ხშირად მიკამათია ამის შესახებ და შედეგი არასდროს მოაქვს ხოლმე,როგორც წესი,იქედან გამომდიანრე,რომ ორივე სქესი საკუთარ ინტერესებს იცავს და არავის არ უნდა იმის აღიარება,რომ შედარების ობიექტისგან განსხვავებით,ის არც თუ ისე ჭკვიანია და სწორედ ამ არაღიარების შედეგია ის,რომ ყველას საკუთარი თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია.ლოგიკურად და ფაქტებით რომ ვიმსჯელოთ,კაცი იმას არასდროს გააკეთებს,რასაც ქალების დიდი ნაწილი აკეთებს და ამით საკუთარი თავის აფიშირებას უკვე უჭკუობის რანგში ახდენს.ბევრი გოგო შემომედავება და იტყვის,რომ „ეს ასე არაა“,“ხომ არ გაგიჟდი“,“ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ“ და ა.შ. ერთია პრინციპები და საერთოდ სხვაა რეალური ცხორებაში შემდგარი ფაქტები და ზუსტად ეს ფაქტებია,რომ ხშირად გაიგონებთ „ქალი უჭკუოა,ამისგან სხვას რას ელოდებოდიო“,ეს არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი მეგობრების,ეს დადასტურებულია და ვინც ამ აზრს არ იზიარებს,საწინააღმდეგოში მხოლოდ საკუთარი თავი არწმუნოს.შეიძლება ითქვას,რომ მამრობითი სქესის წარმომადგნლებიც არ არიან უფრთო ანგელოზები და ცხოვრებაში ბევრ უპატიებელ შეცდომას უშვებენ,რომელთა გამოსწორებაც საკმაოდ რთულია,შეიძლება ითქვას,რომ წარმოუდგენლად რთულიც კი.
მეცნიერულად რომ მივუდგეთ საკითხს,ქალის ტვინი 10%–ით ნაკლები ზომისაა ვიდრე მამაკაცისა,ასევე დამტკიცებულია,რომ ქალს ერთდროულად ბევრი საქმის კეთება შეუძლია,კაცისგან განსხვავებით და ამაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ მთავარი არა რაოდენობა,არამედ ხარისხია.შეურაცხყოფას არავის ვაყენებ და არც იმას ვამბობ,რომ ქალები სულელები არიან,მიტუმეტეს ზოგადად ყველაფერი შედარებითია,მაგრამ აქ პროცენტულ შეფარდებაზე მაქვს აქცენტი გაკეთებული და არანაირად არ ვცდილობ ვინმეს ჩემი აზრი მოვახვიო თავს.“ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა კაცს ის სულელი ჰგონია“ – საინტერესო მოსაზრებაა,მაგრამ ალბათ მდედრობით სქესის წარმომადგენლებიც დამერწმუნებიან,რომ ეს სრული იდიოტიზმია,როცა ვიღაცის გულისთვის თავს ისულელებ და ამით სადმე ამაყობდე,გეგონებოდეს,ეს ძნელად მისაღწევი და უტოპიური მოვლენა იყოს.დარწმუნებული ვარ,ბევრჯერ გსმენიათ კაცური ქალების არსებობის შესახებ,აი ისეთები,თავს ბუზს რომ არ ისვამენ და ყველასა და ყველაფერს აკონტროლებენ,საკუთარ თავში წამითაც რომ არ ეპარებათ ეჭვი და ოჯახში ქმარი რომელია და ცოლი რომელი,ვერ გაიგებ.ასეთი შემთხვევები საბედნიეროდ ბევრი არ არის,თორემ ანარქია მერე გენახათ.როგორც არ უნდა იყოს,აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს და საკუთარი გადმოსახედიდან სწორ და ჭკვიანურ ნაბიჯს დგამს.რამდენად პროდუქტიულია თითეული ეს ნაბიჯი,მეორე საკითხია და დაე,თითოეულმა ისე იცხოვროს როგორც მას მიაჩნია სწორედ,მისი არასწორი და უჭკუო ნაბიჯი კი პირველ რიგში ისევ მას აზარალებს.
