ბოლო პოსტის შემდეგ ბევრი ვიფიქრე რა უნდა მეკეთებინა თბილისში და რომ ვერაფერი მოვიფქრე,ავდექი და ისევ ზღვაზე წავედი,რომ ვთქვა იქაც ბევრი რამ გავაკეთე,მოვიტყუები.რომ ჩამოვედი პოლკოვნიკის კომენტარი თავისი პოსტითურთ დამხვდა დოდკას ინიციატივს შესახებ,ხოდა მეც შევუერთდები მათ და იმ 5 მოგონებას დავწერ,რომლეთა უმრავლესობაც ბავშვურ ახირებაზე მეტი იყო.
1.მთელი ბავშვობა დაჟინებით ვამტკიცებდი იმას,რომ გლდანის თავზე უცხოპლანეტელთა ხომალდი დავინახე,რომელიც მთელ გლდანს გადაეფარა და დაუბნელებია იქაურობა, თურმე…სერიალი რომ გადიოდა “the x-files”,ალბათ ზედმეტად ბევრს ვუყურებდი და ამიტომაც იყო სულ უცხოპლანეტელები რომ მელანდებოდა…
2.ჩემს ერთ–ერთ პირველ პოსტშიც აღვნიშნე,რომ მე და ჩემი ძმაკაცი ხალიჩით მესამე სართულიდან ვხტებოდით და გვწამდა,რომ აუცილებლად გავფრინდებდით.მაშინ იეღოვას შესახებ მართლა არაფერი ვიცოდით,უბრალოდ ალადინი გვიყვარდა ძალიან …
3.დაახლოებით 10 წლის ვიყავი სტივ მაკმანამანის ავტოგრაფი,რომ “მოვიპოვე” და ისეთი ბედნიერი ვიყავი,რომ ეხლაც არ ვიცი იმ გრძნობას რაიმე თუ გააფერმკრთალებს.ვიძინებდი და ვიღვიძებდი იმ ბურთით და დარწმუნებული ვიყავი,რომ მასზე არანაკლები ფეხბურთელი გამოვიდოდი.
4.ძალიან ღრმა ბავშვობაში და საკმოად დიდი ხანი ბიძაჩემი – ვან დამი მეგონა,ვინც საწინააღმდეგოს მეუბნებოდა, სულელი მეგონა.არადა მართლა ძალიან ჰგავს,ეხლაც კი …
5.და ბოლოს….მთელი ბავშვობა სინდი ფროუფორდი მიყვარდა და ამას მხოლოდ ეხლა ვაღიარებ. ))
პ.ს. ვისი მოგონებებიც მაინტერესებდა იმათ უკვე უწერიათ,თან ამ ბბ–კოდების გაგებაში არ ვარ ))

sasiamovno tema agirchevia. rogorc yoveltvis, saintereso gamogdivida… mec shevqmeni chemi blog-i da tu dagainteresebs daatvaliere.
By: Mariam Narimanidze on August 25, 2009
at 11:02
რამდენი ბლოგერის მოგონებები გავიგე:)))
არა რა, საინტერესო ხალხია ეს ბლოგერები:))
By: mariakhsiashvili on August 26, 2009
at 12:49
იმდენი ხანი გავიდა რაც ეგ პოსტი დაგიტოვე, რომ აღარ მეგონა თუ დაწერდი
და ის რატომ აღარ დაწერე გადმოხტომის მცდელობა რით დამთავრდა?
By: polkovniki on September 29, 2009
at 07:47
ზედა სართულიდან დაინახეს რის ჩადენას ვაპირებდით და “გვიშველეს” ))))
By: g.khubuluri on September 29, 2009
at 09:00
kargia
)) ra ucnauria ise bavshvi rac ar unda kargad gaxsovdes bavshvoba da misi shegrdznebebi mainc ver gaugeb bavshvs bolomde
)) aste mgonia me
) yvela bavshvi individualuria
) me magalitad carmosaxvit megobrebi mkavda
By: kate_alukard on September 29, 2009
at 13:52
ბევრი უცნაური რამ გამიგია და წამიკითხავს,მაგრამ წარმოსახვით მეგობრებზე პირველად გავიგე ))
By: g.khubuluri on September 30, 2009
at 02:12
ვაიჰ ხალიჩაზე გამახსენდა, მეკიდე მწამდა რომ თუ ქოლგით გადმოვხტებოდი აუცილებლად რბილად და მოტეხილობების გარეშე დავეშვებოდი დედამიწაზე.
By: tatusi on October 2, 2009
at 22:05
xo mismine… fexburtelobis ambavi rogor damtavrda?
By: brokenlung on October 23, 2009
at 15:16
hahaha: ))) ra magaria… = )))
nu, albat ara… : D
gadaxtit sabolood mesame sartulidan?
By: iasamnisferi on November 30, 2009
at 12:34
არ დაგვაცადეს … )))
By: g.khubuluri on December 1, 2009
at 00:34
Wow
I had no idea about Real George Khubuluri
By: T.K on June 30, 2011
at 11:17