არ მჯერა …

ბევრისგან მსმენია აზრი იმის შესახებ,შეიძლება თუ არა გოგოსა და ბიჭის მეგობრობა და ხშირ შემთხვევაში ასეთი აზრები არგუმენტების გარეშე იყო და სწორედ ამიტომაც ვუყურებ ამ თემას,როგორც სიღრმისეულ ფილოსოფიას და ბევრისათვის ძალიან ძნელად მისაღწევ და გასაგებ ჭეშმარიტებას.საკუთარი მაგალითიდან რომ ვიმსჯელო აშკარად ამ მეგობრობის უნდა მწამდეს და მისი დიდი დამცველიც უნდა ვიყო,მაგრამ ცნება ძალიან ზოგადია და მხოლოდ ჩემი ან სხვისი მაგალითიდ მსჯელობა არასწორი იქნება.

საერთოდ მეგობრობა გოგოსა და ბიჭს შორის კარგია,კარგია თუ განსხვავებული სქესის ადამინები ერთმანეთს ეწყობიან და მეტიც,ერთმანეთის მესაიდუმლეები ხდებიან.კარგია თუ ბიჭს საშუალება აქვს მის მეგობარ გოგონას(და არა “დაქალს“) აზრი ჰკითხოს პირად ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე,მოვლენებზე,რომლებიც ძირითადად შეყვარებულთან დაშორება / შერიგებით არის სავსე (ეს თემა ყველგან,ყველასათვის და ყოველთვის „ცვეტშია“). სანამ იმის ახსნას დავიწყებდე თუ რატომ არ შეიძლება ასეთი ტიპის მეგობრობა,ჩემს აზრს მოკლედ ვიტყვი.არ მჯერა და არასოდეს დავიჯერებ ამ მეგობრობას,მეგობრობას,რომელიც ყოველთვის თუ არა თითქმის ყოველთვის ტყუილით არის გაჯერებული და რაღაც სიყალბეს ჰგავს.ზუსტად ასეთ მეგობრებს შორის არის ხოლმე,გოგოს რომ ბიჭი შეუყვარდება ან პირიქით და მერე იწყება ნერვების თამაში,ეს თუ არ არის ყველაზე ყალბი ურთიერთობა,მაშინ ან მე ვყოფილვარ სულელი ან არადა ის ვისაც ამის სჯერა,მიუხედავად ყველაფერისა.ბევრი შემომედავება და იტყვის,რომ დემაგოგი ვარ,მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმერობ,არსებობენ ერთეული გამონაკლისები,როლებსაც არაჩვეულებრივად გამოსდით ასეთი ტიპის ურთიერთობები და ჩემი აზრით,თითოეულ ასეთ ადამანს საქმე საამაყოდ აქვს,იქედან გამომდინარე,რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა წარმოუდგენლად რთულია.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემგან ამის მოსმენა,ცუდს ვერ ვხედავ,როცა დიდი ხნის მეგობრებს ერთმანეთი შუყვარდებათ და მერე ბედნიერადაც ცხოვრობენ,მაგრამ ხომ შეიძლება ყველაფერს თავისი სახელი თავიდანვე დავარქვათ ? ხომ შეიძლება რომ გოგომ ბიჭზე არ თქვას „ჩემი ძმაკაცი “ და ბიჭმა გოგოზე „ჩემი დაქალი“ ? შეიძლება ბევრს ჩემი აზრი სასაცილოდ არ ეყოს,მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ აბსოლუტურად ყველას მოგვიწევს ცხოვრებაში ის მომენტი,როცა ეს სიტყვები გაგვახსენდება და მივხვდებით,რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა ერთი ძალიან,ძალიან დიდი ილუზიაა…

3 responses

  1. არანაირი დემაგოგია, რაც აქ გიწერია აბსოლუტური სიმართლეა და თუ ვინმე არ გეთანხმება, საკუთარ გულში ღრმად, ძალიან ღრმად ჩაიხედოს…

  2. საქმე ისაა, რომ გოგოს და ბიჭს ყოველთვის არ უყვარდებათ ერთმანეთი. პირადად მე ორივეს გამოცდილება მაქვს, არშემდგარი და შემდგარი მეგობრობისაც და თითქმის გეთანხმები, უბრალოდ ასე ძალიან განზოგადებაც არ შეიძლება, ჩემი აზრით.

  3. ყოველთვის რომ არ უყვარდებათ,ასეთი ფაქტი ძალიან მკაფიოდ აღვნიშნე და ისიც მივუთითე,რომ თითოეული ასეთი შემთხვევა მისასალმებელი და საამაყოა.უკვე ძალიან ბევრი მაგალითი მქონდა იმისათვის რომ ასეთი მეგობრობის აღარ მჯეროდეს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: