Monthly Archives: იანვარი, 2009

I am a talented person

რა საოცარია არა ?! დედამიწაზე რამდენი ადამიანი დადის,მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია.ადამიანს ძალიან ცოტა სჭირდება ბედნიერებისათვის და ზუსტად ეს ცოტაა ძნელად მისაღწევი და მოსაპოვებელი.იმ დღეს ვკითხულობდი აგატა კრისტის ბიოგრაფიას და მივხვდი,რომ ყველაფერი შესაძლებელია თუ გარშემო ნიჭიერი და ლამაზი ადამიანები გახვევია. თითქოს პარადოქსია,მაგრამ ნამდვილად ჭეშმარიტების “ევერესტია”.

ნიჭიერების ცნება ძალიან ზოგადია და მისი რამე ჩარჩოში მოქცევა არასწორია,იქედან გამომდინარე,რომ ჩარჩოში ჩვენ მას რაღაც საზღვრებს ვუწესებთ,ეს კი მცდარია, ადამიანის ნიჭიერება უკიდეგანოა და იგი თითქოს ოკეანეს მოგვაგონებს,რომელსაც დასასრული არ გააჩნია. თითოეული ადამიანის ნიჭიერება რაღაც კონკრეტულ საკითხში ვლინდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერი ნიჭიერია,მთავარია სწორი გზა და შემდეგ ეს “გზა” თავად აირჩევს მისთვის სასურველ მარშუტს.ზოგი თავიდანვე ავლენს საკუთარ ნიჭს,ზოგიც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ხვდება,რომ ნიჭი არა იმაში ჰქონია რასაც აქამდე აკეტებდა,არამედ რადიკალურად განსხვავებულ სფეროში.

აბსტრაქტულია ყველაფერი ის,რასაც ყოველდღიური ცხოვრება გვიმზადებს. ბევრი ამ ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ უძლებს და უფსკრულში ეშვება,ეშვება ისე ღრმად,რომ მისი გადარჩენა უტოპიაა. სხვათაშორის ასეთ მეგობარს ღმერთმა მეც შემახვედრა,მრავალი ცდის მიუხედავად მისი “ამოყვანა” ვერ მოვახრხე და ჩემი მრავალი დარიგება და შეგონება დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”. ადამიანი საკუთარი თავის მტერი არ უნდა იყო,ეს არის უმთავრესი და როცა ამას გააცნობიერებ,მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება რომ “დღის სინათლე” იხილოს სხვათა დარიგებამ.

ზემოთ ნიჭიერებაზე ვსაუბრობდი და ჩემი თავი ჯერ-ჯერობით ვერცერთ სფეროში ვიპოვე,უნიჭო ვარ ?! ალბათ არა,რადგან ბევრი რამისთვის მიმიღწევია ცხოვრებაში,ეს მიზანდასუხობის “ბრალიცაა” და ალბათ რაღაც ნიჭისაც. ძალიან ძნელია დღევანდელ დღეს თავის დამკვიდრება,ურთულესია,ვერ ვიტყვი რომ ეს რჩეულთა ხვედრია ,მაგრამ ამისთვის გამართლებაც აუცილებელია. ჩემი აზრით,მიზნისკენ სწრაფვა,სწორედ ისაა რაც წარმატების ალბათობას ერთი–ასად ზრდის. ჩემი მეგობრებიდან ვერ ვიტყვი,რომ რომელიმეს რამე განსაკუთრებული ნიჭი აქვს,ყველა ზომიერად ნიჭიერია და ამიტომაც არიან წარმატებულნი.შეიძლება წარმატებაზე ცოტა ნაადრევია საუბარი,მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ყველამ მიაღწია პატარა წარმატებას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში.

ადამიანები მიდიან და ადმიანები მოდიან, თითქოს რა არის ამ ფრაზაში განსაკუთრებული,მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით,მივხვდებით ,რომ ეს სწორედ ისაა,რამაც მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს. ხშირად გამიგონია,კი არ უნდა იარსებო,არამედ უნდა იცხოვროო.ძნელია ამ სიტყვებს ფრთები შეასხა და ცხოვრებაში რეალობად აქციო,მაგრამ ჩვენ ხომ ზუსტად ამისთვის გაგვაჩინა უფალმა ?!

Mentions From Childhood

დღეს რაღაც “ხოდზე” ვარ და მინდა ბევრი ვწერო,ჩემში ალბათ იმ “გენიოსმა” გაიღვიძა,რომელსაც აქამდე საღათას ძილით ეძინა.მახსოვს ბავშვობაში რამდენს ვწერდი( რაღა ბავშვი ვიყავი 15-16-17 წლის მაგრამ მაინც),ვწერდი ლექსებსა და პატარა ნოველებს. მერე კი ის ყველაფერი დავწვი,ვინმეს დაცინვის საგანი რომ არ გავმხდარიყავი ?! “მოშნად” მიქროდა ასაკის გამო.იყო პერიოდი როცა მე და ძმკაცი მესამე სართულიდან ხალიჩით ვხტებოდით,უეჭველი გავფრინდებითო?!(ეს ალბათ მულტფილმ “ალადანის” ბრალი იყო).სად იყო მაშინ PC ან ლეპტოპი.სუბორი ან დენდი თუ გქონდა მთელი ქვეყანა შენი გეგონა.პირველად რომ PC მოუტანეს მეგობარს 1 თვე შოკში ვიყავი.

