ოხ,ეს ფეხბურთი !

ჩემს ნაწერებს გადავავლე თვალი და გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე,რომ არცერთი პოსტი ფეხბურთზე არ იყო.გამიკვირდა იმდენად,რამდენადაც ეს სპორტია მთელი ჩემი ცხოვრების თანმდევი,ეს არის სპორტი,რომელსაც ცხოვრების ზუსტად 15 წელი შევწირე და რომ გამმართლებოდა,დღეს ალბათ რომელიმე ევროპის რაგინდარა გუნდში ვითამაშებდი,მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა და მეც ფეხბურთზე გულშემატკივრის სტატუსით მიწევს წერა და არა როგორც მოქმედი,პროფესიონალი ფეხბურთელი.ქართული ფეხბურთის კრიტიკა რომ დავიწყო,ამით ველოსიპედს არ გამოვიგონებ,მაგრამ ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედული თითეული ადამიანი დამეთანხმება,რომ ქართული ფეხბურთი,როგორც სპორტი საღათას ძილს არის მიცემული და კაციშვილმა არ იცის როდის იხილავს დღის სინათლეს.
ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ,რომელმაც მსოფლიო ფეხბურთს ისეთი ვარსკვლავები აჩუქა როგორებიც იყვნენ : გუცაევი,მესხი,მეტრეველი,ყიფიანი და სულაქველიძე ?! მათი თამაშის მხოლოდ ჩანაწერები მაქვს ნანახი,მაგრამ განა ეს ცვლის სიტუაციას ?! კარგად მახსოვს უკვე 90–იანი წლების საქართველოს მართლაც ძალიან ძლიერი ნაკრები:არველაძე,ქინქლაძე,ქეცბაია,ჯამარაული,ყაველაშვილი,ნემსაძე,ცხადაძე,რომლებიც ტოლ–სწორად ეთამაშებოდნენ ევროპის ტოპ გუნდებს და ხშირად გამარჯვებაც არ იყო უცხო,განა ის არ იყო ჩვენი ნაკრები,რომელმაც სტოიჩკოვის ბულგარეთის ნაკრებს უფასო საფეხბურთო გაკვეთლი ჩაუტარა ?! ნუთუ ის ქვეყანა არ ვართ,რომლებმაც პოლონეთი მიწასთან გავასწორეთ თბილისში 3:0 ?! განა ის ნაკრები არ გვაყავდა,რომელიც იტალია ფრე ეთამაშა ?! განა ის ნაკრები არ გვყავდა ,რომელიც შესარჩევში მესამე ადგილზე გავიდა ჩივაძის ხელმძღვანელობით ?! და კიდევ რამდენი ასეთი სასიამოვნო მომენტის გახსენება შეიძლება,რომლებიც საკუთრი თვალით მაქვს ნანახი.გახსოვთ ქეცბაიას თავდაუზოგავი თამაში,რომელიც „სისხლს ანთხევდა“ მოედანზე და ბოლომდე ჯიგრით თამაშობდა ? გახსოვთ მისი გმირული თამაშები ნაკრების შემადგენლობაში ?! დღეს კი რა გვჭირს ?! კვიპროსისა და ჩერნოგირიის დონის გუნდებთან მოგებაზე ვოცნებობთ და ხშირ შემთხვევაში ეს ამოცანაც გადაუჭრელ პრობლემად იქცევა ხოლმე.თუმცა როგორ გინდა მოიგო როცა ნაკრებში ერთი–ორი ფეხბურთელის გარდა ყველა საშუალოზე დაბალის დონის მოთამაშე გვყავს? ნურავინ მიწყენს მაგრამ ლობჯანიძის,კლიმიაშვილის,დაუშვილის,სირაძის,მარცვალაძის,შაშიაშვილის,ოდიკაძისა და კაშიას იმედზე მყოფი ქართული ფეხბურთი ისეთივე პერპექტიულია,როგორც ძირგახვრეტილი გემი შუა ოკეანეში.ნასკებივით ვიცვლით მწვრთნელებს,მაგრამ შედეგი როგორც ყოვეთვის არ გვაქვს,დიდი–დიდი შესარჩევში ერთი თამაში ნორმალურ დონეზე ვითამაშოთ და ჩვენი ნაკრები უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გვგონია,გახსოვთ შოტლანდიასთან მოგებული თამაში თბილისში? ყველას ეგონა ამ თამაშის შემდეგ ჩვენი ნაკრები იფრენდა,მაგრამ შემდეგ თამაშშივე მოგვიჩიენს ჩვენი ადგილი,რომელიც სადღაც ნაგვის ბუნკერთან ახლოს მდებარეობს.შორს რომ არ წავიდე,გავიხსენოთ სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ჩატარებული მატჩი ბულგარელებთან,ყველა იძახდა – ნახე რა მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმაო,მაგრამ შემდეგი თამაში როგორც ყოველთვის მიწაზე დაშვებისა იყო,როცა ჯერ ირლანდიამ გადაგვიარა(მსაჯებთან ერთად),ხოლო შემდეგ კვიპროსმა „ შეგვისრულა“ და თან ისე შეგვისრულა,რომ ალბათ რამდენიმე წელი ვერ „გამოვიღებთ“ … ! საქართველოს ჩემპიონატზე ლაპარაკი აღარც ღირს,ამას თუ ჩემპიონატი ჰქვია საერთოდ.საქართველოს ჩემპინატის დონე ევროთასებზე ჩანს ხოლმე და თან ისე მკაფიოდ,რომ კომენტარიც კი დაგეზარება,იმდენად უსუსურები არიან ჩვენი გუნდები იგივე მალტისა და ლუქსემბურგის კლუბებთან. ხშირად ამბობენ,რომ თაობათა ცვლა მიმდინარეობსო,მაგრამ ამას უკვე მინიმუმ 7–8 წელია გაიძახიან და რით აღარ მოვიდა ეს ახალი თაობა ?! რით ვერ დაფრთიანდნენ ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები,რომელბზედაც ასეთ „დიდ“ იმედებს ამყარებდნენ სპეციალისტები ?! ჩვენი პრობლემა რომ ბავშვთა ფეხბურთში უნდა ვეძიოთ ეს არაახალია და ამას ყველა ამბობს,მაგრამ მათი მათქვამები ხშირ შემთხვევაში ნათქვამებდვე რჩება,ხოლო პრობლემა გადაუჭრელად.ამაზრზენი იყო ფეხბურთის ფედერაციის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები,ნემსაძემ მოიგო,მაგრამ დღესაც პრეზიდენტად ახალკაცი გვყავს,ამით ყველაფერია ნათქვამი ?! პოზიტიურზე სალაპარაკო თითქმის არ მაქვს,რადგან ასეთები ძალიან იშვიათად ხდება დღევანდელ ქართულ ფეხბურთში.ბოლოს პერიოდის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებეი ფაქტი ალბათ მაინც გოცირიძის ტრანსფერი იყო ,რომელიც „დნეპრმა“ 1 000 000 ევროდ იყიდა ზესტაფონისგან. ფეხბურთზე კიდევ ძალიან ბევრჯერ დავწერ და იმედი მაქვს,რომ პოზიტივი უფრი მეტი იქნება პოსტში,ვიდრე ნეგატივი…

პ.ს. ეხლა სტადიონზე მივდივარ და იმედია არ წავაგებთ მაინც…

4 responses

  1. კი ვიცი რომ მიცვალებულებზე ან კარგი უნდა ვთქვა ან არაფერი 🙂 მაგრამ ამ პოსტის წაკითხვამ კიდევ ერთხელ გამახსენა “სად ვბანაობთ”

    თურმე იმიტომ ვერ ვქაჩავთ ჩემპიონატი არ გვივარგა…ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატი ხომ მინი ჩემპიონთა ლიგაა რა… სამაგიეროდ ყველა გრანდი კრძალვით ჩადის ბელფასტში ბურთის საგორებლად.

    ან ჩვენი რაგბის ჩემპიონატი ხომ ინვესტიციების მოძალებას ვერ აუდის…სამაგიეროდ ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი გაჭაღარავდა ჩვენ ნაკრებთან თამაშისას

    ახალკაცის პრეზიდენტობის ამბავი რომ მახსენდება, ხომ სიმწრით მეცინება…

    და კიდევ შოტლანდიასთან თამაშის მერე, კინაღამ მიმსხვერპლეს საქართველოს ნაკრების ჟინმორეულმა ქომაგებმა, მიწაზე დაშვებას რომ ვურჩევდი 🙂

  2. რომ ვუფიქრდები საშველიც არსაიდან ჩანს და ყველაზე ცუდი ეს არის.ჩემი აზრით,საქართველოში ფეხბურთის თამაში საერთოდ უნდა აიკრძალოს.ნუ,დროებით მაინც ))

  3. გეთანხმები რომ დღეისთვის ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს და ძაღლის თავიც მანდ მარხია. ზოგიერთი გულშემატკივარის ნამდვილად არ მესმის, შესარჩევის წინ ბევრი მიმტკიცებდა, თითქოსდა კარგი შანსი გვქონდა ჯგუფიდან გასვლისა, სიმწრის ღიმილის მომგვრელი ოპტიმიზმია. შენი ბლოგის სურათი ასოციაციას მიჩენს ქართულ ფეხბურთან. ადრე ასე თუ ისე გვქონდა წარმატებები, რამაც ჩვენს მეხსიერებაში კვალი დატოვა, ახლა კი სადღაც გაუჩინარდა, ნისლში მიიმალა…

  4. უმდაბლესი დონის ფეხბურთელები გვყავს.ყველა შესარჩევის წინ ლაპარაკობენ ხოლმე რაღაც შანსებზე,მაგრამ როგორც კი თამაშები იწყება,აი ზუსტად იქ კვდება ყველა იმედი და ასე გრძელდება უკვე ვინ იცის რამდენი შესარჩევია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: