეთებს,გეგონება სადმე უბანში ძმაკაცებთან ერთად იდგესო.ამ ხალხის მიკვირს ,განსაკუთრებით მამაკაცების.ტრიბუნიდან იგინებიან,ილანძღებიან,შენ კი დგახარ,ტაშს უკრავ,გვერძე კი მანდილოსანი გიდგას და იმის მაგივრად,რომ ტრიბუნაზე მყოფი ხალხის ნაცვლად ამ ქალბატონს ბოდიში მოუხადო,იცინი და სკანდირებ მიში წადი,მიშა წადიო ! ჰა ჰა ჰა … რა სასაცილოა … გიორგი ლეონიძის „ნატრვის ხე“ გამახსენდა,სადაც მთელი თავისი სისატიკითა და დაუნდობლობით არის წარმოჩენილი ბრბოს ფსიქოლოგია და პარალელი ზუსტად რომ მართებულია…

დაუფასებელი გმირობა

ჩემი მეგობარი ბლოგერის სიტყვებით დავიწყებ ამ პოსტს,პოსტს,რომელშიც მინდა აგვისტოს მოვლენების შესახებ დავწერო:”მაგრამ გული ამიცრუვდა..ყველა მეზიზღება,ყველა ვინც სკამებზე ზის დაყველა ვინც იქ დგას...“(daliela) ამ სიტყვებში არის ყველაფერი ის რასაც ვგრძნობ და სახელი ვერ დამირქმევია,ამ სიტყვებმა და მისმა პოსტმა აგვისტოში დამაბრუნა და მთელი თავისი საზიზღრობებით კიდევ ერთხელ შემაგრძნებინა ის ავად სახსენებელი დღე,დღე,რომელმაც საქართველოს ისტრიაში დაიდო ბინა,როგორც ერთ–ერთი ყველაზე ავადგასახსენებელი პერიოდი,რომელაც უამრავ ქართველ ვაჟკაცს მოუსწრაფა სიცოცხლე.ძალიან ადვილია დადგე და ხელისუფლება აკრიტიკო იმ მოვლენებისთვის,ადვილია თავს ლაფი გადაასხა,მხოლოდ იმიტომ რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი გაუჩნდა,ადვილია ურთულეს გადაწყვეტილებაში შეცდომის პოვნა,მაგრამ მოდით ამ სენისგან (სენი რომელსაც „სააკაშვილი“ ჰქვია ბევრისათვის) ცოტა ხნით მაინც გავთავისუფლდეთ და ყველაფერს რეალურად შევხედოთ.

ამ დღეზე უამრავი დაიწერა და ითქვა,საქრთველომ იგლოვა მისი გმირები,ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები,მაგრამ აზრადაც არავის მოსვლია ამ ხალხის მართლაც რომ სათნადოდ დაფასება.ძალიან ბევრი მიფიქრია ამ დღეებზე და ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიჩნდებოდა,მიჩნდებოდა იქედან გამომდინარე,რომ ლაპარაკში ყველანი მაგრები ვართ,მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება იოტისოდენადაც კი არ ვიმსახურებთ იმას,რომ საქართველოს შვილები გვერქვას.გაკვირვებული და გაოცებული ვიდექი ძმათა სასაფლაოზე როცა უკანასკნელ გზაზე ვაცილებდი ჩვენს გმირებს.ხალხი ირეოდა,მაგრამ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ისევ მათი მეგობრები და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ.მე კი ვიდექი გაოგნებული და თავში ერთი აზრი მიტრიალებდა– სად არიან უბრალო ქართველი მოქალაქეები,რომელბსაც თავი ნამდვილ პატრიოტებად მოაქვთ? სად არიან ისინი,ვინც გუშინ და გუშინწინ ამ ხალხს ზეაღმატებით ხარისხში მოიხსენებდა ? უბრალო მოქალაქე იყო იმდენი,რომ ორი ხელის თითი მეყოფა დასათვლელად.ვერ გავიგე,ესეც სააკაშვილის ბრალია ? ისიც ამ მთავრობისა და ხელისუფლების ბრალია,რომ ფეხის მიდგმა დაგვეზარა ძმათა სასფლაოზე,რომ უღირსეულესი ქართველი გმირები უფალს ჩაგვებარებინა ? ყველაფრის სხვაზე გადაბრალება გვიყვარს ხოლმე ,მაგრამ ეს ვის დავაბრალოთ ?! ქართველმა ბიჭებმა თავი გაწირეს თითოეული ჩვენგანისათვის და ჩვენ სასაფლაოზე მისვლაც კი დაგვეზარა,რომ მადლობა გადაგვეხადა მათთვის ამ გმირული ნაბიჯისათვის…მოდით ყველამ თავის სულში ჩაიხედოს და სანამ სხვის კრიტიკას დაიწყებდეს,ჯერ საკუთარ თავთან იყოს მართალი,იყოს ღირსეული,რომ უფლება ჰქონდეს აკრიტიკოს სხვა,თუნდაც უღირსი…