ბავშვობა რომ უზრუნველ და ბედნიერ ცხოვრების გარკვეულ ეტაპს უკავშირდება ეს საკამათო არაა,ზოგი ამას ახარხებს,ზოგიც ვერა და დამნაშავე ალბათ მშობლებისკენ უნდა ვეძებოთ.ზუსტად მშობელმა უნდა შეუქმნას ბავშვს ის პირობა,რომელიც შემდეგ ცხოვრების უმშვენიერესი წლების ხალისიანად და ბედნიერად გატარების  საშუალებას მისცემს.ჩემს ბავშვობას რომ ვიხსნებ ვხვდები რომ მართლა ძაან მაგარი პერიოდი იყო,მქონდა თითქმის ყველაფერი რაც შეიძლება ბავშვმა ინატროს,ვიყავი ზომიერად განებირებული,მართალია  ბევრჯერაც მომხვედრია,მაგრამ ალბათ სამართლიანადაც. მახსოვს როგორ ვოცნებობდი 20 წლის მალე გავმხდარიყავი,ეს იყო სადღაც 96-97 წლები და  მგონია რომ გუშინ თუ არა ეგ ყველაფერი გუშინწინ მაინც იყო.მართლები  არიან დაღვინებული და დაბრძენებული ხალხი,როცა ამბობენ რომ 15 წლის მერე სწრაფად გემატება ასაკიო.ამ წლებამ ისე გაიარა ვერც გავაცნობიერე წესივრად,აზზე რომ მოვედი უკვე 20 წლის ვიყავი და 2007 წელი იყო.აი ასე წამებში გაიარა 10 წელმა,ბევრი რამ მოვასწარი,ბევრი რამ გასაკეთები დამრჩა,მაგრამ “კჩორტუ”, ყველაფერს გავაკეთებ რასაც დავისახავ მიზნად. პესიმისტები შორს ჩემგან .

ვიყავი შეყვარებულიც და “დაპაშოლებულიც”,ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადო.მეც შეცდომებზე ვსწავლობ და უკვე ზოგს აკეთ ვასწავლი რაღაც-რაღაცეებს(ალბათ ასაკის ბრალია ესეც).რომ ვთქვა წიგნების  კითხვა ძალიან მიყვარდა,მოვიტყუები,მაგრამ  გაზეთი იყო ჩემთვის ყველაფერი.შემეძლო მთელი დღეები გაზეთი მეკითხა და არ დავღლილიყავი,”სიბერეში” მივხვდი რომ წიგნების კითხვაც აუცლებელია და მეც შევუდექი ჩემთვის არც თუ ისე “სასიამოვნო საქმეს”.

გოგოებსა და მათთან ურთიერთობას ცალკე ადგილი ეკავა ყოველთვის.იყო პერიოდი 2 შეყვარებული ერთად მყავდა,ხანაც 3,რომელი ამერჩია არ ვიცოდი,ხოდა მეც მარტივ გზას მივაგენი და სუყველასთან ვიყავი. იყო დრო 17 წლისას ცოლი მომყავდა(ეს უკვე ნამეტანი იყო).ბუნებრივია,ერთ  პოსტში მთელი ბავშვობის მოგონებები ვერ დაეტევა და არც დაეტევა,უბრალოდ მინდოდა ზოგადად ბავშვობის წლები გამეხსენებინა და არა რომელიმე კონკრეტული ეპიზოდი( ხალიჩით გადმოხტომა გამონაკლისია).ამას წინათ წავიკითხე,ბავშვი იბადება,ახალგაზრდა იზრდება და მოხუცი კვდებაო.ლოგიკურია ეგ ყველაფერი მაგრამ მომკალი და  არსს ვერ ჩავწვდი,იბადები ღვთის წყალობით და კვდები ღვთის ნებით,ვის როდის მოუწევს ეს მხოლოდ უფალმა იცის.

Politics make people very angry

როგორც წესი,პოლიტიკა და პოლიტიკოსები ჩემი საქმე არ არის,მაგრამ დღევანდელ დღეს მინდა თუ არ მინდა იძულებული ვარ,რომ  ჩართული ვიყო ყველაფერ ამაში,ბოლოს და ბოლოს ქართველი ვარ და ჩემი ქვეყნის ბედი განსაკუთრებით მაღელვებს.ქვეყანაში,სადაც დავიბადე,გავიზარდე და კიდევ დიდი ხანი ვაპირებ ცხოვრებას.

ზოგადად სიტუაცია ქვეყანასში საგანგაშოა.პოლიტიკაზე ლაპარაკი ისმის მეტროში,სამარშუტო ტაქსში,ავტობუსში,საზოგადოებრივი ტავშეყრის ადგილებსა და ყველგან,სადაც კი 2 ან მეტი ადამიანი შეიკრიბება. დიდ კრიტიკოსად ვერ გამოვდგები და ვერც იმაზე დავიკვეხნი რომ ბევრი რამ მესმის ამ “ბინძურ საქმეში”,მაგრამ ის კი ნადვილად ვიცი,რომ 8-9 წლის ბავშვმა არ უნდა იცოდეს ვინ არის  პრემიერ-მინისტრი ან სხვა რომელიმე “რიგითი” მინისტრი.

მე არც პოზიცია ვარ და არც ოპოზიცია(ნაცნობი ფრაზა),ყველას და ყველაფერს ერთნაირად ვაკრიტიკებ და ხოტბას ვასხამ (თუ რა თქმა უნდა ასეთი რამ მოხდა),მახსოვს,7 წლის წინ ყველა შევარდნაძეს აგინებდა და “იუდას” ეძახდა,მაგრამ მისი შემცვლელის მიმართაც,რომ არ იშურებენ ასეთ ” კომპლიმენებტს” ეს რისი ბრალია ?! იმის რომ შეგნების დონე უმდაბლესია თუ საერთოდ ქართველი ხალხსი შეგნება ნულს უტოლდება ?!  აგვისტოს ცნობილი მოვლენების შემდეგ შევარდნაძის მიმართ აგრესია გაასმაგდა და როცა ამის რეალური მიზეზი გახდა ცნობილი,აი მაშინ ვიფიქრე “სად დაგვენძრა თქო”,თურმე როკის გვირაბი შევარდნაძემ ააშენა და  მისი ბრალი იყო,რომ რუსები სწორედ ამ გვირაბიდან  შემოვიდნენ ?! არ დავიჭყებ იმის მტკიცებას რომ შევარდნაძე უფრთო ანგელოზია  და მისი შეცდომა მხოლოს ის იყო რომ “ჯაბა იოსელიანმა ჩამოიყვანა”,ისიც კარგად ვიცი რომ როკის გვირაბი ზუსტად მისი მოღვაწეობის დროს აშენდა,მაგრამ მედალს ხომ ყოველთვის ორი მხარე აქვს და მოდით მეორე მხრიდან  შევხედოთ  ამ ვყელაფერს. მეორე მხარეს  კი იდგა (და მგონი რომ დგესაც მძლავრად დგას)  ჩვენი დიიდი ჩრდილოელი “მეგობარი”( თუ “მეზობელი” რა მნიშვნეობა აქვს).”დიდი ედუარდი”  მხოლოდ და მხოლოდ მარიონეტი იყო,ის აკეტთბდა იმას,რასაც კრემლიდან ეტყოდნენ და აბა კაი ბიჭი იყო და არ გაეკეთებინა ?!  ნამეტანი მომივიდა წარსულის სიღრმეებში წასვლა,მაგრამ ზუსტად წარსულში უნდა ვეძებოთ ჩვენი დიდი შეცდომები ,რომ იგივე დღევანდელ დღეს არ გავიმეოროთ.ცნობილმა ადამიანმა თქვა “სადაც სიბნელეა,იქ სინათლე არ უნდა ვეძებოთო”,ქართველი ხალხი კი ვყელაფერს უკუღმა აკეთებს და სწორედ ეს არის დღევანდები დღის რეალური სურათი.ჩვენ კი ვდგავართ ამ “სიბნელეში”,გვგონია გვირაბი,რომელსაც დასასრული მალე ექნება და გამოჩნდება “სინათლე”,მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს მატარებლის სინათლეა,რომელიც გაგვიტანს და გაგვთელავს.

დღეს თითქოს მოდაშია ქართველი ხალხის კრიტიკა და მათი ბრბოს შედარება,ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ ამას “უპრაგონოდ” ყველა აკეტთბს,ესმის,არ ესმის, ყველა ქართველის კრიტიკაშია.ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ მეც მატ რიცხვს მივეკუთვნები,მაგრამ მე ხომ ფაქტების კონსტატირებას ვახდენ და არანაირად არ ვცდილობ რომ რამენაირად დავაკნინო ქართველი ხალხი.გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მჯერა,რომ ჩვენც მალე “გავიხარებთ”,უბრალოდ ყველა თავის საქმეში წარმატებული უნდა იყოს  და “დალშე” ყველაფერი გამოსწორებადია.ხალხი აგრესიულია და ეს აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია,მაგრამ ხომ არ შეიძლება,რომ ყველგან და ყოველთვის მოღუშულები და დაბოღმილები ვიყოთ  ?!  ვიცხოვროთ უბრალოდ, “ცხვორება მშვენიერია”,მოდით ეს ფრაზა ყველამ გავითავისოთ და რეალურ ცხოვრებაში შემდგარ ფაქტად ვაქციოთ .