I am a talented person

რა საოცარია არა ?! დედამიწაზე რამდენი ადამიანი დადის,მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია.ადამიანს ძალიან ცოტა სჭირდება ბედნიერებისათვის და ზუსტად ეს ცოტაა ძნელად მისაღწევი და მოსაპოვებელი.იმ დღეს ვკითხულობდი აგატა კრისტის ბიოგრაფიას და მივხვდი,რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ გარშემო ნიჭიერი და ლამაზი ადამიანები გახვევია. თითქოს პარადოქსია,მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტების “ევერესტია”.

ნიჭიერების ცნება ძალიან ზოგადია და მისი რამე ჩარჩოში მოქცევა არასწორია,იქედან გამომდინარე,რომ ჩარჩოში ჩვენ მას რაღაც საზღვრებს ვუწესებთ,ეს კი მცდარია, ადამიანის ნიჭიერება უკიდეგანოა და იგი თითქოს ოკეანეს მოგვაგონებს,რომელსაც დასასრული არ გააჩნია. თითოეული ადამიანის ნიჭიერება რაღაც კონკრეტულ საკითხში ვლინდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერი ნიჭიერია,მთავარია სწორი გზა და შემდეგ ეს “გზა” თავად აირჩევს მისთვის სასურველ მარშუტს.ზოგი თავიდანვე ავლენს საკუთარ ნიჭს,ზოგიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ხვდება,რომ ნიჭი არა იმაში ჰქონია რასაც აქამდე აკეტებდა,არამედ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში.

აბსტრაქტულია ყველაფერი ის,რასაც ყოველდღიური ცხოვრება გვიმზადებს. ბევრი ამ ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ უძლებს და უფსკრულში ეშვება,ეშვება ისე ღრმად,რომ მისი გადარჩენა უტოპიაა. სხვათაშორის ასეთ მეგობარს ღმერთმა მეც შემახვედრა,მრავალი ცდის მიუხედავად მისი “ამოყვანა” ვერ მოვახრხე და ჩემი მრავალი დარიგება და შეგონება დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. ადამიანი საკუთარი თავის მტერი არ უნდა იყო,ეს არის უმთავრესი და როცა ამას გააცნობიერებ,მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება რომ “დღის სინათლე” იხილოს სხვათა დარიგებამ.

ზემოთ ნიჭიერებაზე ვსაუბრობდი და ჩემი თავი ჯერ-ჯერობით ვერცერთ სფეროში ვიპოვე,უნიჭო ვარ ?! ალბათ არა,რადგან ბევრი რამისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში,ეს მიზანდასუხობის “ბრალიცაა” და ალბათ რაღაც ნიჭისაც. ძალიან ძნელია დღევანდელ დღეს თავის დამკვიდრება,ურთულესია,ვერ ვიტყვი რომ ეს რჩეულთა ხვედრია ,მაგრამ ამისთვის გამართლებაც აუცილებელია. ჩემი აზრით,მიზნისკენ სწრაფვა,სწორედ ისაა რაც წარმატების ალბათობას ერთი–ასად ზრდის. ჩემი მეგობრებიდან ვერ ვიტყვი,რომ რომელიმეს რამე განსაკუთრებული ნიჭი აქვს,ყველა ზომიერად ნიჭიერია და ამიტომაც არიან წარმატებულნი.შეიძლება წარმატებაზე ცოტა ნაადრევია საუბარი,მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ყველამ მიაღწია პატარა წარმატებას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში.

ადამიანები მიდიან და ადმიანები მოდიან, თითქოს რა არის ამ ფრაზაში განსაკუთრებული,მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით,მივხვდებით ,რომ ეს სწორედ ისაა,რამაც მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს. ხშირად გამიგონია,კი არ უნდა იარსებო,არამედ უნდა იცხოვროო.ძნელია ამ სიტყვებს ფრთები შეასხა და ცხოვრებაში რეალობად აქციო,მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად ამისთვის გაგვაჩინა უფალმა ?!

One response

  1. კაი პოსტია, მომეწონა! მარა დოდის თუ დაუჯერებ კარგს იზავ მართლა:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: